გერმანული იაგტერიერი
გერმანული იაგტერიერი არის ჯიში, რომელიც გამოიყენება როგორც მონადირე ძაღლი. გამოირჩევა გამძლეობით, გამბედაობით, ენერგიით.
• წარმოშობის ქვეყანა: გერმანია • ზომა: საშუალო • სიმაღლე: 30-40 სმ • წონა: 7,5-10 კგ • ასაკი: 12-15 წელი
პლუსები • შესანიშნავი მონადირული ინსტინქტი; • მოჭარბებულად გამოვლენილი შრომისუნარიანობა და შრომისმოყვარეობა; • უშიშრობა და გამბედაობა; • შედარებით კარგი ჯანმრთელობა; • საშუალო ზომა; • მისი ბეწვი განსაკუთრებულ მოვლას არ საჭიროებს. მინუსები • ესაჭიროება რეგულარულად წვრთნა და ადრეული სოციალიზაცია; • სხვა შინაურ ცხოველებთან თანაცხოვრებას დიდად ვერ ეგუება; • ქუჩაში ყოფნისას, თვალყურის დევნება სჭირდებათ – მათ შეუძლიათ ნებისმიერ ცოცხალ არსებას დაედევნონ.
ჯიშის აღწერა გერმანული იაგტერიერი არის ძაღლი, რომელიც გამოყვანილია სპეციალურად, მომატებული ფიზიკური აქტიურობისთვის. ამ ცხოველებს სხეულის საკმაოდ ჰარმონიული აგებულება აქვთ. ზომა კი, საშუალო. იაგტერიერის ბეწვი ყოველთვის უხეშია. ეს შეიძლება იყოს გლუვი ან მყარი. მდგრადია ნესტის მიმართ, კანი მკვრივია, მასზე ნაკეცების ქონა – დაუშვებელია.
გერმანული იაგტერიერის ხასიათი ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ახსოვდეს იაგტერიერის პატრონს, არის ის, რომ ის, პირველ რიგში, მონადირეა. მისი სახლში მოყვანა, საყვარელი ძაღლის რანგში, რომელიც დივანზე ინებივრებს არ გამოგივათ. ეს ძაღლები მუდმივად მიჰყვებიან თავიანთ ძირითად ინსტინქტებს. ისინი გამოყვანილნი არიან აქტიური ფიზიკური სამუშაოსთვის, შრომისმოყვარეობა სისხლში აქვთ. იაგტერიერები ხშირად ავლენენ სიჯიუტეს და თავნებობას, ამიტომ მათთან სიმკაცრის გამოჩენა აუცილებელია. მათ სჭირდებათ მტკიცე ხელის მქონე პატრონი, რომელიც რეგულარულად გაწვრთნის და ავარჯიშებს. იაგდტერიერებს შეუძლიათ პატარა ცხოველებს აედვნონ. მათი დასახლება კატასთან ერთსა და იმავე სახლში კარგი იდეა არ არის. თუ მაინც გადაწყვეტთ, მაშინ იმისთვის, რომ მათი თანაცხოვრება შედარებით მშვიდობიანი იყოს, სასურველია, ეტაპობრივად მიეჩვიოთ ერთმანეთს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ძაღლი დაედევნება კატას, რადგან მას ნადავლად აღიქვამს. ზოგიერთ შემთხვევაში, ქუჩის სათამაშო მოედანზე, შინაური ცხოველი შეიძლება კონფლიქტში შვიდეს სხვა ძაღლებთან. მითუმეტეს, თუ ისინი პროვოცირებას დაუწყებენ. იაგტერიერები მამაცები და თამამები არიან. უფრო მეტიც, ისინი თავს დაესხმებიან პატარა ძაღლებსაც და დიდებსაც. შიშის გრძნობა ძალიან იშვიათად უჩნდებათ. მათ სხვა შინაურ ცხოველებზე მშვიდად რეაგირება უნდა ასწავლონ. მათი სოციალიზაცია ადრეული ასაკიდან უნდა დაიწყოს. ეს ძაღლები ძალიან ძლიერად ეჯაჭვებიან პატრონს. მისი ერთგულნი არიან და პატივისცემით ეპყრობიან. გამოირჩევიან მხიარული და აქტიური ხასიათით. ასაკში შესული იაგდერიერებიც კი ენერგიულებად რჩებიან. უყვართ სირბილი და ხტუნვა. ადვილად უძლებენ ხანგრძლივ ფიზიკურ დატვირთვას. იაგტერიერი სიამოვნებით ითამაშებს თამაშებს, როლებიც დაკავშირებულია დამალვასთან, სირბილთან, მოსწონს წინაღობებზე გადახტომაც. დამცველობითი თვისებები საკმაოდ კარგად არის განვითარებული. ოთხფეხა მუდამ ფხიზლად იქნება და პატრონს მოახლოებული საფრთხის შესახებ გააფრთხილებს.
Leave your comment