კატის მშობიარობა: ნიშნები და პროცესი

კატის მშობიარობა: ნიშნები და პროცესი

იმისათვის რომ კატის მშობიარობამ კარგად ჩაიაროს, პატრონმა დროულად უნდა შეამჩნიოს მშბიარობის მოახლოვება. პატრონი ასევე უნდა იყოს მზად დახმარება გაუწიოს კატას და ახალშობილ კნუტებს და უნდა იცოდეს, რა შემთხვევაში უნდა მიმართოს ვეტერინარს.

ბუდე კატის მშობიარობისთვის

მშობიარობამდე დაახლოებით ერთი კვირით ადრე მომავალი დედა იწყებს ბუდისთვის ადგილის არჩევას. ჯობია წინასწარ მოუწყოთ ის ყველაზე ხელსაყრელ ადგილას. ამისთვის შესაძლოა გამოიყენოთ მუყაოს ყუთი მასში ჩაფენილი რბილის ქსოვილით, კატის საწოლი ან მსგავსი რამე. მნიშველოვანია რომ ბუდე იყოს მშვიდ ადგილას, ცხელი რადიატორისა და ნიავისგან შორს.

მოახლოვებული მშობიარობის ნიშნები

ერთი-ორი დღით ადრე დედალ კატას შესაძლოა ჩაუდგეს რძე, რისი შემჩნევა ადვილია თუ ოდნავ დააწვებით ძუძუს თავს ძირიდან წვერისკენ. როგორც წესი, კატები ას საჭიროებენ ადამიანის დასწრებას მშობიარობის დროს, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, რომლისთვისაც პატრონი მზად უნდა იყოს

მშობიარობა

დასაწყის ეტაპზე საშვილოსნო იწყებს სუსტ შეკუმშვას, საშვილოსნოს ყელი კი ოდნავ იხსნება, თუმცა ეს სტადია როგორც წესი შეუმჩნევლად რჩება. შესაძლოა კატა გახდეს უფრო მოუსვენარი, დაკარგოს საჭმლისადმი ინტერესი, ასევე არ არის გამორიცხული ღებინება. მშობიარობის პირველი ეტაპი ( წინამორბედი) კატის შემთხვევაში უფრო ხანმოკლეა ვიდრე ძაღლის – როგორც წესი მიმდინარეობს რამოდენიმე საათი, თან ახლავს ბუდის ძიება, ვოკალიზაცია, წრეზე სიარული, პატრონის „გამოძახება“. მეორე ეტაპზე კნუტები გადაადგილდებიან საშვილოსნოში, შემდეგ კი საშვილოსნოდან გარეთ, ამ ეტაპზე საშვილოსნოს შეკუმშვები კარგად არის შესამჩნევი. მესამე ეტაპზე პლაცენტები გამოდის. კნუტები იბადებიან როგორც თავით წინ, ასევე უკანა პეხებით, რაც სრულიად ნორმალურია ორივე შემთხვევაში. მაგრამ თუ ძლიერი ჭინთვების დაწყებიდან გავიდა საათზე მეტი და კნუტები არ ჩანან, საჭიროა ექიმს დაუკავშირდეთ. ხშირ შემთხვევაში კნუტები იბადებიან 30-60 წუთში. შესაძლოა კნუტების დაბადებებს შორის პლაცენტის გამოსვლაც, რომელსაც დედალი კატა ჭამს ხოლმე. პატარების დაბადების შუალედებში კატა აჭმევს ახალშობილებს. დედა ღრღნის ამნიოტურ ტომარას, რომელშიც კნუტები იმყოფებიან მუცლად ყოფნის დროს, შემდეგ კი კნუტის გალოკვით სუნთქვის სტიმულაციას ახდენს, და საბოლოოდ ჭიპლარს კვნეტს. იმ შემთხვევაში თუ კატა ვერ ასწრება ყველა მანიპულაციის ჩატარებას, პატრონმა უნდა გაუწიოს დახმარება, მოაშოროს კნუტს თავიდან ამნიოტური ტომარა, შემდეგ კი რბილი ქსოვილით გაუწმინდოს ცხვირი და პირი, თან დარწმუნდეს რომ კნუტი სუნქავს ან ყვირის. შემდეგ უნდა მოაშოროს კნუტს პლაცენტის ნარჩენები და გადაჭრას ჭიპლარი მომჭერისა და სუფთა მაკრატლის მეშვეობით (მუცლიდან დაახლოებით 2 სანტიმეტრის მოშორებით). თუ კატა თვითონ არ ლოკავს კნუტებს, უნდა გაამშრალოთ ისინი პირსახოცით და დედას მიუყვანოთ. აუცილებლად დააკვირდით რომ კნუტების უკანა პეხებზე ჭიპლარი არ იყოს გადახვეული, ასევე დააკვიდით რომ დედამ დიდი ხნით არ დატოვოს კნუტები მარტო.

კატა მშობიარობის შემდეგ

განათავსეთ წყალი და საკვები ბუდესთან ახლოს, თუმცა შესაძლოა კატამ არ გაეკაროს საჭმელს და წყალსაც ერთ დღე-ღამეზე მეტ ხანს, რაც ნორმალურია. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სიმშვიდე. ვეტერინარის ჩარევა საჭროა შემდეგ შემთხვევებში:
  • ⦁ კატას არ აქვს მადა ერთ დღეზე მეტი;
  • ⦁ კატა არ იკარებს ერთს ან მეტ კნუტს;
  • ⦁ კატას აქვს აყროლებული ჩირქოვანი ან უხვი სისხლიანი გამონადენი;
  • ⦁ რომელიმე კნუტი ავად არის ან მოკვდა;
  • ⦁ კატა არის სუსტად, ფეხების ან თავის ტრემორი აღენიშნება, აქვს დიარეა ან ღებინება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!