გერმანული ბოქსიორი

გერმანული ბოქსიორი

მახასიათებლები არმოშობის ქვეყანა გერმანია Ზომა დიდი   სიმაღლე 50-60 სმ   ონა 28-40 კგ   ასაკი 8 წლამდე   ჯიშის ჯგუფი FCI-ს მიხედვით პინჩერები და შნაუერები, მოლოსები, შვეიცარიული პირუტყვის მადევარი ძაღლები მოკლე ინფორმაციაგაწონასწორებული და მომთმენი ძაღლები;არ არიან მიდრეკილი აგრესიისკენ, მაგრამ ამავე დროს ფრთხილობენ უცხო ადამიანებთან;უყვართ თამაში და შეიძლება ამ თვისების გამო ხმაურიანებად მოგეჩვენონ. ხასიათი ბოქსიორები საოცრად გაწონასწორებული ძაღლები არიან ძლიერი ნერვული სისტემა აქვთ. მათი გაბრაზება ან დაბნევა ძალიან რთულია. ამ მიზეზით, მათ ხშირად იყენებენ უსინათლოებთან და პოლიციაში სამუშაოდ. გვერდიდან შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ძაღლს არ ესმის, რას ეუბნებია და, ზოგადად, შენელებული რეაქცია აქვს, მაგრამ ეს წარმოდგენა მცდარია. ბოქსიორებსშეიძლება დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდეთ გარე გამაღიზიანებლებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს რომ ისინი ვერ ამჩნევენ მათ. ამ ძაღლებს უბრალოდ დიდი მოთმინების უნარი აქვთ. მაგრამ ვაი მათ, ვინც მათი გამძლეობის გამოცდას გადაწყვეტს – ბოქსიორები ძალიან სწრაფები და მოხერხებულები არიან. მათი რეაქცია ამ შემთხვევაში შეიძლება შევადაროთ ზამბარას, რომელიც დიდხანს იყო შეკუმშული და საბოლოოდ გაეშვა. ეჭვგარეშეა, რომ მათი საპასუხო რეაქცია მძლავრი და ელვისებური იქნება. ბოქსიორები შესანიშნავი დარაჯები არიან. ისინი კეთილსინდისიერად, მშვიდად, თანმიმდევრულად და სკრუპულოზურად ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალოებებს. ისინი შესანიშნავად ექვემდებარებიან წვრთნას მაგრამ ხასიათიდან გამომდინარე, შესაძლოა პატრონის ბრძანებებზე რეაქცია დიდი ხნის განმავლობაში არ გამოავლინონ. ამიტომ ამ ძაღლების წვრთნისას უნდა გამოიჩინოთ მოთმინება და არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ ფიზიკური დასჯა. ერთ მშვენიერ მომენტში, ძაღლი უეცრად დაიწყებს ყველაფრის გაკეთებას, რასაც მას დიდი ხნის განმავლობაში ერთი შეხედვით, უპერსპექტივოდ ასწავლიდნენ. ეს ძაღლები ძალიან ეჯაჭვებიან სახლს და ოჯახის ყველა წევრს. ისინი კარგად უგებენ ბავშვებ და პატარებს ბევრი რამის, მათ შორის, მათზე ჯირითის ნებასაც კი აძლევენ. ამიტომ, პატრონები ხშირად იმაზე კი არ ფიქრობენ, ძაღლი ბავშვებს როგორ შეეწყობა, არამედ იმაზე, ძაღლი მათი ზედმეტი ყურადღებისგან როგორ დაიცვან. ბოქსიორები ადვილად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან, განსაკუთრებით თუ ერთად იზრდებოდნენ. თუმცა, ამავდროულად, ისინი საკუთარ თავს უფლებას აძლევენ აგრესიული რეაგირება მოახდინონ უცხოებზე და მათ ტერიტორიაზე მოსულ კატებსაც სდიონ. უნდა ითქვას, რომ ბოქსიორები ძალიან კომუნიკაბელური და აქტიური ცხოველები არიან. მათ უყვართ თამაში და ძალიან უხარიათ, როდესაც მათ ოინბაზობებს ოჯახის სხვა წევრები ან ცხოველები უერთდებიან. მეტიც, ამ ჯიშის ძაღლები სიბერემდე არ კარგავენ ხალისიან განწყობას და შესაძლებლობის ფარგლებში აგრძელებენ თამაშს და გართობას.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!