კატებისთვის კბილების გამოხეხვა შეიძლება?

კატებისთვის კბილების გამოხეხვა შეიძლება?

კატებისთვის კბილების გამოხეხვა შეიძლება? შეიძლება და აუცილებელიც კია! ჯანსაღი კბილები დაეხმარება ცხოველს ცხოვრების მაღალი ხარისხის შენარჩუნებაში მრავალის წლის განმავლობაში. კბილების რეგულარული მოვლა ხელს უშლის ისეთი დაავადებების გაჩენას, როგორებიცაა: გინგივიტი, პაროდონტიტი, კბილების ფესვების ანთება, რომელიც შესაძლოა, ყბის ძვლებზეც კი გავრცელდეს და გამოიწვიოს ცხვირისა და თვალების ანთება. როგორ და რითი გამოვუხეხოთ კბილები კატას? დროებითი კბილების მოცვლამდე, შეგიძლიათ სპეციალური საშუალებები არ გამოიყენოთ და მხოლოდ ჯაგრისი მოიშველიოთ. ამ პერიოდში უფრო მნიშვნელოვანია, ცხოველი ამ მანიპულაციას შეაჩვიოთ. კბილების მოცვლის შემდეგ, გამოიყენება ცხოველებისთვის განკუთვნილი სპეციალური პასტები და გელები.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!