აქვთ თუ არა ძაღლებს შურის გრძნობა?

აქვთ თუ არა ძაღლებს შურის გრძნობა?

ძაღლები უშუალოდ არიან დამოკიდებულები ადამიანებზე, თავიანთი ფიზიკური და ემოციური მოთხოვნილებებით. ამიტომ, ლოგიკურია ვივარაუდოთ, რომ ისეთ სიტუაციებში, როდესაც ჩვენს შინაურ ცხოველებს კონკურენტი ჰყავთ, მათ შურთ ან თუნდაც ეჭვიანობენ. ნამდვილად ასეა?
წლების განმავლობაში მეცნიერებმა ჩაატარეს სხვადასხვა კვლევები ამ კუთხით, თავიანთი თეორიების შესამოწმებლად. ძაღლების ყველაზე სავარაუდო მეტოქეებად ითვლება სხვა ცხოველები, რომლებიც მათთან ერთად ცხოვრობენ იმავე ტერიტორიაზე. 2018 წლის კვლევაში, რომელიც გამოქვეყნდა „Animal Cognition“-ში, ექსპერტები ცდილობდნენ მათი ურთიერთქმედების გაანალიზება. იმ დროს არ არსებობდა ცალსახა დადასტურება , შინაურ ცხოველებში ეჭვიანობის არსებობის შესახებ, ექსპერიმენტის მცირე ნიმუშებსა და პირობებს შეეძლო გავლენის მოხდენა შრომის რეპრეზენტატულობაზე. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალი „Psychological Science“-ში, ასახავდა იმას, თუ როგორ ეჭვიანობენ შინაური ცხოველები, როდესაც ისინი ვერ ხედავენ თავიანთ მეტოქეს. მეცნიერებმა აკვირდებოდნენ 18 ძაღლს და მათ რეაქციას პატრონების ქმედებებზე სამ სხვადასხვა სიტუაციაში. პირველ შემთხვევაში პატრონები ხელოვნურ ძაღლს უახლოვდებოდნენ და ცხოველის თვალწინ იწყებდნენ მის მოფერებას. მეორეში, ოთხფეხა ცხოველებს წინ დაუდგეს ბარიერი, რის მიღმაც ხედავდნენ, რომ პატრონი ვიღაცას ეფერებოდა, მაგრამ თავად ობიექტი არ ჩანდა. მესამე სიტუაციაში ძაღლებმა დაინახეს, როგორ უახლოვდებოდა პატრონი ხელოვნურ ცხოველს, მაგრამ არ რეაგირებდა მასზე. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, მკვლევარებმა გამოიყენეს ხელოვნური ძაღლები, რათა დაედგინათ შინაური ცხოველების რეაქციების განსხვავება სულიერ და უსულო ობიექტებთან ურთიერთობისას. ცხოველების ქცევის შეფასების მთავარი კრიტერიუმი იყო ის ძალა, რომლითაც ძაღლები მიიწევდნენ პატრონებისკენ. პატრონის მიმართ მაქსიმალური მიწევა, ეჭვიანობის ნიშნად ითვლებოდა. ექსპერტებმა აირჩიეს სწორედ ეს კრიტერიუმი, რადგან მშობლებთან მიახლოების მცდელობები გახდა ყველაზე გამოვლენილი ნიშანი ბავშვებში ეჭვიანობის გრძნობის შესწავლისას. ანალიზის შედეგების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ სხვა სიტუაციებთან შედარებით, ძაღლები ყველაზე მეტად თავიდანთი პატრონებისკენ მაშინ იწევდნენ, როცა ხელოვნურ ძაღლს ეფერებოდნენ. წევის საშუალო ძალა ამ შემთხვევაში ორჯერ აღემატებოდა იმას, ვიდრე მაშინ, როდესაც პატრონებმა ყურადღება არ მიაქციეს ხელოვნურ ძაღლს. გარდა ამისა, ძაღლები რეაგირებდნენ დიდი ძალით, როდესაც მათი პატრონი ურთიერთობდა სხვა (არარეალურ) ძაღლთან, მაშინაც კი, თუ ისინი ვერ ხედავდნენ სრულად ამ სურათს. ამრიგად, მკვლევარებმა დაასკვნეს, რომ ძაღლები ავლენენ ეჭვიანობას მაშინ, როდესაც მათი პატრონები ყურადღებას აქცევენ სხვა ძაღლს, თუნდაც ის არ ჩანდეს. მათ ასევე დაადგინეს, რომ ძაღლები არ იჩენენ ეჭვიანობას მაშინ, როდესაც მათი პატრონები ყურადღებას აქცევენ უსულო საგანს, ან როცა სხვა ძაღლის გვერდით არიან, მაგრამ ყურადღებას არ აქცევენ. საბოლოოდ, ექსპერტებმა ისიც დაადგინეს, რომ ძაღლებს შეუძლიათ გონებაში წარმოიდგინონ ურთიერთქმედება, მისი რეალურად დანახვის გარეშე.
исследователи пришли к выводу, что собаки проявляли ревность, когда их хозяева уделяли внимание другому животному
ამ ექსპერიმენტს აქვს ნაკლიც. ამრიგად, ცხოველის პატრონისადმი მიზიდულობის სიძლიერე შეიძლება მიუთითებდეს არა მხოლოდ ეჭვიანობაზე, არამედ უბრალო სურვილზე, შეუერთდეს ამ ურთიერთქმედებას. ცხოველებს უყვართ ურთიერთობა – როგორც ადამიანებთან, ასევე სხვა შინაურ ცხოველებთან. სავარაუდოდ, ძაღლი გაიწევს მაშინაც, თუ დაინახავს, როგორ ურთიერთობს მისი პატრონი სხვა ოთხფეხა ცხოველებთან. ასევე, შინაური ცხოველები შეიძლება ცდილობდნენ ყურადღების მიპყრობას და სავარაუდოა, რომ ეს სურვილი არ ასოცირდება ეჭვიანობის გრძნობასთან. პატრიცია ბ. მაკკონელი, დოქტორი, „ადამიანთა და ძაღლების ემოციები“-ს ავტორი, წერს: „ეჭვიანობა არ მეჩვენება განსაკუთრებით რთულ ემოციად. ყოველ კვირა ვაკვირდები დაძაბულობასა და აგრესიას ძაღლებს შორის – ეს ქმედება დიდად არ განსხვავდება იმ შემთხვევისგან, რა დროსაც ჩვენ უყოყმანოდ ვუწოდებდით ეჭვიანობას, არავერბალური განვითარების მქონე პატარა ბავშვებში. როგორც ჩანს, მაინც იქამდე მივდივართ: “შენ რაღაც გაქვს, მე კი არა და ეს არ მომწონს.“ სავარაუდოდ, თქვენი ძაღლი ხვდება, როცა სხვა ძაღლს ეფერებით, მას კი არ ეფერებიან.” – სპეციალისტი.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!