რა სჭირდება კნუტს სახლში მოყვანისთანავე?
ჯამები
რეკომენდირებულია შეიძინოთ მინიმუმ 3 ჯამი: ერთი წყლისთვის და დანარჩენი 2 თხევადი და მყარი საკვებისთვის. არჩევისას, ყურადღება მიაქციეთ მასალას, უკეთესია თუ გამოიყენებთ მეტალის, მინის ან ფაიფურის ჭურჭელს. ისინი ჰიგიენური და უსაფრთხოა. პლასტმასის ჭურჭელზე აჯობებს უარი თქვათ, ის ყველაზე არაჰიგიენურია: პლასტმასზე მავნე ბაქტერიები და მიკრობები მარტივად მრავლდება. ამან შეიძლება გამოიწვიოს კნუტის მოწამვლა და კუჭ-ნაწლავის მომნელებელი სხვა პრობლემები.კატის ტუალეტი
კატის ტუალეტები სხვადასხვაგვარია: ღია, დახურული, შემავსებლიანი და უშემავსებლო. სპეციალისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ ღია შემავსებლიანი ტუალეტები. ვინაიდან, როგორც გამოცდილება გვიჩვენებს, სწორედ ასეთ ტუალეტს ეჩვევიან კნუტები ყველაზე მარტივად. რაც შეეხება ფორმას, ფერს და მოდელს ზოომაღაზიებში ძალიან მრავაფეროვანი არჩევანია, აქ უკვე ყველაფერი მეპატრონის გემოვნებაზეა დამოკიდებული.
შემავსებელი
სწორად შერჩეული ნაზავი ეფექტურად მოაშორებს უსიამოვნო სუნს, რომლის გაჩენაც გარდაუვალია. შემავსებლები რამდენიმე ტიპისაა:
-
შემწოვი: შედგება ნატურალური ნივთიერებებისგან და მინერალებისგან. მისი კნუტის ყოველი მოსაქმების შემდეგ, გამოცვლა აუცილებელი არ არის.
- გორგალოვანი: შედგება მცირე ზომის თიხის გრანულებისგან. როდესაც მათზე სითხე ხვდება, წარმოიქმნება გუნდები, რომლებიც უნდა გადაყაროთ.
- ხის: ასევე, შედგება ნატურალური ნივთიერებებისგან, ჩვეულებრივ, ცელულოზისგან, სითხის ზემოქმედებისას, ასეთი შემავსებელი იხრწნება, მისი ჩაყრა უნიტაზშიც შეგიძლიათ.
- სილიკაგელის: შედგება გამომშრალი გელისგან, რომლის გრანულებიც შესანიშნავად ახდენენ სუნისა და სითხის იზოლირებას. ასეთი შემავსებელი ერთ-ერთ ყველაზე ხარიასხიანად და თანამედროვედ მიიჩნევა, მაგრამ ყველგან არ იყიდება.
ადგილი ძილისთვის
ეს შეიძლება იყოს სეციალური ნოხი, კალათა ან სახლი. მთავარია რომ კნუტი იყოს თბილად, რბილად და კომფორტულად. მოსახერხებელი დასაძინებელი ადგილი დაგეხმარებათ მაშინაც, თუ გსურთ კნუტი პატრონის საწოლში ძილს გადააჩვიოთ. იზრუნეთ იმაზე რომ ოთახის იმ ნაწილში სადაც კნუტის დასაძინებელი ადგილია, შექმნათ მაქსიმალური სიმყუდროვე, რადგან კნუტს, განსაკუთრებით სულ პატარას, დიდხანს სძინავს ხოლმე.მოვლის საშუალებები
სხვადასხვა მოწყობილობები არა მხოლოდ კნუტი გარეგნობაზე ზრუნვაში დაგეხმარებათ, არამედ უზრუნველყოფს მისი ჰიგიენის დაცვას და ჯანმრთელობაზეც დადებითად აისახება. ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალებებია:- ბრჭყალების საჭრელი, რომელიც დაგეხმარებათ ბრჭყალები უმტკივნეულოდ დააჭრათ;
- სპეციალურად კატებისთვის შემუშავებული შამპუნი;
- ჯაგრისები .
Leave your comment