რა ვქნათ, თუ კატამ უადგილო ადგილებში დაიწყო მოსაქმება?

რა ვქნათ, თუ კატამ უადგილო ადგილებში დაიწყო მოსაქმება?

ყველა კატა ბუნებით სისუფთავის დიდი მოყვარულია. როგორც წესი, არც ისე რთულია მათი ტუალეტისთვის მიჩვევა, თუ ამ საკითხს დროულად დააყენებთ. მაგრამ ისეც ხდება, რომ უკვე ზრდასრული ცხოველი მოულოდნელად კარგავს თავის ამ უნარს. რასთან შეიძლება იყოს დაკავშირებული? როგორ გავუმკლავდეთ პრობლემას? ყველაზე გავრცელებული აზრი: კატა არასწორ ადგილას შურისძიების გამო ისაქმებს. დიახ, ღირს იმის აღიარება, რომ კატები მეტად გონიერი არიან, უკმაყოფილებამ შეიძლება აიძულოს ისინი ასეთ ბინძურ ხრიკებს მიმართონ. მაგრამ, სამწუხაროდ, ცუდი ქცევის მიზეზი შეიძლება ბევრად უფრო სერიოზული იყოს.
თუ ცხოველმა მოულოდნელად შეწყვიტა ტუალეტის გამოყენება, ჯერ გამორიცხეთ აშკარა მიზეზები. თუ შემავსებელი შეუცვალეთ, დაუბრუნდით წინას, არ დაგავიწყდეთ კატის ტუალეტის გაწმენდა; გარდა ამისა, პლასტიკის ბოქსი სუნს ძალიან იღებსდაფიქრდით, იქნება დროა ახალი ტუალეტი უყიდოთ. თუ ოჯახში ან სახლში ცვლილებები მოხდა, მეტი ყურადღება მიაქციეთ შინაურ ცხოველს: შესაძლოა მას მარტოობა ან შიში აწუხებს და მისი ქცევის მიზეზი დეპრესიაზე მიანიშნებს. თუ არ არსებობს ფაქტორები, რომლებსაც შეეძლოთ ცხოველისხულიგნობისპროვოცირება, მაშინ ნუ შინაური ცხოველის გაკიცხვას ნუ იჩქარებთ, მიმართეთ ექიმს. ასეთ ქცევას იწვევს შარდსასქესო სისტემისა და კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები. ცხოველი უბრალოდ თავს ვერ იკავებს და იქ ისაქმებს, სადაც მოუნდება. გარდა ამისა, პატრონებმა შეიძლება შეამჩნიონ შარდის გაჟონვა, რაც ასევე ძალიან უსიამოვნო სიმპტომია.
ექიმი დაგეხმარებათ ზუსტად გაიგოთ, რამ მოახდინა ცხოველის ასეთი ქმედების პროვოცირება. იქნება, სულაც დროა, ცხოველს გაუკეთოთ კასტრაცია ან სტერილიზაცია (თუ გამრავლებას არ აპირებთ), ან შესაძლოა ავადაა და სამედიცინო დახმარება სჭირდება. ექიმისთვის კითხვების დასმით, თქვენ შეძლებთ ავადმყოფობის გამორიცხვას და გარდა ამისა, ამ „სუნიანი“ პრობლემის გადაჭრისთვის რეკომენდაციებს მიიღებთ. თუ ცხოველი ჯანმრთელია, მაგრამ პრობლემა შენარჩუნებულია, ზოოფსიქოლოგი დაგეხმარებათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!