გრძელბეწვიანი კოლი

გრძელბეწვიანი კოლი

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი

ზომა დიდი   სიმაღლე 46-დან 60 სმ-მდე   წონა 22-დან 35 კგ-მდე   ასაკი 12-14 წელი   მოკლე ინფორმაციაCollie ბეწვი საჭიროებს ყოველდღიურ ვარცხნას სპეციალური ჯაგრისით. მტვრის მოსაშორებლად შეგიძლიათ მტვერსასრუტიც გამოიყენოთ, მაგრამ დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ ძაღლი მას ლეკვობიდან არის მიჩვეული;გრძელბეწვიანი კოლი გამოყვანილია 500 წელზე მეტი ხნის წინ. ის თავდაპირველად მწყემსი ძაღლი იყო, დღეს კი კომპანიონ ძაღლად ითვლება. ძალიან კარგად უგებს ბავშვებს;ზოგადად, ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ძლიერებად ითვლებიან. თუმცა, პატრონები ყურადღებიანი უნდა იყვნენ შინაური ცხოველების სმენასთან და მხედველობასთან: მათთვის დამახასიათებელია დაავადებებია – სიყრუე და თვალის ბადურის ატროფია.

ხასიათი მიუხედავად იმისა, რომ გრძელბეწვიან კოლის ხშირად როგორც შოტლანდიურ კოლის მოიხსენიებენ, ისტორიკოსებმა ვერ შეძლეს დაზუსტებით გაერკვიათ, თუ სად გამოიყვანეს ამ ჯიშის ლეკვები შოტლანდიაში. ცნობილია, რომ დედოფალმა ვიქტორიამ დიდი როლი ითამაშა კოლის პოპულარობის ზრდაში, შოტლანდიაში ვიზიტის შემდეგ სახლში რამდენიმე ლეკვთან ერთად დაბრუნდა. ინგლისში კოლი მისი გამორჩეული გონებრივი შესაძლებლობების გამო სწრაფად გავრცელდა.

ამ თვისების წყალობით, კოლი არაერთხელ გახდა ფილმის გმირი (მაგალითად, “ლესი”), ასევე მონაწილეობა მიუღია საომარ მოქმედებებში, როგორც ნაღმების მაძებარს და დივერსანტს. ეს ქარიზმატული ჯიში ძაღლისა და ადამიანის მეგობრობის ნამდვილ სიმბოლოდ იქცა. კოლი საკმაოდ მოძრავია, ამიტომ უზრუნველყოფილი უნდა იყოს ოპტიმალური ფიზიკური დატვირთვისთ. ამავე დროს, ის არაა ჰიპერაქტიური და სახლს არ აგირევთ. ეს ძაღლები ცნობისმოყვარეები არიან და გახდებიან შესანიშნავი თანამგზავრები ბუნებაში მოგზაურობისას, სირბილის ან ველოსიპედით სიარულის დროს. კოლის უყვარს წყალი და სიამოვნებთ ცურავს. ისინი მომთმენები და ბავშვებს შესანიშნავად უგებენ. უფრო მეტიც, ძაღლი ბავშვისთვის გახდება არა მხოლოდ თანამოაზრე, არამედ საიმედო მცველიც. ძაღლები უფრთხიან უცნობებს, მაგრამ აგრესიას არ იჩენენ. ნებისმიერი მწყემსი ძაღლის მსგავსად, ისინი პატრონის ტერიტორიის კარგ გუშაგად იქცევიან. ისინი კარგად თანაცხოვორობენ კატებთან და სხვა ცხოველებთან.

შენახვის პირობები გრძელბეწვიანი კოლი ერთნაირად კარგად ადაპტირდება კერძო სახლშიც და ბინაშიც. ერთადერთი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სირთულეები, არის ძლიერი სეზონური ბეწვის ცვენა. თუმცა, მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ გრძელბეწვიანი კოლი პატრონს ძალიან ეჯაჭვება. ის არ არი მიდრეკილი სახლიდან გაქცევისკენ და მარტო დატოვების შემთხვევაში ძალიან დარდობს. ეს კომუნიკაბელური და კონტაქტური ძარლი ჯაჭვით არავითარ შემთხვევაში არ უნდა დააბათ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!