რა ვქნათ თუ კატა აგრესიულად იქცევა?

რა ვქნათ თუ კატა აგრესიულად იქცევა?

რა წარმოდგენა გვაქვს კატებზე? ისინი საყვარელი შინაური ცხოველები არიან, ზოგჯერ მხიარულები, ზოგჯერ მყუდრო რბილი პუფები. სახლში კი ნამდვილი ურჩხული გყავთ: ზურგი ამოუბრეცია, კუდი დროშასავით გაუშლია, ყურები თავზე აქვს მიჭერილი, კბილებს კრეჭს.
 რა დაემართაკატას?
  1. ჰორმონალური აფეთქება არასტერილიზებული და არაკატასტრირებული კატები ჰორმონებს გამოიმუშავებენ, ისინი ზღვარს სცდებიან, გასავალს ვერ პოულობენ, შედეგად ცხოველი აღშფოთებულია და ზოგჯერ გაბრაზებულიც. გადაწყვეტილება: კასტრაცია, სტერილიზაცია. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ჰორმონალური ფონი შეიძლება ექვსი თვის მანძილზე არასტაბილური იყოს.
  2. შიში. შესაძლოა, თქვენი კატა ჯერ კიდევ არ არის საკმარისად სოციალიზებული და ადამიანთა ოჯახში ცხოვრება მისთვის ჯერ კიდევ აშინებს. ან რაღაც შეიცვალა – ახალი ბინა, ახალი ოჯახის წევრები, პატრონების განსხვავებული სამუშაო გრაფიკი. კატა დაბნეულია და ავლენს პრევენციულ აგრესიას. კიდევ ერთი ვარიანტი – კატას სძინავს და ის უცებ გააღვიძეს. მაგალითად, ბავშვმა ჩაავლო, ან რაღაც დაუდეს გვერდით. გამოსავალი: ეტაპობრივი სოციალიზაცია, გაითვალისწინეთ თქვენი შინაური ცხოველის ხასიათი და ნუ გამოიწვევთ კონფლიქტს
  3. დომინირების გამოვლინება. კნუტი გაიზარდა და გადაწყვიტა, რომ ის ვეფხვი და ჯგუფის ლიდერია. სხვათა შორის, ეს სავსებით შესაძლებელია. ასეთ კატებს ძაღლებიც კი გვერდს უვლიან. გამოსავალი: დაისაჯეთ პირველივე მსგავსი გამოვლინებისას – მსუბუქად შეანჯღრიეთ ქეჩოდან, მიაწვინეთ იატაკზე, შეასხურეთ წყალი პულივიზატორის ბოთლიდან ცხვირში. არ დააიგნოროთ პრობლემა -მასთან გამკლავება შემდეგ უფრო რთული იქნება.
  4. თამაშები ზღვარზე. ზედა სიტუაციიდან გამომდინარე. შეაჩერეთ მისი მცდელობები კარადიდან თავზე დაგახტეთ, მაგიდის ქვეშიდან ფეხებზე ნადირობას და სხვ. გამოსავალი: იგივე პრინციპები, როდესაც კატა სახლში დომინირებას ცდილობს. პირველი გამოვლინებისას დასაჯეთ – ნაზად შენჯღრიეთ ქეჩოდან, მიაწვინეთ იატაკზე, დაასხით წყალი პულივიზატორიდან.  
  5. ტერიტორიის დაცვა. როგორც წესი, ტერიტორიული აგრესია მიმართულია ნათესავებზე, ნაკლებად ხშირად – სხვა ცხოველებზე, უფრო იშვიათად – უცნობებზე. მაგრამ ასევე ხდება, რომ კატა იწყებს საზღვრების პყრობას. თქვენ მოგიწევთ აუხსნათ, რომ ის ცხოვრობს თქვენთან, და არა – თქვენ მასთან. გამოსავალი: ზემოთ აღწერილი მეთოდები, ასევე შესაძლებელია, დასასჯელად მტაცებლის დროებით განთავსება ცალკე ოთახში, მაგალითად, ღამით. ოღონდ არა სამუდამოდ – ეს მდგომარეობას გააუარესებს.
  6. ეჭვიანობა. სახლში კიდევ ერთი ცხოველი გამოჩნდა. გადაწყვეტილება: რაკი „ლიდერი“ ხართ, მოჩხუბრებიც თქვენვე უნდა გააშველოთ. თუ პირველ შეხვედრაზე ურთიერთობა მაშინვე არ აეწყო, ისე გააკეთეთ, რომ ცხოველები თანდათან შეეჩვიონ ერთმანეთს. ნუ აჭმევთ და ნუ მოეფერებით ერთ კატას მეორის წინ, სხვადასხვა ოთახში იყოლიეთ ისინი.
  7. პროეცირებული აგრესია. ძალიან საინტერესო რამ. გახსოვთ წვერიანი ხუმრობა: დირექტორმა უყვირა განყოფილების უფროსს, სამმართველოს უფროსმა თანამშრომელს პრემია ჩამოართვა, თანამშრომელი სახლში მოვიდა და შვილს ქამრით სცემა? აქაც ასეა. ვიღაცამ კატას შეურაცხყოფა მიაყენა, ან იმ წითური ქუჩის კატის მიმართ აგრესია აქვს, რომელიც ფანჯრის ქვეშ მტრედს იჭერს. თქვენი შინაური ცხოველი ეძებს ვინმეს ვისზეც ჯავრის ამოყრას შეძლებს. გამოსავალი: გაუგეთ, მაგრამ არ აპატიოთ, სასწრაფოდ აღკვეთეთ. კატამ აგრრესა შესაძლოა თამაშით და ბრჭყალების სალესზეც ამოანთხიოს.
     
  8. ჯამის დაცვა. კატისთვის უჩვეულოა, მაგრამ ხდება ხოლმე. გამოსავალი: კვებეთ ცალკე, არა მხოლოდ სხვა ცხოველებისგან, არამედ თქვენგანაც. დატოვეთ კატა მარტო ჭამის დროს.
  9. ავადმყოფობა. ყოველთვის თავაზიანი ხართ, როცა თავს ცუდად გრძნობთ? სხვათა შორის, ტრავმის ან სერიოზული ოპერაციის შემდეგ, აგრესია, როგორც ტკივილის მეხსიერება, შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში გამოვლინდეს. გამოსავალი: საუკეთესო გამოსავალი მისი მარტო დატოვებაა. სამედიცინო პროცედურების ჩატარებისას მიიღეთ სიფრთხილის ზომები, ჩაიცვით სათანადოდ და შეახვიეთ კატა პირსახოცში.
  10. დედობა. კატაში ამ დროს შთამომავლობის დაცვის ინსტინქტი იღვიძებს. გამოსავალი: პირველ დღეებში ფეხის წვერებზე სიარული მოგიწევთ. შეიწყალეთ ისედან შეწუხებული დედა კატა. მაშინ ყველაფერი გამოვა და სულ მალე მის კნუტებთან თამაშით გულსაც იჯერებთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!