კავკასიური ნაგაზი

კავკასიური ნაგაზი

მახასიათებლები   არმოშობის ქვეყანა სსრკ   ზომა დიდი (ძალიან დიდი)   სიმაღლე 66–75 სმ   წონა 45-75 კგ   ასაკი 9-11 წელი   მოკლე ინფორმაციაუშიშარი და თავდაჯერებული ძაღლი;ძლიერი ნებისყოფის მქონე ხასიათი, დომინირებისკენ მიდრეკილება;იდეალური დარაჯი.   ჯიშის ისტორია თავად ჯიშის დასახელება – კავკასიური ნაგაზი – ცხადყოფს, რომ მისი წარმოშობის ადგილი კავკასიაა. ზოგიერთი კინოლოგის აზრით, შუა აზიური ძაღლები იყვნენ კავკასიური ნაგაზის წინაპრები, სხვები თვლიან, რომ ტიბეტური დოგები. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდებია. ჯიშს უძველესი დროიდან აფასებდნენ მთიან სოფლებში. „კავკასიელები“ ​​არა მარტო მწყემსების, არამედ მცველების ფუნქციებსაც ასრულებდნენ. ისინი იცავდნენ ნახირებს მგლებისა და უცხო ადამიანებისგან, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ პატრონების საკუთრებას. ყველას „ჩვენიანებისა“ და „უცხოებად“ დაყოფის განსაკუთრებული ნიჭის გამო, ეს ძაღლები დღემდე საუკეთესო დარაჯებად და მცველებად ითვლებიან. კავკასიური მეცხვარე ძაღლების გამოსახულება ზოგიერთი ქართველი თავადის გერბსაც კი ამშვენებდა. მე-19 საუკუნის ბოლომდე ჯიშის სისუფთავე შენარჩუნებული იყო ხალხური სელექციის მეთოდების წყალობით. მე-20 საუკუნის დასაწყისში კავკასიური ნაგაზი პირველად იქნა წარმოდგენილი ნიურნბერგის გამოფენაზე, რის შემდეგაც მთელმა მსოფლიომ დაიწყო მათზე საუბარი და 1990 წელს ჯიში დარეგისტრირდა კინოლოგთა საერთაშორისო ასოციაციაში. დღესდღეობით ეს ძაღლები განსაკუთრებით პოპულარულია რუსეთის ფედერაციასა და დსთ-ს ქვეყნებში, თუმცა, შორეულ უცხო ქვეყნებშიც საკმაოდ ცნობილები არიან.   ხასიათი კავკასიური ნაგაზი ძლიერი ხასიათის მქონე ძლიერი ძაღლია. ინფორმაცია იმის შესახებ, თუ სად და რა ვითარებაში იყვნენ პირველად ნახსენები ამ ჯიშის ძაღლები, ერთმანეთისგან განსხვავდება და მტკიცებულების ბაზა არ გააჩნიათ. დანამდვილებით ცნობილია, რომ მათ მცველად და მწყემს ძაღლებად იყენებდნენ. ამ დრომდე კავკასიელები საუკეთესო დარაჯებად სამართლიანად ითვლებიან. ეს ძაღლები არა მხოლოდ ძლიერები, არამედ წარმოუდგენლად ჭკვიანებიც არიან. ისინი საკუთარ ტავში მკვეთრად ადგენენ საკუთარ და სხვის საზღვრებს, განსაზღვრავენ თავიანთი პასუხისმგებლობის ფარგლებს – ტერიტორიას და ადამიანებს, რომლებიც უნდა დაიცვან. ბევრი მცველი ძაღლისგან განსხვავებით, კავკასიური ნაგაზი დამოუკიდებლად აფასებს სიტუაციას და წყვეტს როგორ მოიქცეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში. უფრო მეტიც, ამ ჯიშის ძაღლები ადვილად განასხვავებენ რეალურად საფრთხის შემცველ და პროვოკაციულ სიტუაციებს, ასე რომ, მათი დაბნევა არც ისე მარტივია. კავკასიურ ნაგაზებს ძალიან რთული ხასიათი აქვთ. ისინი დამოუკიდებლები არიან, მიდრეკილნი არიან დომინირებისკენ. ვერაფერი აიძულებს ამ ძაღლს დაემორჩილოს პატრონს, რომელსაც მის თვალში სათანადო ავტორიტეტი არ გააჩნია. მეტიც, მისი დამორჩილება ფიზიკური ძალის, ყვირილის ან რაიმე სახის სასჯელის გამოყენებით შეუძლებელია. კავკასიელები ძალიან კარგად ერკვევიან ადამიანების ხასიათში და მათთვის რთული არ არის შინაგანი ძალის ბრაზისგან გარჩევა. მაგრამ თუ ძაღლმა უკვე აღიარა პატრონი, ის მისთვის ყველაზე ერთგული და სანდო მეგობარი იქნება. შესაძლოა ხშირად წააწყდეთ მოსაზრებას, რომ ამ ჯიშის ძაღლები უკიდურესად აგრესიულები არიან და სხვა ცხოველებთან და ბავშვებთან ვერ თანაცხოვრობენ. რა თქმა უნდა, კავკასიური ნაგაზი სერიოზული ცხოველია. მაგრამ სწორი წვრთნით, მისი აგრესია ყოველთვის მოტივირებულია და მიმართულია ტერიტორიის, პატრონის ან მისი ოჯახის წევრების დაცვაზე. აგრესიის არამოტივირებული და უკონტროლო ამორქფვევა ცხოველთან არასათანადო მოპყრობის, ასევე მისი არასწორი მოვლის შედეგია და ნამდვილად არ არის მისი თანდაყოლილი ინსტინქტების გამოვლინება. ბავშვებთან მიმართებაში ეს ძაღლები ძალიან ფრთხილად იქცევიან, ესმით ვისთან აქვთ საქმე. თუმცა მეპატრონეებმა უნდა იცოდნენ, რომ კავკასიელები ბავშვს არ ეთამაშებიან და არ მოუვლიან. ამიტომ უმჯობესია არ დატოვოთ ბავშვები ძაღლთან მოზრდილების სათანადო ყურადღების გარეშე. კავკასიური მეცხვარე ძაღლები ყოველთვის მზადყოფნაში არიან და მუდმივად აფასებენ სიტუაციას გარე საფრთხის არსებობაზე. ამიტომ, არ ესმით უცხო ადამიანების მხრიდან გამოვლენილი ფამილარობა და შეუძლიათ აგრძნობინონ „უხოს“, რა დისტანციაზე უნდა იყოს მისგან.

