პომერანული შპიცი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა გერმანია
ზომა მინიატურული
სიმაღლე 22-30 სმ წონა 2-დან 3 კგ-მდე ასაკი 12-15 წლის მოკლე ინფორმაცია • მხიარული; • აქტიური; • ცნობისმოყვარე; • ჯიუტი.
პომერანული შპიცის ჯიშის აღწერა პომერანულ შპიცს საკმაოდ მკვრივი და განვითარებული კუნთები აქვს, ეს გრაციოზულობაში ხელს არ უშლის. ჯიშის სტანდარტის მიხედვით, რომელიც ჯუჯებს განეკუთვნება, მისი სხეულის სიმაღლე უდრის მის სიგრძეს და არ აღემატება 22 სანტიმეტრს. შესაძლოა 1.5 კგ-დან 3 კგ-მდე იწონიდეს. შოუ კლასის წარმომადგენლები, ძირითადად, ორ კილოგრამს იწონიან.
პომერანული შპიცის ხასიათი ძალიან მხიარული და ხალისიანი ჯიშია. ზოგჯერ შეიძლება პატრონს მოეჩვენოს, რომ მასში ძრავაა ჩამონტაჟებული: შპიცი ერთ ადგილას თითქმის ვერ ჩერდება. ყოველთვის სადღაც გარბის, რაღაცას აკეთებს და ყოველთვის მზადაა სათამაშოდ. ამიტომ, ამ ძაღლთან ერთად სეირნობა, იძულებითი აუცილებლობა უფროა – შპიცს სჭირდება ნაწილობრივ მაინც დახარჯოს თავისი უშრეტი ენერგია, რათა თამაშის დროს, შემთხვევით სახლი არ შემოენგრეს. ეს დეკორატიული ძაღლები წარმოუდგენლად საყვარლები არიან. მათი გარეგნული მოხდენილობა და მცირე ზომა სხვებს მცდარ შთაბეჭდილებას უქმნის, რომ შეუძლიათ მშვიდად მიუახლოვდნენ, ხელი გადაისვან და ყურები მოფხანონ. სინამდვილეში, შპიცი ძალიან ამაყია და უცნობებს ახლოს არ უშვებს. შესაძლოა, ფამილარობა აგრესიის გამოვლინებად მიიჩნიოს და საკუთარი ღირსების დაცვა გადაწყვიტოს. შპიცები ძალიან ჭკვიანები და ცბიერები არიან. ისინი ამჩნევენ, როდესაც პატრონები კეთილგანწყობით ეკიდებიან მათ ზოგიერთ ოინბაზობას და სიამოვნებით ახდენენ ამ ქმედების ისევ და ისევ დემონსტრირებას. ეს პატარები წვრთნას არც ისე მარტივად ექვემდებარებიან. პატრონს დიდი მოთმინების უნარის გამოჩენა მოუწევს. შპიცი შეიძლება გაჯიუტდეს. სწორედ ამიტომ, ამ პროცესის გადადება არ ღირს, თუ თავის ნებაზე მიუშვებთ, პომერანული შპიცი გადაიქცევა საყვარელ, მაგრამ უმართავ პაწაწინა მონსტრად, რომელიც გაუჩუმებლად იყეფებს და ყველაფერს დაღრღნის რასაც იპოვნის. მიუხედავად მინიატურული ზომისა, შპიცი მსოფლიოს ბატონობისთვის იბრძვის: ისინი შეეცდებიან სახლში ძალაუფლება ჩაიგდონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პატრონმა არ დაკარგოს სიფხიზლე და პერიოდულად აგრძნობინოს ძაღლს, ვინ არის ოჯახში მთავარი. შპიცი უხალისოდ ეგუება სხვა ცხოველებთან თანაცხოვრებას. სინამდვილეში, ეს ძაღლები ძალიან ეგოისტები არიან და სულაც არ არიან მზად, პატრონის ყურადღება სხვას გაუყონ. თუმცა, თუ შპიცის ლეკვს და სხვა შინაურ ცხოველს სახლში ერთდროულად მოიყვანთ, ერთად რომ გაიზარდონ, ერთმანეთს ძალიან კარგად შეეგუებიან.
Leave your comment