ვაიმარანერი

ვაიმარანერი

მახასიათებლები

არმოშობის ქვეყანა გერმანია

ზომა დიდი   სიმაღლე 57–70 სმ   წონა 25-40 კგ   ასაკი დაახლოებით 12 წლამდე   მოკლე ინფორმაცია   • კეთილშობილი და ჭკვიანი ძაღლი;ძლიერად ეჯაჭვება პატრონს;შეიძლება იყოს თავნება და რთულ ხასიათს ავლენდეს

ხასიათი ვაიმარანერი არის გერმანული ძაღლის ჯიში; ამ ძაღლების წარმოშობის ადგილია ქალაქი ვაიმარი, რაც ასახულია ჯიშის დასახელებაში. სწორედ აქ გამოიყვანეს ეს ძაღლები მე-19 საუკუნეში. სხვათა შორის, თავად ადგილობრივები მას “ვერცხლის აჩრდილსაც” უწოდებენ ვერცხლისფერ-ნაცრისფერი ბეწვის სილამაზისა და ქარვისფერი თვალების გამჭოლი მზერის გამო. ზუსტად არ არის ცნობილი, ვინ არის მისი წინაპარი. თუმცა, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ვეიმარანერი წარმოიშვა ევროპელი მონადირე ძაღლებისგან, რომლებიც შუა საუკუნეებში ეხმარებოდნენ ადამიანებს გარეული ღორის, ირმის, დათვების და სხვა დიდი ცხოველების მონადირებაში. ვეიმარანერი ასევე ეკუთვნის მონადირე ძაღლების ჯიშების ჯგუფს და ამ საკითხში თავისი ფიზიკური და ინტელექტუალური თვისებებით არის სახელგანთქმული. ვაიმარანერს რთული ხასიათი აქვს. ის ძალიან ეჯაჭვება პატრონს და ოჯახს, მათ ყველგან გაჰყვება. ვაიმარანერს სჭირდება ყურადღება და სიყვარულ. თუ ძაღლს რაიმე მიზეზით საკმარის დროს ვერ დაუთმობთ, ხასიათი იწყებს გაუფუჭდება: შინაური ცხოველი ჩაკეტილი, გაღიზიანებული და თავნება გახდება. ვაიმარამერი საკმაოდ მგრძნობიარეა. წვრთნისას არ უნდა უყვიროთ და მკაცრადაც ნუ დაელაპარაკაბით – ასეთი საქციელი მას თქვენთან დააშორებს. ჯიშის წარმომადგენლებს უყვართ ვარჯიში, ცნობისმოყვარეები არიან და ყოველთვის სიამოვნებით ისწავლიან ახალ ბრძანებებს. ამ ჯიშს ძალიან აფასებენ დარაჯისა და დამცველობითი თვისებების გამო. როგორც კომპანიონი, ძაღლი შესანიშნავად გაართმევს თავს დარაჯის როლს. უცნობებს არ ენდობა და ყოველთვის ხმამაღლა ატყობინებს პატრონს სტუმრების მოსვლის შესახებ. მიუხედავად თავხედური ბუნებისა, ვეიმარანერი არ არის აგრესიული და უმიზეზოდ არ გაბრაზდება. ის ბავშვებს თბილად და გაგებით ეპყრობა, ყოველგვარ ოინს მოუთმენს. ის სიამოვნებით ეთამაშება და იმხიარულებს პატარებთან ერთად ამ ჯიშის წარმომადგენლები კარგად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან, თუმცა კონტაქტ ყოველთვის ვერ დაამყარებს კურდღლებთან, მღრღნელებთან და ფრინველებთან: ამ ძაღლის მონადირული ინსტინქტი ძალიან ძლიერია. შენახვის პირობები ვაიმარანერი მონადირე ძაღლებს მიეკუთვნება. ეს ნიშნავს, რომ სრულფასოვანი ცხოვრებისთვის მას სჭირდება მრავალსაათიანი გასეირნება, მათ შორის ინტენსიური სირბილი დიდ დისტანციებზე. ძაღლს შეუძლია იცხოვროს ქალაქის ბინაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პატრონს მისი ფიზიკური აქტივობით უზრუნველყოფა შეუძლია. ჭეშმარიტად ბედნიერი ვაიმარანერი კერძო სახლში იქნება. მაგრამ დაბმული ან ვოლიერში ვერ იცხოვრებს, რადგან საკუთარი სივრცე ესაჭიროება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!