კავკასიური ნაგაზის აღწერაკავკასიელებს“ სხეულის ძლიერი აგებულება და კარგად განვითარებული კუნთები ახასიათებთ. ხვადების სიმაღლე 65 სმ-ს აღწევს, ძუების – 61 სმ-ს. ბეწვი უხეშია, მკვრივი ქვედა საფარით. ზოგიერთ ინდივიდს „ფაფარი“ აქვს კისერზე. კუდზე ბეწვი უფრო გრძელი და რბილია, ფუმფულა და მოცულობითი. შეფერილობა ნაცრისფერი, რუხ-ყავისფერი და მსგავსი, დაშვებულია მოწითურო და ღია ლაქები.   თავი მასიურია ფართო სახით, თანდათან წვრილდება ცხვირისკენ და ძლიერ ნიკაპში გადადის. ტუჩები ხორციანი, კარგად პიგმენტირებული, ყბასთან მჭიდორდ მიკრული. მუქი ნუშის ფორმის თვალები ერთმანეთისგან შორი-შორსაა განლაგებული. კავკასიური ნაგაზის სხეული დიდია, განიერი ზურგით და მკერდით, მოკლე წელით და დაჭიმული მუცლით. კუდი ნამგლისებურია. კიდურები კუნთოვანი და სწორი აქვს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!