კნუტს თვალები დაუჩირქდა – რატომ და რა ვქნათ?
კნუტებში თვალების დაავადებები საკმაოდ ხშირია. ძირითადი მიზეზი -ჩამოუყალიბებელი იმუნური სისტემაა. პატარა ორგანიზმი გარშემო არსებულ ბაქტერიებისა და ვირუსების უმეტესობას არ იცნობს და ის მათთან ნებისმიერ კონტაქტზე მკვეთრად რეაგირებს. შედეგად, ხშირია სიტუაცია, როდესაც კნუტს თვალები უჩირქდება, რადგან თვალი და კონიუქტივა (თვალის ლორწვანი გარსი) გარესამყაროსთან უშუალო შეხებაშია.
რატომ უჩირქდება კნუტს თვალები?
ჩირქოვანი გამონადენი მეტყველებს ლოკალურ ანთებით პროცესზე, რომელიც შეიძლება იყოს გამოწვეული უცხო სხეულით, ვირუსებით, ბაქტერიებითა და ტრავმებით. თვალის ანთების მიზეზები შეიძლება იყოს: კონიუქტივიტი- ეს არის კონიუქტივას ინფიცირება, რომელიც ვითარდება მასში ჭუჭყის, ბაქტერიების, ვირუსების და სხვ. მოხვედრის შედეგად. კონიუქტივა წითლდება და სივდება, ჩნდება მოთეთრო, ყვითელი ან მწვანე ფერის გამონადენი, თვალები ერთმანეთს ეწებება და ექავებათ.
- ვირუსი, რომელიც აღწევს ორგანიზმში ნაზალური, ორალური და კონიუქტივალური გამონადენის მეშვეობით. დაავადება იწყება ცემინებით, თვალებიდან, ცხვირიდან გამჭვირვალე გამონადებით. შემდეგ გამონადენი ხდება ჩირქოვანი, თვალები ერთმანეთს ეწებება, ცხვირსა და თვალის ბადურაზე ჩნდება წყლულები, დაავადება გადამდებია და სხვა კატებზე გადადის.
- ქლამიდიოზი
- ქლამიდიები – უჯრედული მიკროორგანიზმებია, რომლებიც ახდენენ ქლამიდიოზის პროვოცირებას. კატას გადაეცემა დაავადებულ მღრღნელებთან, ფრინველებთან ან მათ ფეკალიებთან კონტაქტით. ასევე, ცხოველი შეიძლება დაავადეს მფლობელის ფეხსაცმლით ან ტანსაცმლით. ქლამიდიოზის კონიუქტივაში ლოკალიზება იწვევს დაავადების სიმპტომებს.
- ბლეფარიტი
- ქუთუთუების კანის დაავადება, რომელსაც მრავალი დერმატოლოგიური მიზეზი იწვევს: ალერგია, პარაზიტები, სოკო. ქუთუთიების ბოლოები წითლდება, სქელდება, ჩნდება წყლულები, აქტიურად გამოიყოფა ლორწო ცხიმოვანი ჯირკვლებიდან, ცხოველს აწუხებს ქავილი, თვალებიდან გამონადენი და კანზე წარმოქმნილი ფუფხები.
- უცხო სხეული
- ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ – მტვერი, მცენარეების თესლები, ჩხიროვანი ბაქტერიები და ცხოველის საკუთარი კანიც კი, რომელიც თვალებში ქუთუთების ჩაბრუნების შედეგად ხვდება. შედეგად, ხშირ შემთხვევაში, დაავადება ერთ თვალში უვითარდებათ, ის შეიძლება მკვეთრად წარმოიშვას, თვალი იხუჭება, იწყება დიდი რაოდენობით გამონადენის გამოყოფა.
- თვალის ბადურის ტრავმა
- ხშირად ამ დაავადების მიზეზი სხვა კატები არიან. ცხოველები თამაშისას ან ჩხუბის დროს ხშირად ერთმანეთს ბასრი ბრჭყალებით კაწრავენ, დაუცველ თვალში ინფექცია ხვდება, იწყება ანთებითი პროცესი როგორც თვალის შიგნით, ასევე, მის გარეთაც – კონიუქტივაზე და ქუთუთებზე.
