სამწუხაროდ, ცხოვრებაში ხშირია შემთხვევები, როცა პატრონებს უწევთ პირველადი დახმარების გაწევა ოთხფეხა მეგობრისთვის, მაგალითად, თუ იჩხუბა, თათი გაიჭრა, მოიწამლა ან გველს შეხვდა. ამისთვის მზად უნდა იყოთ როგორც თეორიულად – იცოდეთ სიმპტომები, საჭირო მედიკამენტები და ხელსაწყოები, ისე პრაქტიკულად – ეს ყველაფერი თან გქონდეთ, პირველადი სამედიცინო დახმარების ნაკრებში.
არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ პირველადი დახმარების ნაკრები განკუთვნილია მხოლოდ სასწრაფო დახმარებისთვის. უმეტეს შემთხვევაში, პირველადი დახმარების გაწევისას აუცილებელია ვეტერინარის კონსულტაცია.
რა უნდა იყოს პირველადი დახმარების ნაკრებში?
⦁ ფანარი ელემენტებზე
ფანარი დაგეხმარებათ უკეთ დაათვალიეროთ თქვენი ძაღლი, ასევე შეამოწმოთ გუგის რეაქცია გულის წასვლისას.
⦁ მაკრატელი ვიწრო პირებით
მათი დახმარებით შეგიძლიათ ნაზად შეაჭრათ თმა თითებს შორის ან ჭრილობის გარშემო.
⦁ ანტისეპტიკური ხსნარი
ამ მიზნებისათვის ქლორჰექსიდინი საუკეთესო საშუალებაა. წყალბადის ზეჟანგისაგან განსხვავებით, ის არ აღიზიანებს კანს, ამიტომ ძაღლი ნაკლებად ინერვიულებს.
⦁ ფიზიოლოგიური ხსნარი სტერილურ შეფუთვაში
ფიზიოლოგიური ხსნარი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭრილობების, თვალების ან პირის ღრუს გამოსარეცხად.
⦁ რეზინის ჟგუტი
მისი საშუალებით შეიძლება შეაჩეროთ სისხლდენა ღრმა ჭრილობებიდან. დაიმახსოვრეთ: თუ არ იცით სწორად როგორ დაადოთ ჟგუტი, უმჯობესია ეს არ გააკეთოთ თქვენით, რათა კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოთ შინაურ ცხოველს.
⦁ ანტიბიოტიკი მალამოს სახით
მაგალითად, ლევომეკოლი.
7.⦁ სპეციალური საყელო
მას უკეთებენ კისერზე ისე, რომ შინაურმა ცხოველმა არ შეძლოს სხეულზე არსებული ჭრილობის ალოკვა ან თავზე ჭრილობის მოფხანა.
8.⦁ ნიშადურის სპირტი
ის დაგეხმარებათ შინაური ცხოველის გონზე მოყვანაში, გულის წასვლის შემთხვევაში.
9.⦁ ანტიჰისტამინური (ანტიალერგიული) პრეპარატი
სუპრასტინი საუკეთესოა ინექციისთვის.
10.⦁ სახვევები
ბინტი, სტერილური მარლა, ქაღალდის პლასტირი, ლატექსის ხელთათმანები (რათა ჭრილობაში ინფექცია არ შეიჭრას).
11.⦁ სათბურა და გამაგრილებელი გელი
ძაღლის კოსმეტიკური ჩანთა
პირველადი დახმარების ნაკრების გარდა, ხელთ უნდა იყოს მოვლის საშუალებებიც.
შამპუნი, კონდიციონერი, თათების დამცავი მალამო (რომელიც იცავს მათ სიცივისგან და რეაგენტებისაგან), ჯაგრისი, სავარცხელი, პირსახოცები და, საჭიროების შემთხვევაში, თმის საშრობი – ეს არის მინიმუმი, რაც უნდა იყოს.
დანარჩენი საშუალებები ირჩევა შინაური ცხოველის ჯიშისა და ბეწვის გათვალისწინებით:
⦁ გრძელბეწვიანი ძაღლების მოვლისთვის საჭიროა სპრეი, ადვილად დავარცხნისთვის;
⦁ უხეშბეწვიანი ძაღლები საჭიროებენ ტრიმინგს. ამ პროცედურისთვის გჭირდებათ სპეციალური ხელსაწყო – ტრიმინგის დანა, მაგრამ აუცილებელია მისი გამოყენების ცოდნა;
⦁ აგრეთვე არსებობს უფრო მარტივი ხელსაწყო – ფურმინატორი. ის ეხმარება ბეწვის ცვენის პერიოდში. მისი საშუალებით ვაშორებთ ბეწვის მკვდარ ქვედა ფენას, მაგრამ არ შეიძლება ამ ხელსაწყოს გამოყენება გრძელბეწვიან ძაღლებზე.
Leave your comment