ვიტამინები კატებისთვის

ვიტამინები კატებისთვის

დღესდღეობით, ბაზარზე არსებობს კატებისთვის განკუთვნილი მრავალი ვიტამინი და საკვები დანამატი, რომლებიც რეკომენდირებულია საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად, ბეწვის ბზინვარებისთვის და ა.შ. უფრო მეტიც, შინაური ცხოველების ბევრი პატრონიპერიოდულად ან მუდმივად თავად იღებს კომპლექსურ ვიტამინებს. ბუნებრივია, ჩნდება კითხვა: სჭირდებათ თუ არა კატებს ვიტამინები ან საკვები დანამატები? თუ კი, როგორ ავირჩიოთ ისინი სწორად?

როდის არის ვიტამინები აუცილებელი? ვიტამინები, მაკრო და მიკროელემენტები საკვებთან ერთად ხვდება ცხოველებისა და ადამიანების ორგანიზმში. შესაბამისად, საკვების შემადგენლობაზეა დამოკიდებული, იღებს თუ არა კატა საჭირო რაოდენობის ვიტამინებსა და მინერალებს. კარგი მწარმოებლის მაღალი ხარისხის მზა რაციონი შეიცავს აუცილებელ ვიტამინებს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. უფრო მეტიც, სხვადასხვა ასაკისა და ჯიშის ჯანსაღი ცხოველების საკვებში განსხვავებული იქნება მიკრო და მაკრო ელემენტების, ვიტამინებისა და საკვები ნივთიერებების შემცველობა. ამიტომ არის საკვები კნუტებისთვის, ორსული კატებისთვის, ახალგაზრდა და მოხუცებული ცხოველებისთვის, სტერილიზებური შინაური ცხოველებისთვის და კატებისთვის, რომლებიც ხშირად დადიან ქუჩაში. იგივე პრინციპების დაცვით მზადდება სამკურნალო საკვებიც. ასე, მაგალითად, თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს, ძალზე მნიშვნელოვანია საკვებში ნატრიუმის და ფოსფორის შემცველობის კონტროლი და შეზღუდვა. ამრიგად, ჯანსაღ კატებსა და კატებს, რომლებიც იკვებებიან მაღალი ხარისხის მზა რაციონით არ სჭირდებათ დამატებითი ვიტამინები. ვიტამინების ზედმეტი დოზა, კარგი არაა. დაავადებულ ცხოველებს, რომლებიც იკვებებიან მზა სამკურნალო საკვებით (ვეტერინარის დანიშნულებით) არ სჭირდებათ ვიტამინის დანამატები, უფრო მეტიც, ისინი გარკვეულ პირობებში შეიძლება საზიანოც კი იყვნენ. ასეთ სიტუაციაში დამატებითი ვიტამინები საჭიროა? დიახ, რადგან ქრონიკული დაავადებების მქონე ცხოველებმა შეიძლება განიცადონ გარკვეული მიკრო და მაკროელემენტების დეფიციტი ან საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან საკვები ნივთიერებების არასაკმარისი შეწოვა ხდებოდეს. მაგრამ ამ შემთხვევაში, უკვე საუბარია ვეტექიმის მიერ დანიშნულ ინექციებზე, რომლებსაც ექიმი გამოკვლევის შემდეგ დაუნიშნავს ცხოველს.
კატის არასწორი კვება
თუ კატა იკვებება სახლში მომზადებული საკვებით ან უბრალოდ საკვებით ადამიანის სუფრიდან, ამ საკვებში ნუტრიენტებისა და ვიტამინების შემცველობის დადგენა შეუძლებელია. კვლევებმა აჩვენა, რომ სახლში მომზადებული კატის საკვებიც კი (და არა მხოლოდ ხორცი ან თევზი) თითქმის ყოველთვის არაბალანსირებულია. ბუნებრივია, რომ ასეთ სიტუაციაში კატას ვიტამინები უნდა დაემატოს, თუმცა, რადგან საკვების საწყისი შემადგენლობა უცნობია, ყოველთვის არის შანსი, რომ ზოგიერთი ელემენტი იყოს საჭიროზე მეტი და რამდენჯერმე გადააჭარბოს ნორმას, რაც სასარგებლო არ არის. სწორი გადაწყვეტილების მისაღებად, უნდა გაიაროთ კონსულტაცია ვეტერინართან და, შესაძლოა, ცხოველს ჩაუტაროთ პრევენციული გამოკვლევა, რათა გაარკვიოთ არის თუ არა გადახრები ანალიზებში და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად. ზოგიერთი დაავადება მოითხოვს დამატებითი ვიტამინების ან საკვები დანამატების დანიშვნას (მაგალითად, ვირუსული ინფექციების, კანის დაავადებების, სახსრების პრობლემების სამკურნალოდ), მაგრამ ამ სიტუაციაში ვიტამინის პრეპარატები უნდა დანიშნოს ვეტერინარმა.
შეჯამება რაც შეეხება ვიტამინებს, გადაჭარბება კარგი არაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კატას თანმდევი დაავადებები აქვს. ვიტამინის პრეპარატები განსხვავდება შემადგენლობით და ხარისხით, გარდა ამისა, ცხოველებისათვის კარგი ვიტამინები ძვირია. არ აურიოთ ვიტამინები სამკურნალო სასუსნავებში, რომლებიც ხშირად შენიღბულია როგორც ვიტამინის დანამატები. კატის ზოგიერთი სასუსნავი რეკლამირებულია, როგორც ვიტამინის დანამატები, თუმცა ეს ასე არ არის და სინამდვილეში ისინი ძალიან კალორიულა და შესაძლოა ცხოველს სიმსუქნის პრობლემა შეექმნას. ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია ვეტექიმთან, სანამ ცხოველს მსგავს დანამატებს ან ვიტამინებს მისცემთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!