მიდრეკილება თვალების დაავადებებისადმი ჯიშების მიხედვით
თვალის დაავადებებისადმი მიდრეკილნი არიან კატები ღრმად ჩასმული თვალებით, და ასევე, ფართო თვალების მქონე კატის ჯიშებიც. ეგზოტიკური, სპარსული, შოტლანდიური, ბრიტანული და ჰიმალაური ჯიშის კატები ბრაქიცეფალებს მიეკუთვნებიან. სახე მოკლე აქვთ, თვალები კი, თითქოს ორბიტიდან უნდა ამოუვარდეთ. ამ თავისებურების გამო, ისინი თვალებს იშვიათად ახამხამებენ და ქუთუთოები ბოლომდე არ ეხუჭებათ, შედეგად, შეიძლება თვალები დაუბინძურდეთ. თვალების ხამხამი თავდაცვითი რეაქციაა. ამასთან, თვალი ცრემლით ებანებათ, რა დროსაც ბაქტერიები და ვირუსები ნადგურდებიან. როდესაც კნუტი თვალებს იშვიათად ახამხამებს, ინფექცია ღვივდება და თვალების ანთება იწყება. პეტერბოლდის, მეინ-კუნის, სიამის, ორიენტალურისა და სფინქსის ჯიშების კატებს გამოწეული სახე აქვთ (დოლიქოცეფალები) მათ სახის ნაწილი მოგრძო, სახე – ვიწრო და წარგძელებული აქვთ, თვალები კი თვალბუდეებში ღრმად ჩასმული. ამ თავისებურების გამო, კატას თვალების დაბანა უჭირს. მათში ხშირია ქუთუთოების ჩაბრუნების პრობლემაც.თანდმევი სიმპტომები
თუ კნუტს თვალები უჩირქდება, აშკარა ყვითელ-მწვანე გამოანდენის გარდა, სხვა სიმპტომებსაც შეამჩნევთ. მათი გაჩენა დამოკიდებულია დაავადების მიზეზზე. როგორც წესი, ესაა, ქუთუთოების გასიება, სიწითლე და კონიუქტივას გასიება და/ან სიწითლე. ვირუსული ინფექციის განვითარებისას კნუტს სიცხე უწევს, თვალებიდან გამონადენის გარდა, გამონადენი ეწყება ცხვირიდანაც, აცემინებს, პირში უსიამოვნო სუნი უჩნდება, მიშვებულ შემთხვევებში შეიძლება დაეწყოს ხველა და რქოვანაზე წყლულები წარმოეშვას. ბაქტერიული ინფექციის შემთხვევაში, კონიუქტივის და ქუთუთოების ქავილი აწუხებთ, წარმოექმნებათ ფუფხები, თვალები ეწებებათ. თუ მიზეზი უცხო სხეული, ტრავმა ან ქუთუთოების ჩაბრუნებაა, როგორც წესი, სიმპტომები კნუტს მხოლოდ ცალ თვალზე უვითარდება. ის მუდმივად იფხანს თვალს თითქოს რაღაცის ამოღებას ცდილობს. შეინიშნება მუდმივი ბლეფაროსპაზმი (თვალი დახუჭულია და მისი გახელის მცდლეობისას, შეიძლება დაინახოთ მესამე ქუთუთოთი დახუჭული თვალი.)კნუტის თვალებიდან წარმოქმნილი გამონადენის დიაგნოსტიკა
იმისთვის, რომ თვალებიდან გამონადენის მიზეზი გაარკვიოთ, კნუტი ვეტერინარულ ოფთალმოლოგს უნდა აჩვენოთ. ექიმი, პირველ რიგში, ყურადღებით დაათვალიერებს კნუტის თვალებს, ჩამობანს გამონადენს და სრულ ამანეზს შეადგენს ცხოველის ცხოვრებისა და დაავადებების შესახებ.შემდგომ, შესაძლოა კნუტს ოფთალმოლოგიური ტესტების ჩატარება დასჭირდეს – მაგალითად, ტრავმების შემთხვევაში, თვალის ბადურის შეღებვა , კონიუქტივადან ნაცხის აღება პისიარ დიაგნოსტიკის ჩასატარებლად, რათა შემოწმდეს ვირუსების არსებობა, სისხლის ანალიზი ანთების პროცესის დონის შესაფასებლად. თუ გამონადენის მიზეზი კანის დაავადებაა, შესაძლოა დერმატოლოგის დახმარებაც დაგჭირდეთ. ხდება ცხოველის კანისა და ბეწვის კლვევა სოკოვან და ბაქტერიულ ინფექციაზე, ასევე, კეთდება ტესტები ალეგიის გამოსარიცხადაც.
