თურქული ანგორა

თურქული ანგორა

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა თურქეთი

ბეწვის ტიპი გრძელბეწვიანი   სიმაღლე 25–35 სმ   წონა 2,5-5 კგ   ასაკი 12-15 წელი

მოკლე ინფორმაციაძალიან მოსიყვარულე;უყვარს ყურადღება და ურთიერთობა;მოხდენილი და ელეგანტური.

ხასიათი ამ ჯიშის კატები ძალიან ცნობისმოყვარეები და აქტიურები არიან. მუდმივად მოძრაობაში არიან. მაგრამ ამავდროულად, ისინი უაზროდ არ აქტიურობენ, სახლში უმიზნოდ არ დარბიან და არც ავეჯზე ხტებიან, ანგორები მოხდენილად მოძრაობენ, თითქოს ცეკვავენ. ამ ელეგანტური ცხოველების ყურება ნამდვილი სიამოვნებაა. თურქული ანგორა მონოგამია. ისინი ერთ ადამიანს ეჯაჭვებიან და მასთან სიხარულით ურთიერთობენ. უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ კატებს უყვართ ურთიერთობა, თუმცა მათ ხმაურიანობის დონით, ძნელად თუ შევადარებთ სიამის კატებს, რომლებიც ამ საკითხში ცალსახა ლიდერები არიან. როგორც დამოუკიდებელ კატებს შეეფერებათ, ანგორებს არ უყვართ კალთაში ჯდომა. ისინი ალერსის საკუთარი ულუფის მისაღებად მხოლოდ მაშინ მოდიან, როდესაც ეს თავად სჭირდებათ. ამ შემთხვევაში, სიამოვნებით მოგცემენ მოფერების უფლებას, გამონაკლისის სახით, შეიძლება კალტაშიც ჩაგისხდნენ, შემდეგ კი, საკუთარი საქმეების კეთა გააგრძელონ. საერთოდ, თურქული ანგორები პატრონთან ერთად პირისპირ თავს ბევრად უფრო კომფორტულად გრძნობენ. ამიტომ ისინი მარტოხელა ადამიანების შესანიშნავ კომპანიონებად ითვლებიან. ამ ჯიშის კატებს ძალიან უყვართ თამაში. თუ სახლის შესწავლით არ არიან დაკავებულნი, მაშინ ისინი ალბათ რაღაც სათამაშოს დასდევენ. ანგორას თამაშის ნებისმიერი შესაძლებლობა ახარებს, განსაკუთრებით, თუ ამაში პატრონიც მონაწილეობს. თუ პატრონი სათამაშოს დაუმალავს ან ძნელად მისადგომ ადგილას დადებს, მაშინ კატა საოცარ მოხერხებულობას გამოავლენს, მის მოსაპოვებლად. სანამ სათამაშოს არ მოიპოვებს, არაფრით დამშვიდდება. თურქული ანგორები მარტოობას ვერ იტანენ. ხოლო, თუ პატრონმა წინასწარ იცის, რომ იძულებული იქნება კატა დიდხანს დატოვოს მარტო, უნდა იფიქროს მეორე კატის შეძენაზე, რომელიც ისეთივე აქტიური იქნება და თურქულ ანგორას მისთვის ასე ძალიან აუცილებელი ურთიერთობით უზრუნველყოფს. ამ ჯიშის კატების ბევრ პატრონს აკვირვებთ ამ ჯიშის წყლისადმი სიყვარული, ბანაობა ძალიან უყვართ. შესანიშნავი მოცურავეები არიან და წყლის აბსოლუტურად არ ეშინიათ. მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ეს საერთო თვისებაა თურქული ანგორას უმეტესობისთვის, არსებობს გამონაკლისებიც.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!