კინოლოგის მიერ ძაღლების გაწვრთნა

კინოლოგის მიერ ძაღლების გაწვრთნა

ძაღლის აღზრდა და გაწვრთნა საკმაოდ რთული პროცესია და ყოველთვის პატრონი ვერ ახერხებს ამას, დამოუკიდებლად. ამიტომ, ზოგიერთ შემთხვევაში, სასარგებლო და ეფექტური იქნება სპეციალისტი-კინოლოგის დახმარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მებრძოლი ჯიშის ძაღლებს და რთული ხასიათის მქონე შინაურ ცხოველებს. როგორ ავირჩიოთ სწორი კინოლოგი? და როგორ წვრთნის ძაღლს კინოლოგი?
ბევრი პატრონი, რომელიც მიმართავს კინოლოგიის დარგის სპეციალისტს, მოელის, რომ ის გამოასწორებს ძაღლის ქცევას და შინაური ცხოველი მაშინვე გახდება მორჩილი. თუმცა, სინამდვილეში ეს ასე არ ხდება. კინოლოგის მიერ ძაღლების წვრთნა, პირველ რიგში, გულისხმობს ძაღლის პატრონთან აქტიურ მუშაობას. კომპეტენტური სპეციალისტი ასწავლის პატრონებს, როგორ გაუგონ ცხოველს, როგორ იპოვონ მიდგომა მასთან და როგორ ასწავლონ მორჩილება. ეს არის მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელშიც სპეციალისტი და მისი კვალიფიკაცია მთავარ როლს თამაშობს, ამიტომ თქვენ უნდა იცოდეთ როგორ აირჩიოთ კინოლოგი, რათა არ ინანოთ დახარჯულ ფულსა და დროზე. ყველაზე ხშირად, ძაღლების გაწვრთნის სპეციალისტებს ირჩევენ ინტერნეტში ან რეკომედაციით. მაგრამ უმჯობესია მიმართოთ თავშესაფრებს ან ჯიშის სელექციონერებს: მათ ექნებათ სანდო სპეციალისტების კონტაქტები. ასევე შეგიძლიათ, მიმართოთ ვეტერინარულ კლინიკას ან გაიაროთ კონსულტაცია ნაცნობებთან და მეგობრებთან. თუ ასეთმა ძიებამ შედეგი არ მოიტანა, შეგიძლიათ ინტერნეტში იპოვოთ სპეციალისტი.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება კინოლოგის არჩევისას:

  1. განათლება ⦁ ყურადღება მიაქციეთ იმ კურსებს, რომლებიც სპეციალისტმა გაიარა ვეტერინარული განათლებისთვის. რა თქმა უნდა, ეს არ იძლევა მის მაღალ კვალიფიკაციის გარანტიას, მაგრამ არჩევის დროს მაინც დაგეხმარებათ.
  2. მიმოხილვები ⦁ რეკომენდაციები და მიმოხილვები კინოლოგის მუშაობის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია, განსაკუთრებით თუ ის შეიცავს პატრონების და მათი შინაური ცხოველების ფოტოებს. კარგმა სპეციალისტმა შეიძლება ასევე მიგიწვიოთ თავის ერთ-ერთ გაკვეთილზე სხვა კლიენტებთან, რათა შეაფასოთ მისი მუშაობის მეთოდები.
  3. ⦁ კომუნიკაციის მანერა და მუშაობის სტილი ⦁ პირველივე გაკვეთილზე კინოლოგს შეუძლია გითხრათ თქვენი შინაური ცხოველის ბუნების შესახებ, აღზრდისა და გაწთვრნის რომელი მეთოდები იქნება შესაფერისი. ნუ შეგეშინდებათ კითხვების დასმის, თვალყური ადევნეთ რამდენად დეტალურად და ღიად გესაუბრებათ სამუშაოს შესახებ. პროფესიული ლექსიკის სიმრავლე და რთული ტერმინები, რომელთა ახსნასაც სპეციალისტი არ ცდილობს, ვერ ახასიათებს მას საუკეთესო კუთხით.
  4. ⦁ გაწრთვნის შედეგი ⦁ სპეციალისტთან პირველი კომუნიკაციის დროს მნიშვნელოვანია, მას მოუყვეთ თქვენი მოლოდინების შესახებ, რა შედეგის მიღება გსურთ გაკვეთილების დასრულების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს მომზადება გამოფენისთვის და სისწრაფის ტრენინგი და, მაგალითად, შინაური ცხოველის სხვადასხვა უნარის განვითარება.
პატრონთან ერთად კინოლოგი განსაზღვრავს გაკვეთილების ოპტიმალურ სიხშირეს და მათ ხანგრძლივობას. პატრონისგან მოითხოვება ყურადღება და რეგულარული დასწრება ტრენინგზე.

ტრენინგის სახეობები

⦁ სწავლება იწყება უკვე პირველივე გაკვეთილიდან, როდესაც სპეციალისტი ეცნობა ცხოველს, აანალიზებს მის ქცევას, ხასიათის თავისებურებებსა და პატრონთან ურთიერთობას.
  1. ⦁ ტრენინგის კლასიკური ვერსია – ინდივიდუალური გაკვეთილები. როგორც წესი, ვარჯიში ტარდება შინაურ ცხოველთან სეირნობისას და გრძელდება ნახევარი საათიდან საათნახევრამდე, შესვენებით.
  2. ⦁ კიდევ ერთი ვარიანტია ჯგუფური ვარჯიში სხვა ძაღლებთან ერთად. ამ ტიპის ვარჯიში კარგია შინაური ცხოველის მაღალი სოციალიზაციისთვის. გარდა ამისა, ძაღლი სწავლობს კონცენტრირებას და პატრონის მოსმენას, მიუხედავად ყურადღების მიმქცევი სხვა ფაქტორების დიდი რაოდენობისა.
  3. ⦁ დღეს სულ უფრო პოპულარული ხდება გაკვეთილების განსხვავებული ფორმატი – ძაღლების „საჭიროზე მეტხანს გაჩერება“ კინოლოგთან. ეს გულისხმობს შინაური ცხოველის კინოლოგთან ცხოვრებას, გარკვეული დროით. როგორც წესი, ეს პერიოდი დაახლოებით 1 თვე გრძელდება. ამ ტიპის ტრენინგი შესაფერისია იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც არ აქვთ დრო სპეციალისტთან ვარჯიშისთვის, თუმცა „საჭიროზე მეტხანს გაჩერებით“ ვარჯიშის შემთხვევაშიც, ტრენინგის ნაწილი მაინც პატრონის დასწრებით ტარდება. ასევე მოსახერხებელი ვარიანტია შვებულებისთვის ან ხანგრძლივი მივლინებისთვის, როცა შინაური ცხოველის წაყვანა არ შეგიძლიათ.
კინოლოგის მიერ ძაღლის გაწვრთნა საინტერესო და მომხიბლავი აქტივობაა, მთავარია კარგი სპეციალისტის არჩევა. როგორც წესი, უკვე მესამე სავარჯიშო სეანსზე, გამოცდილ კინოლოგთან, ძაღლს შეუძლია აჩვენოს პროგრესი ქცევაში და დამჯერობაში. თუ არ ხართ დარწმუნებული არჩეულ სპეციალისტში, გაკვეთილების შეწყვეტის ნუ მოგერიდებათ. ძაღლის ჯანმრთელობა, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობა – პატრონის პასუხისმგებლობაა.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!