კატის ყოლა შინაურ ფრინველებთან ერთად

კატის ყოლა შინაურ ფრინველებთან ერთად

მიიჩნევა, რომ კატა ძაღლთან ვერ თანაცხოვრობს, თუმცა, შინაური ცხოველების ბევრ პატრონს შეუძლია მარტივად უარყოს ეს მითი. ასევე არსებობს მოსაზრება, რომ კატა ვერ ეგუება შინაურ ფრინველებთან ერთად ცხოვრებას, როგორებიცაა თუთიყუშებ და კანარეიკა. მაგრამ ეს ბოლომდე სიმართლე არაა. მაშ, რა არის მათი მშვიდობიანი თანაცხოვრების საიდუმლო? მართლაც, ნაკლებად სავარაუდოა, რომ კატა და ფრინველი დამეგობრებიან: ნადირობის ინსტინქტები კატებში ამისთვის მეტად ძლიერია. მსოფლიოში ყველაზე ზარმაცი შინაური ცხოველიც კი შეიძლება მყისიერად გადაიქცეს საშიშ და სწრაფ მტაცებლად, თუ ფრინველს დაინახავს, რა მითუმეტეს, თუ ეს ფრინველი მასთან ერთად ცხოვრობს. სიფრთხილე უპირველეს ყოვლისა სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსალური გზა კატებისა და ფრინველების ერთ სახლში მშვიდობიანად შესანახად. ყველა ცხოველი ინდივიდუალურია და ამიტომ მათი აღზრდა სხვადასხვა გზით არის აუცილებელი. მთავარია იყოთ უკიდურესად ფრთხილად და ფხიზლად. პატარა ფუმფულა თუთიყუში კატისთვის ნადავლია. მათ ბრძოლაში მას პრაქტიკულად არანაირი შანსი არ აქვს. მცირე ნაკაწრებიც კი, რომლებიც ინფექციის განვითარების პროვოცირებას ახდენს, შეიძლება ფატალური აღმოჩნდეს. მაგრამ რაც შეეხება დიდ ფრინველებს, აქ საქმე პირიქითაა, ისინი საფრთხეს თავად კატ უქმნიან. ძლიერი ნისკარტით ნაკბენმა ან დარტყმამ შეიძლება სერიოზულად დააზიანოს იგი.
Რა უნდა ვქნა? ზოგიერთი ექსპერტი გვირჩევს არასოდეს იყოლიოთ ერთად კატა და ფრინველი, ან შეინახოთ ისინი სხვადასხვა ოთახებშში, რათა მათი გზები არ იკვეთებოდეს. ამავდროულად, ფრინველი არ უნდა იჯდეს გალიაში მთელი დღის განმავლობაში. საჭიროა მათი რეგულარულად გათავისუფლება. ასეთი სასიამოვნო ფრენები სასურველია ერთი ოთახის სივრცეში შემოიფარგლოს. თუ გადაწყვეტთ გააცნოთ ცხოველები ერთმანეთს, ძალიან ფრთხილად უნდა იყოთ: კარები ყოველთვის მჭიდროდ დახურეთ, განსაკუთრებით სახლიდან გასვლისას. სხვა ექსპერტები, პირიქით, დაჟინებით მოითხოვენ შინაური ცხოველების გაცნობას. მაგრამ ეს უნდა გაკეთდეს თანდათანობით.
როგორ გავაცნოთ ერთმანეთს კატა და ფრინველი? რეკომენდირებულია პირველი შეხვედრამოხდეს უსაფრთხო დისტანციის დაცვით: ფრინველი თავისუფლად არ უნდა დაფრინავდეს, ხოლო კატა მასთან ახლოს არ უნდა მიუშვათ. როგორც კი შეამჩნევთ, რომ კატა დაძაბულია, ჩიტი ნერვიულობს, ან ზოგადად ატმოსფერო დამძიმდა, შეწყვიტეთ შეხვედრა; თანდათან, შინაური ცხოველების ერთმანეთთან შეგუებისას შესაძლებელია მათი დაახლოება, შეხვედრების ნელ-ნელა გახანგრძლივებაც დასაშვებია; როდესაც კატა აღარ რეაგირებს გალიაში მყოფ ფრინველზე, ჩიტი შეიძლება გამოუშვათ. მაგრამ ძალიან ყურადრებით ინდა იყოთ, თუ ვერ აკონტროლებთ ფრინველს, მაშინ დაიჭირეთ კატა; მოვლენებს ნუ დააჩქარებ. თუ ცხოველებმა ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაკარგეს, ეს იმას ნიშნავს რომ ერთმანეთს შეეჩვივნენ. მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს: ნაკლებად სავარაუდოა, მათი შეხვედრები აბსოლუტურად უსაფრთხო იყოს. უცნობია, ზუსტად რომელ მომენტში გამოვლინდება კატაში ნადირობის ინსტინქტი და გამოვლინდება თუ არა იგი საერთოდ. მავდროულად, ფრინველები ნამდვილი მოძალადეები არიან. თუთიყუშები ხშირად აღიზიანებენ და პროვოცირებენ სხვა ცხოველებს. და კატის რეაქცია ასეთ ქცევაზე საკმაოდ მოსალოდნელია. საფრთხოების ზომები ასევე, აღსანიშნავია უსაფრთხოების ძირითადი ზომები, რომლებიც უნდა დაიცვან კატისა და ფრინველის პატრონმა: ფრინველის გალია უნდა იყოს მდგრადი, რთული საკეტით; გალიაში ფრინველს თავშესაფარი უნდა ჰქონდეს მოწყობილი, კატის დანახვისას ის ასე თავს უფრო დაცულად იგრძნობს; თუ უბედური შემთხვევა მოხდა, ნუ დააშინებთ კატას და გაკიცხავთ – ის მაინც ვერ გაიგებს, რატომ უყვირით, მით უმეტეს, რომ შინაური ცხოველი თავად არ არის დამნაშავე: ასეთი ქცევა თანდაყოლილია და ბუნებრივი; თუ ფრინველი დაკაწრულია, სასწრაფოდ მიმართეთ თქვენს ვეტერინარს, თავად ნუ მისცემთ წამლებს.
ბევრი შემთხვევაა ცნობილი, როდესაც ერთად მცხოვრები ფრინველი და კატა ნამდვილ მეგობრებად იქცნენ. ბევრი რამ არის დამოკიდებული კონკრეტულ შინაურ ცხოველებზე, მათ ხასიათზე და აღზრდაზე. პატრონის ამოცანა მათი თანაცხოვრება ორივესთვის კომფორტული და უსაფრთხო იყოს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!