რა ასაკში უნდა ავიყვანოთ ლეკვი?
იურიდიული თვალსაზრისით
წესების მიხედვით, თავშესაფრებში დაბადებული ლეკვები დოკუმენტებს იღებენ დაბადებიდან 1,5 თვის შემდეგ (45 დღე). ამ დროიდან შესაძლებელია მათი ოფიციალურად გაყიდვა. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ლეკვი მთლიანად (ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად) მზად არის დედასთან განშორებისთვის.ლეკვის განვითარება
ლეკვები იწყებენ დამატებით კვებას 3 კვირიდან. უკვე 30-35 დღის ასაკში შეუძლიათ დამოუკიდებლად ჭამა. ეს არის ყველაზე დაბალი, მინიმალური დასაშვები ზღვარი. მას სჭირდება ზრდასრულების საკვებთან შეგუება და ეს გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. დედის რძე ხელს უწყობს იმუნური სისტემის ჩამოყალიბებას. სიცოცხლის პირველ თვეში ეს ლეკვის ერთადერთი დაცვაა. სოციალიზაციის საწყისი ეტაპი ორ თვემდე გრძელდება, რაც შეუძლებელია, და-ძმებთან თამაშისა და დედასთან კომუნიკაციის გარეშე. ეს თამაშები ასწავლის მას სხვა ძაღლებთან და ადამიანებთან ურთიერთობას. ლეკვის წონის, ყურებისა და თვალების მდგომარეობის რეგულარული შემოწმება მას აჩვევს ადამიანებს.სიცოცხლის 2,5-დან 3 თვემდე პერიოდში ლეკვი უკვე შეიძლება, უსაფრთხოდ ჩამოშორდეს დედას.
ამ დროისთვის მას უკვე ჩატარებული აქვს ყველა საჭირო აცრა და უფრო დამოუკიდებელი ხდება. ამ ასაკში ის ძალიან მოქნილია და კარგად ეგუება ახალ პირობებს. ლეკვისთვის უკვე ადვილია სახლში მარტო დარჩენა, თუ პატრონი სამსახურშია. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შინაური ცხოველი უნდა იკვებებოდეს მინიმუმ სამჯერ დღეში.
Leave your comment