კატის მომზადება გამოფენისთვის
როგორ მოვხვდეთ გამოფენაზე?
არსებობს უამრავი საგამოფენო სისტემა – FIFE, ICU, IFA, TICA, CFA და სხვ. უმარტივესი გზა იმის გადასაწყვეტად, თუ რომელ გამოფენაზე გაიყვანთ თქვენს ცხოველს, არის დაუკავშირდით მომშენებელს და გაარკვიოთ, არის თუ არა კატა რეგისტრირებული რომელიმე კლუბში. თუ არც ამის შესაძლებლობა გაქვთ და არც – სურვილი, არჩევანის გაკეთება თავად მოგიწევთ. როდესაც ეს პრობლემა მოგვარდება, შეგიძლიათ ან დაუკავშირდეთ ამ სისტემის ლიცენზირებულ კლუბს, ან მომავალი ღონისძიებების განრიგს ვებსაიტზე გაეცნოთ. თითქმის ნებისმიერ შემთხვევაში, გამოფენაზე დასარეგისტრირებლად დაგჭირდებათ ჯიშის ნუსხის ან მეტრიკის ასლები (კნუტის ასაკის მიხედვით), ასევე, პატრონის პასპორტის ასლი. ასევე სავალდებულოა კატა აცრილი იყოს დროულად და ასაკის შესაბამისად. უფრო მეტიც, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინა უნდა გაკეთდეს გამოფენამდე მინიმუმ ერთი თვით ადრე. სხვადასხვა ორგანიზატორები ზოგჯერ საკუთარ მოთხოვნებსაც აყენებენ ხოლმე, ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამის გარკვევა თქვენვე მოგიწევთ.
სოციალიზაცია
თუ პატრონები შინაური კატისგან მოსიყვარულე ხასიათს და უპრობლემობას ელიან, გამოფენაზე გასული ტიტულისთვის მებრძოლისთვის ეს საკმარისი არ არის. საგამოფენო ცხოველს უნდა შეეძლოს ადამიანების ნდობა და ადვილად მოერგოს უცნობ გარემოს. კნუტები, რომელთა რინგების გამარჯვებულებად აღზრდა გსურთ, უნდა მიაჩვიოთ სხვადასხვა გამღიზიანებელს, პატრონმა უნდა ასწავლოს შინაურ ცხოველს, რომ უცხო ადამიანების არ უნდა ეშინოდეს, რომ ისინი მისი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. საჭიროა კნუტთან ერთად სეირნობა, სტუმრად წაყვანა და, რა თქმა უნდა, გამოფენებზე სიარული. გამოფენებში მონაწილეობა უყალიბებს კნუტს სწორ ქცევას, როდესაც პატრონს ან სტიუარდს უჭირავს, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სხვადასხვა ჯიშის კატების ჩვენება სხვადასხვანირად ხდება და უმჯობესია წინასწარ გაარკვიოთ, როგორ უნდა აჩვენოთ თქვენი ცხოველი.
მოვლა
გამოფენისთვის მზადების ერთ-ერთი აუცილებელი ეტაპია გრუმინგი. გრუმინგი მოიცავს არა მხოლოდ ბეწვის მოვლას, არამედ ბრჭყალების დაჭრას, ყურების გაწმენდას და კბილების გამოხეხვას. გრუმინგის შემდეგ კატას უნდა ჰქონდეს აბრეშუმისებრი და უქერტლო ბეწვი, სუფთა ყურები, თვალები და კანი მათ გარშემო (ყავისფერი ლაქების გარეშე). გამოფენისთვის მზადება რამდენიმე დღით ადრე უნდა დაიწყოთ, რათა ბეწვი იყოს მაქსიმალურად კარგ მდგომარეობაში იყოს და შეესაბამებოდეს ჯიშის მახასიათებლებს. უფრო მეტიც, უმჯობესია ღონისძიების წინა დღეს გრძელბეწვიანი კატების დაბანა, მაგრამ მოკლებეწვიანი კატების, შემთხვევაში – პირიქით, ნუ აბანვებთ, როგორც წესი, ბანაობის შემდეგ მათი ბეწვი ზედმეტად რბილი და პლუშისებრი ხდება.
კოსმეტიკური საშუალებების გამოყენება აკრძალული არ არის, მაგრამ არ ღირს ბეწვის შეფერილობის შემცვლელი პრეპარატებით ზედმეტად გატაცება. თუ პრობლემა უკვე არსებობს მას ისე მაინც ვერ დამალავთ რომ გამოცდილემა მსაჯებმა ვერ შენიშნონ. პრობლემის შენიღბვის მცდელობის გამო, ცხოველმა შეიძლება ან ქულა დაკარგოს, ან დისკვალიფიკაცია მიიღოს.
Რა წავიღოთ გამოფენაზე?
იმისათვის, რომ შინაურმა ცხოველმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს, შეეცადეთ შინაურული ატმოსფერო შეუქმნათ. გამოფენისთვის საჭიროა გალია ან კარავი – ორგანიზატორები მზად არიან მოგცენ ის მაგრამ სხვა სუნებმა შეიძლება შეაშინოს ცხოველი, ამიტომ, თუ ეს შესაძლებელია, უმჯობესია შეიძინოთ პირადი “სივრცე“. წაიღეთ საწოლი, რომელსაც ცხოველი შეჩვეულია, წყალი და ჩვეულებრივი საკვები, ასევე ჯამები.
სათამაშოებიც გამოგადგებათ, გარდა ამისა, აუცილებლად უნდა გაიყოლოთ სავარცხლები, შინაური ცხოველების კოსმეტიკა, საფენები და ერთჯერადი ხელსახოცები. თუ კატა შეჩვეულია საბელს, მაშინ ის წაგადგებათ, რათა ცხოველი მუდამ ხელში არ ატაროთ და არც მისი გამოკეტვა მოგიწიოთ.
სასურველია პატრონმა დასაკეცი სკამიც გაიყოლოს, ყველა ვინც უკვე არაერთხელ ყოფილა გამოფენებზე, აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზატორები დასაჯდომ ადგილებს ამზადებენ, მაგრამ ისინი თითქმის ყოველთვის არასაკმარისია. რამდენიმე საათის ფეხზე გატარება კი ყველასთვის შესაძლებელი როდია.
Leave your comment