კანადური სფინქსი

კანადური სფინქსი

მახასიათებლები   წარმოშობის ქვეყანა კანადა   ბეწვის ტიპი მელოტი   სიმაღლე 30-40 სმ   წონა 3-5 კგ   ასაკი 10-17 წელი   მოკლე ინფორმაციასფინქსები არიან კომუნიკაბელურები, კონტაქტურები და ცნობისმოყვარეები;ეს ჯიში ალერგიულ ადამიანებს შეეფერება;სფინქსის კანის სტრუქტურა ადამიანის კანს წააგავს, კატები ოფლს მთელ სხეულზე გამოყოფენ. ხასიათი შეუძლებელია სფინქსის ჯიშის კატების მიმართ გულგრილი დარჩეთ: ისინი ან უყვართ, ან არ ესმით. თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისინი ინტელექტის, ერთგულებისა და დამოუკიდებლობის მოდელს წარმოადგენენ. ამავდროულად, ამ ჯიშის კატას უყვარს პატრონი, პატივს სცემს და მისი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. სფინქსები ძალიან ჭკვიანები არიან და ადვილად იწვრთნებიან. მიიჩნევენ, რომ ეს კატები ადვილად სწავლობენ ბრძანებებს და პატრონის ნახევარი სიტყვიდან ესმით, მაგრამ საკუთარი ხასიათიც გააჩნიათ და სხვისი ახირების გამო ბრძანებებს არ შეასრულებენ. ეს კატები კეთილები და მოსიყვარულეები არიან, მშიშარები და ბრაზიანები არ არიან, თანასწორ დამოკიდებულებას ითხოვენ. სფინქსისთვის დაყვირება და ხმის აწევა არ შეიძლება. ის არამარტო ვერ გაიგებს რა გინდათ მისგან, არამედ შეიძლება ფსიქოლოგიური ტრავმაც მიიღოს. სფინქსები ოჯახში მცხოვრებ სხვა ცხოველებზე მშვიდად რეაგირებენ. იმის გამო, რომ მათ შიშის გრძნობა არ გააჩნიათ, ეს კატები ადვილად თანაცხოვრობენ დიდ ძაღლებთანაც კი. სფინქსების კიდევ ერთი გამორჩეული თვისება ბავშვებთან ურთიერთობის მანერაა. კატები მზად არიან ბავშვთან სათამაშოდ და სარბენად – ერთი სიტყვით, შესანიშნავად შეუძლიათ ძიძობა, არასდროს იკაწრება და არ იკბინება: სფინქსს აგრესიის გრძნობა არ გააჩნია. ფსიქიკურად არასტაბილური სფინქსები ჯიშის ნახევარსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში გასამრავლებელი ცხოველებისგან ამოიღეს. მოვლა სფინქსები დაბალი ტემპერატურისა და ორპირების მიმართ ძალიან მგრძნობიარეა. თუ ოთახის ტემპერატურა 20 გრადუსზე დაბალია, რეკომენდებულია კატას სვიტერში ან თბილი კოსტიუმი ჩააცვათ. ზამთარში ასევე შეგიძლიათ კატის სახლის დათბობაც. ბეწვის არქონამ კატების ოფლის გამოყოფაზე იმოქმედა. ცხოველის მთელ სხეულში განლაგებული ცხიმოვანი ჯირკვლები გამოყოფენ ოფლს, რომელიც თუ მტვერსა და ჭუჭყს შეერევა შესაძლოა, კანის დაავადებების განვითარების პროვოცირება მოახდინოს. ამიტომ რეკომენდირებულია კატის რეგულარულად დაბანა: 7-10 დღეში ერთხელ სპეციალური შამპუნით. ამის შემდეგ რომ არ შესცივდეს, კატა თბილ პირსახოცში უნდა გაახვიოთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!