მარილი კატის რაციონში
ნატრიუმი პასუხისმგებელია უჯრედების ჯანსაღ ფუნქციონირებაზე: უზრუნველყოფს მათ შორის ენერგიის გაცვლას, აკონტროლებს წნევას უჯრედის შიგნით და გარეთ, ქმნის და გადასცემს ნერვულ იმპულსებს. ნატრიუმი ასევე არეგულირებს ცხოველის ორგანიზმში სითხის ბალანსს: მისი გავლენით შინაური ცხოველი სვამს და გამოყოფს სითხეს შარდის სახით. გარდა ამისა, ეს მინერალი კალიუმთან ერთად მოქმედებს მჟავა-ტუტოვან ბალანსზე, რაც მნიშვნელოვანია ორგანიზმის სისტემების სწორი ფუნქციონირებისთვის.
თავის მხრივ, ქლორი აუცილებელია მეტაბოლიზმში ჩართული უჯრედშორისი ან ქსოვილოვანი სითხის კონცენტრაციის შესანარჩუნებლად. და ის, სხვა ელემენტებთან ერთად, მონაწილეობს მჟავა-ტუტოვანი ბალანსის ჩამოყალიბებაში. ნატრიუმისგან განსხვავებით, თუ საკვებში ქლორს შეიცავს, მისი რაოდენობა ძალიან მცირეა. ასე რომ, მარილი მისთვის თითქმის ერთადერთი საშუალებაა ორგანიზმამდე მისაწოდებლად.
ახლა ორიოდე სიტყვით ვთქვათ იმის შესახებ, თუ რა შეიძლება დაემართოს შინაურ ცხოველს, თუ მას ამ საკვები ნივთიერებების დეფიციტი ექნება. ნატრიუმის ნაკლებობა იწვევს გულისცემის აჩქარებას, ცხოველი ნაკლებ წყალს სვამს, თუმცა წყალი კრიტიკულად მნიშვნელოვანია კატებისთვის, რომლებიც როგორც წესი მიდრეკილნი არიან შარდ-კენჭოვანი დაავადებისადმი. ქლორის ნაკლებობა იწვევს სისუსტეს, ზრდის შეფერხებას და ზოგჯერ კუნთების პრობლემებსაც კი. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ასეთი მდგომარეობები იშვიათია, მაგრამ მათი დაშვება არ შეიძლება.
საჭიროა ნორმა
თუმცა, მარილის მნიშვნელობა კატისთვის არ ნიშნავს იმას, რომ ცხოველმა ის „ადამიანური“ პროპორციებით უნდა მიიღოს. ჩვენი საკვები ზოგადად არ არის რეკომენდებული შინაური ცხოველებისთვის, რადგან ის არ შეიცავს საკვებ ნივთიერებებს ცხოველისთვის საჭირო პროპორციებით. მაგრამ კატა შეძლებს მათ – მათ შორის ნატრიუმსა და ქლორს – მიიღოს თავისი რაციონის მიღებისას. სპეციალურ რაციონებში ხომ მთელი სიზუსტით არის გათვლილი ცხოველისთვის აუცილებელი ნივთიერებების რაოდენობა.
კატას, რომელიც ჩვენი სუფრიდან ჭამს, ემუქრება ორგანიზმში ნატრიუმის და ქლორის ჭარბი მოხვედრის სერიოზული რისკი. პირველის ჭარბი რაოდენობა იწვევს ლორწოვანი გარსის სიმშრალეს, ღებინებას. ჭარბი ქლორი არის სისხლში კალიუმის და კალციუმის დონის გარანტირებული ცვლილება და მეტაბოლური აციდოზის გამოვლინება – მჟავა-ტუტოვანი ბალანსის დარღვევა, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ.
Leave your comment