რა ვქნათ, როდესაც კნუტს თვალები უჩირქდება?
რა შეიძლება გავაკეთოთ სახლის პირობებში
პირველ რიგში, აუცილებელია გამონადენის ჩამობანვა და კნუტის ბეწვისა და თვალის სისუფთავის მიდმივად დაცვა. დასაბანად არ გამოიყენოთ ნახარშები, ჩაი, მარგანეცი, ქლორჰექსიდინი და სხვა გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი ხსნარები. საკმარისია გამოიყენოთ თბილი წყალი ან სპეციალურად თვალებისთვის განკუთვნილი ლოსიონი. თუ არ გაქვთ საშუალება მიმართოთ ექიმს და პრეპარატების დამოუკიდებლად გამოყენება გადაწყვიტეთ, აუცილებლად გაეცანით მათ შემადგენლობას. ისინი ჰორმონებს არ უნდა შეიცავდნენ. წვეთები აუცილებელია დღეში 4-8-ჯერ ჩააწვეთოთ, არანაკლებ 10 დღე, მალამოები დღეში ორჯერ, 10-14 დღის განმავლობაში გამოიყენება. თუ კნუტის დამოუკიდებლად მკურნალობა უკვე სცადეთ და უკეთესობა არ აქვს, ან სიმპტომები კვლავ აქვს, მიმართეთ ექიმს. არ ღირს სხვადასხვა წვეთებისა და მალამოების გამოყენება, ამით ოფთალმოლოგს მხოლოდ საქმეს გაურთულებთ და დაავადების მიზეზის დადგენა გაუჭირდება.თვალის ანთების პროფილაქტიკა კნუტებში
-
- აუცილებლობის მიხედვით დაბანეთ ხოლმე პირი კნუტს. ხშირად კნუტებს თავის მოვლა არ შეუძლიათ, ასაკის მატებასთან ერთად, ამას ისწავლიან;
- სახლი რეგულარულად დაალაგეთ და გარეცხეთ კატის ტუალეტი;
- ჩაუტარეთ კნუტს ვაქცინაცია, არ დაუშვათ გარეთ გავიდეს, სანამ არ აცრით;
- თუ სახლში რამდენიმე კატა ცხოვრობს, ბრჭყალები დააჭერით, ერთმანეთს ტრავმა რომ არ მიაყენონ;
- სახლში ახალი ცხოველის გამოჩენისთანავე დაიცავით კარანტინი სანამ სხვა ცხოველებთან მიუშვებთ.
რეზიუმე
-
- თუ შეამჩნიეთ რომ კნუტს თვალები უჩირქდება, პირველ რიგში, ეცადეთ ვეტ. ოფთალმოლოგს მიმართოთ. მნიშვნელოვანია სწორი დიაგნოზის დასმა და შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა, რადგან გამონადენის მიზეზი უამრავია და ზოგი მათგანი ძალიან საშიშია.
- თუ ცხოველის ექიმთან მიყვანა შეუძლებელია, პრეპარატების გამოყენების წინ, კონსულტაცია გაიარეთ სპეციალისტთან, ონლაინ მაინც, შეისწავლეთ წამლების შემადგენლობა. არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ჰორმონების შემცველი წვეთები.
- აუცილებლად მოახდინეთ დაავადებული კნუტის სხვა კატებისგან იზოლირება;
- მუდმივად დაბანეთ კნუტს პირი თბილი წყლით, თვალის სუფთად უნდა ჰქონდეს;
- ჩააცვით საყელო საკუთარ თავს ტრავმა რომ არ მიაყენოს;
- არ გაუშვათ გარეთ.
Leave your comment