კატის რომელი ჯიშები ითვლებიან ყველაზე ჭკვიანებად?

კატის რომელი ჯიშები ითვლებიან ყველაზე ჭკვიანებად?

თქვენი კატის ინტელექტის განსაზღვრა ძალიან რთულია. ეს ცხოველები ზედმეტად დამოუკიდებლები არიან: პატრონს ფეხსაცმელს არ მიუტანენ და არც ბრძანებებს შეასრულებენ ზედმეტად. ამიტომ არის რთული მიხვედრა, ესმის თუ არა კატას რას ეუბნებით. თუმცა, არსებობს ჯიშები, რომელთა ინტელექტიც მომშენებლებისა და მათი პატრონების შეფასებით, საშუალოზე მაღალია. მაშ, რომელი კატები არიან ყველაზე ჭკვიანები? მიიჩნევა რომ ყველაზე ჭკვიანი კატის ჯიშები ისინია, რომელთა არსებობაც ასწლეულებს ითვლის. მათზე აისახება ბუნებრივი გადარჩევა და ევოლუცია: იმისთვის რომ გადარჩნენ, არა მხოლოდ ძლიერები უნდა იყვნენ, არამედ ჰქონდეთ ჭკუა და მიხვედრილობა. არ შეიძლება აქ არ ვახსენოთ უჯიშო კატები, რომლებიც ხშირად სხვადასხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ნებისმერ არისტოკრატს არ ჩამოვარდებიან. მაგრამ თუ მაინც ჯიშიან ინტელექტუალზე ოცნებობთ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ჯიშებს:
სფინქსი ამ ჯიშის კატების მფლობელები ირწმუნებიან, რომ მათი ცხოველები იმდენად ჭკვიანები არიან, შეუძლიათ სხვადასხვა ტრიუკები შეასრულონ. სავსებით შესაძლებელია ეს სიმართლე იყოს, სფინქსები ხომ კონტაქტურობით გამოირჩევიან იოლად ეჩვევიან პატრონს და მზად არიან ყველანაირად გაახარონ ის. ამასთან, ეს კატები ადვილად ეჩვევიან ტუალეტს და ზუსტად იციან, რა ხასიათზეა მათი საყვარელი პატრონი.   ორიენტალური კატა გრაციოზული და საოცრად კომუნიკაბელური ორიენტალები – კიდევ ერთი პრეტენდენტები არიან „ყველაზე ჭკვიანი კატების“ წოდებაზე. ამ ჯიშის კატა გამოსცემს უამრავ ხმას, რომელთაგანაც ყოველ მათგანს თავისი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ, თუ ორიენტალური კატის ბედნიერი მფლობელი ხართ, დარწმუნებული იყავით: ის უბრალოდ არ კნავის, სავარაუდოდ, რაღაცის თქმა სურს.   სიამის კატა საკმაოდ ჭკვიანი კატების კიდევ ერთი ტიპი სიამო-ორიენტალური ჯგუფიდან სიამის კატაა. ითვლება, რომ სიამის კატებს რთული ხასიათი აქვთ: ისინი დამოუკიდებლები არიან, და შეუძლიათ საკუთარი პოზიციების დაცვა. ამასთან, ეს ცხოველები პატრონის ერთგულები არიან და ძალიან ეჭვიანებიც. თუ სიამის კატა თქვენს მიმართ სიმპათიით განიმსჭვალება, დარწმუნებული იყავით: ის თქვენს გამო ყველაფერს გააკეთებს და საკუთარი გრძნობების დემონსტრირებას ყველაზე ორიგინალური გზებით ეცდება.  
აბისინიური კატა აქტიური აბისინიელები არ დაიღლებიან პატრონის გაოცებით თავიანთი გონებითა და ცნობისმოყვარეობით. ისინი ნამდვილად გაარკვევენ, რა არის ყვავილის ქოთანში და როგორ უნდა აძვრნენ ყველაზე მაღალ კარადაზე. ცნობიმოყვარეობა აბისინიელებს სისხლში აქვთ, ისევე, როგორც პატრონის მოსმენა და დაჯერება. ეს კატა მფლობელის ხასიათს გრძნობს და სიამოვნებით გაიზიარებს მასთან მხიარულებასა და სევდას.
მეინ-კუნი მეინ-კუნის მედიდური გარეგნობა შეესაბამება კატის ხასიათს – მან საკუთარი თავის ფასი იცის. ჯიშის წარმომადგენლებს ძაღლების მსგავსად, პატრონის ზედმეტი სიტყვების გარეშე ესმით. ისინი არიან მშვიდები, მედიდურები, დამოუკიდებლები მთელი დღე არ ითამაშებენ და არ იმხიარულებენ, მაგრამ სიამოვნებით მოივლიან თავიანთ სამფლობელოს და ოჯახის წევრებსაც დააკვირდებიან. მეინ-კუნს შესანიშნავი მეხსიერება აქვს, თუ მას ერთხელ აწყენინებთ, სიკეთეს არ ელოდოთ: ის ცივად და ამპარტავნულად დაგიწყებთ მოპყრობას.   ბენგალური კატა საშინაო ლეოპარდი, ბენგალური კატა ღირსეული პრეტენდენტია ყველაზე ჭკვიანი კატის წოდებაზე. ისინი არიან ცნობისმოყვარეები, ყურადღებიანები და ძალიან ემოციურები. მაგრამ პოტენციალის რეალიზება რომ მოახდინონ, მუდამ ადამიანის გვერდით უნდა იყვნენ. მათთან აუცილებელია თამაში, საუბარი, მოკლედ, ყველანაირად უნდა გაართოთ.  
რთული სათქმელია, რომელი ჯიშის კატები არიან ყველაზე ჭკვიანები. ცხოველების გონებრივი შესაძლებლობები და პოტენციალი მათ წარმომავლობაზე არ არის დამოკიდებული, სამაგიეროდ, ყოველდღიური ვარჯიში მისი ყველა შესაძლებლობის აღმოჩენაში დაგეხმარებათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!