კატების გრუმინგი
შეჭრის თავისებურებები
შეგიძლიათ კატის გაკრეჭვა თავად სცადოთ, მაგრამ მაინც ჯობს გამოცდილ გრუმერს ენდოთ. სპეციალისტი საერთო ენას ნებისმიერი ხასიათის მქონე ცხოველთან გამონახავს. ის გაკრეჭს კატას და ეცდება, ცხოველის დისკომფორტი მინიმუმამდე დაიყვანოს. მართალია, თავიდან კატა სპეციალისტს სიფრთხილით მიეპყრობა, მაგრამ როცა გრუმერი ხელში აიყვანს, თავს დაავარცხნინებს და გააკრეჭინებს.
ზოგიერთი პატრონი, რომელიც სასოწარკვეთილია, კატის გაკრეჭას ნარკოზის ქვეშ ითხოვს, მაგრამ ამის გაკეთება არ შეიძლება, რადგან ასეთი მედიკამენტები ძალიან საზიანოა შინაური ცხოველის ჯანმრთელობისთვის. უკეთესი იქნება თუ კარგ ოსტატს იპოვით. გახსოვდეთ, რომ ნამდვილ სპეციალისტს ვეტერინარული განათლება უნდა ჰქონდეს.
ვარცხნილობის სახეობები
გრუმერები სხვადასხვა ვარცხნილობებს გვთავაზობენ, ცხოველის გვერდებზე ნახატების შექმანასაც კი. ბევრი კატის პატრონი უპირატესობას “ლომის” ვარცხნილობას ანიჭებს: კატას ბეწვს მოკლედ უკრეჭენ მთელ ტანზე და თავსა და ფეხებს არ ეხებიან, ხოლო კუდზეც “ფუნჯს” უტოვებენ. საკრეჭი მანქანით გაკრეჭის შემდეგ “ფაფარს” მაკრატლით ფრთხილად აძლევენ შესაბამის ფორმას. თმის შეჭრის კიდევ ერთი პოპულარული სახეობაა “საზაფხულო”. ამ შემთხვევაში კატას ფაფარს არ უტოვებენ და კუდსაც უფრო მოკლედ კრეჭენ. კატას სპეციალური საკრეჭი მანქანით ჭრიან, რომელზეც სპეციალური პირია. შედეგად, უტოვებენ 2-3 მმ სიგრძის ბეწვს, იშვიათად – 5-9 მმ-ს. თმის მხოლოდ მაკრატლით შეჭრა უფრო ძვირია. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კატას კრეჭენ არა მხოლოდ სილამაზისთვის, არამედ იმისთვის, რომ თავი უფრო კომფორტულად იგრძნოს.
Leave your comment