კნუტი ქუჩიდან ავიყვანეთ, რა ვქნათ?
ძირითადი წესები
თუ სახლში ცხოველები უკვე გყავთ, გაითვალისწინეთ, რომ ახალმა კნუტმა ისინი მოყვანისთანავე არ უნდა გაიცნოს. აუცილებელია 1-თვიანი კარანტინში გყავდეთ. პირველი 2 დღე შესაძლებელია ცხოველი გააჩეროთ პატარა სივრცეში (მაგალითად, თბილ ლოჯში ან სააბაზანოში) ამ დღეებში შესაძლო ინფექციის სიმპტომები შეიძლება გამოუვლინდეს. თუ აღმოჩნდება, რომ კნუტს რაიმე დაავადება სჭირს, უფრო მარტივი იქნება დეზინფექცია ჩაატაროთ პატარა ოთახში და არა მთელ სახლში. ასევე, შეცდომად ითვლება ცხოველის სახლში მიყვანისთანავე დაბანა, თუ ქუჩიდან მოყვანილ კნუტი ლიქენით არის დაავადებული, წყალი დააჩქარებს დაავადების კანის სხვა უბნებზე გადატანის პროცესს და მის მდგომარეობას გაართულებს.პირველი ქმედებები
ახლა, როდესაც მთავარის შესახებ გაფრთხილებულები ხართ, შეგიძლიათ შემდეგი რეკომენდაციების შესრულებას მიყვეთ:-
- აუცილებელია კნუტი დაუყოვნებლივ ანახოთ ვეტერინარს. ის შეამოწმებს მის სქესს, დაადგენს სავარაუდო ასაკს, გაიგებს, ჩიპი ხომ არ აქვს. თუ კნუტი დაჩიპულია, სავარაუდოდ, მას პატრონები ეძებენ. თუ არაა ჩიპირებული, ექიმი სიცხეს გაუზომავს, აიღებს მასალას ლიქენზე შესამოწმებლად, შეაგროვებს ანაფხეკს ყურიდან, ექტოპარაზიტებზე ანალიზის გასაკეთებლად, ასევე, სასურველია თუ აუღებს სისხლის ანალიზსაც.
- რწყილებზე კნუტს, სულ პირველად ასევე სპეციალისტი დაამუშავებს, მას აქვს ძლიერმოქმედი საშუალებები, რომლებიც ცხოველს არ ავნებენ, დანარჩენ დამუშავებებს უკვე დამოუკიდებლად განახორციელებთ.
- რაც შეეხება ვაქცინაციას, პროცესის დაჩქარება სასურველი არაა, თუ მომენტი როდესაც კნუტი ქუჩიდან მოიყვანეთ, დაემთხვა დაავადების საინკუბაციო პერიოდს, აცრა დაავადების პროვოცირებას მოახდენს. ამაზე, კონსულტაცია ვეტექიმთან გაირეთ. ასევე, კონსულტაციისას, არ დაგავიწყდეთ იკითხოთ, თქვენს ახალ ცხოველს კვების რა სქემა მოუხდება.
- კლინიკაში ვიზიტის გარდა, აუცილებელია ზოომაღაზიაშიც შეიაროთ. ოჯახის ახალ წევრს დასჭირდება ტუალეტი, შემავსებელი და გადასატანი ჩანთა. კნუტს უნდა ჰქონდეს ბრჭყალების სალესი, ბეწვის დასავრცხნი ჯაგრისი და სპეციალური შამპუნი. რადგან არ იცით, სანამ იპოვიდით რას მიირთმევდა, უნდა აირჩიოთ მისი ასაკის შესაფერისი საკვები.
სახლში ცხოვრების წესები ოჯახის ახალი ბინადრისთვის
უკვე სახლში პატრონს დიდი სამუსაო ელოდება: ოჯახის ახალ წევრს უნდა დაეხმაროს ყველაზე მარტივ და მნიშვნელოვან რამეებს შეეჩვიოს, ასწავლოს ახალ სახლში ცხოვრება. მაგალითად, კნუტის ტუალეტს მიჩვევა პატრონისგან დიდ დაკვირვებულობასა და მოთმინებას მოითხოვს. ადაპტაციის შემდგომი ეტაპი – დასაძინებელ ადგილზე მიჩვევაა. სასურველია თუ კნუტს არ მისცემთ უფლებას ადამიანების საწოლში დაწვეს, ვინაიდან კნუტი გაიზრდება და ჩათვლის რომ ყველაფერის უფლება აქვს. უკეთესი იქნება, ცალკე დასაძინებელ ადგილს თუ მოუმზადებთ და მყუდრო, მშრალ, თბილ ადგილას დადგამთ. შესაძლოა ეს იყოს ამაღლებული ადგილი, გახსოვდეთ: ორპირი ამ ადგილას არ უნდა იყოს. თუმცა, სავსებით შესაძლებელია კნუტს პატრონის არჩევანი არ მოეწონოს და ჯიუტად სხვაგან ძილი გააგრძელოს – ამ შემთხვევაში, უმჯობესი იქნება, დასაძინებელ ადგილს იქ თუ მოუწყობთ.თუ კნუტი ქუჩიდან სახლში პირველად მოიყვანეთ, ზოგიერთი შესაძლო სირთულე შესაძლოა უსიამოვნო სიურპრიზად გექცეთ.
ამას რომ თავი აარიდოთ, ეცადეთ მცენარეები ერთი თაროთი ზემოთ დააწყოთ, სადაც კნუტი ვერ ახტება. კარგი იქნება, თუ წვრილ ნივთებს, ქიმიურ საშუალებებსა და ღია მართულებს კნუტისთვის მიუწვდომელ ადგილას დამალავთ. ნუ იდარდებთ, თუ პირველ ხანებში ოჯახის ახალი წევრი მოგერიდებათ. ეს ნორმალურია, ის ხომ ქუჩაში ცხოვრობდა და სახლში დიდ სტრესს განიცდის. თუ საიმედო ადგილას დაიმალა, ნუ ეცდებით მის იქიდან გამოყვანას, თავად გამოვა როდესაც დარწმუნდება, რომ უსაფრთხოდაა. შეგიძლიათ წყალი და საჭმელი იქვე დაუდოთ.
Leave your comment