რა ვაჭამოთ ასაკოვან კატას?
სწორი რაციონი
იმისათვის, რომ ცხოველი ბედნიერი იყოს და ღირსეულად შეხვდეს სიბერეს, პატრონმა მისი სამი ძირითადი მოთხოვნილება უნდა დააკმაყოფილოს:
• პირველი არის კარგი ჯანმრთელობა. კატას, რომლის საჭმლის მომნელებელი სისტემა სუსტდება, უნდა იკვებებოდეს ადვილად მოსანელებელი საკვებით, ცილებისა და ცხიმებისოდენობა მისი ასაკის შესაბამისი დოზით უნდა მიიღოს, ასევე, საკვები უნდა იყოს გაჯერებული ანტიოქსიდანტებით.
• მეორე არის საკვებიდან მიღებული ენერგიის რაოდენობა. ხანდაზმული კატები არ უნდა კვებოთ დაბალკალორიული საკვებით, რადგან მისი მოთხოვნილებები იგივე რჩება.
• მესამე კარგი მადა. საიდუმლო არ არის, რომ ხანდაზმული ცხოველები ხშირად კარგავენ ინტერესს საკვების მიმართ, ამიტომ მათ გემოთი გამორჩეული რაციონები სჭირდებათ. საკვების ტექსტურა ასაკოვანი კატისთვის ადვილად დასაღეჭი უნდა იყოს, ზედმეტად მყარ საკვებს კატა შეიძლება ვერ მოეიროს.
Leave your comment