მალტიპუ

მალტიპუ

მახასიათებლები

არმოშობის ქვეყანა აშშ

Ზომა Პატარა   სიმაღლე 20-30 სმ   ონა 3-6 კგ   ასაკი 13-15 წლის   მოკლე ინფორმაციადიზაინერული ჯიში;ადამიანზე ძალიან არის ორიენტირებული;ადვილად იწვრთნება, მაგრამ მისი სოციალიზაცია რაც შეიძლება ადრე უნდა დაიწყოთ.

წარმოშობის ისტორია მალტიპუ: ეს საყვარელი გაბურძგნული, მძივებისმაგვარი თვალების მქონე ძაღლები დიზაინერულ ჯიშად მიიჩნევა და არ არის აღიარებული საერთაშორისო კინოლოგიური ფედერაციის მიერ. უფრო მეტიც, აღიარება გამორიცხულია, რადგან ყველაზე საყვარელი მალტიპუები მიიღება მხოლოდ პირველი თაობის ტოი პუდელისა და მალტური ბალონკის შეჯვარებით. ორი მალტიპუს შეჯვარების შემთხვევაში, ლეკვები აღარ არიან ისეთი მომხიბვლელი და საინტერესო მყიდველებისთვის. პირველად, ეს უჩვეულო მეტისები აშშ-ში გამოჩნდნენ და სწრაფად მოიპოვეს პოპულარობა შოუბიზნესის ვარსკვლავებსა და ჩვეულებრივ ადამიანებში მათი თოჯინური გარეგნობის, კეთილგანწყობის, მცირე ზომისა და ბეწვის ცვენისკენ ნაკლებად მიდრეკილების გამო.

აღწერა მას შემდეგ, რაც მალტიპუს მისაღებად გარეგნულად საკმაოდ განსხვავებული ჯიშების შეჯვარება ხდება, ძნელია იმის პროგნოზირება, თუ როგორი ლეკვები დაიბადებიან. ყველაზე ხშირად მალტიპუს რამდენიმე ტიპს გამოარჩევენ, გამორჩევა ბეწვის ტიპის მიხედვით ხდება, ესენია: მალტიპუ სწორი, აბრეშუმისებრი ბეწვით, რომელიც ბალონკებისგან ერგოთ, ხშირი, ხვეული ბეწვით და არასასურველ, თხელ და ტალღოვანბეწვიანი. ჯიშის ტიპიური წარმომადგენლებს გამოარჩევთ მცირე ზომა, თოჯინის სახე და ჩამოკიდებული ყურები.

ხასიათი მალტიპუ მხიარული, ხალისიანი ძაღლები არიან, რომლებიც მზად არიან მხარი დაუჭირონ პატრონებს ნებისმიერ წამოწყებაში, ასევე, აჩუქონ მათ უსაზღვრო სიყვარული და ერთგულება. ისინი შედარებით ადვილად იწვრთნებიან, მაგრამ ვერ იტანენ უხეშობას და ყვირილს. მალტიპუსთან წვრთნა რაც შეიძლება მალე უნდა დაიწყოთ, მაგრამ ეს მაქსიმალურად ნაზად ნაზად და შეუმჩნევლად უნდა გააკეთოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!