ალასკური მალამუტი
მახასიათებლები
წარმოშობის ქვეყანა
აშშ
ზომა
დიდი
სიმაღლე
59-64 სმ
წონა
34-39 კგ
ასაკი
8 წელი
მოკლე ინფორმაცია
• აბორიგენული ძაღლის ჯიში, ითვლება ერთ-ერთ უძველესად მსოფლიოში;
• მალამუტი მშვენივრად გრძნობს თავს გრილ კლიმატში;
• კეთილგანწყობილი, ინტელექტუალური და ძალიან აქტიური ძაღლი;
• გამოდგება ბავშვიანი ოჯახებისთვის.
ხასიათი
მგლის მსგავს ალასკურ მალამუტს სრულიად არამგლური ხასიათი აქვს. კეთილი, ცოტა ჯიუტი და ძალიან მეგობრულია, ეს ძაღლი შესანიშნავი შინაური ცხოველია მრავალშვილიანი ოჯახისთვის კერძო სახლში ცხოვრების პირობებში. თუმცა, იმდენად მეგობრულები არიან დამცველის როლისთვის არ გამოდგებიან: ტერიტორიაზე გადმოპარულ ბოროტმოქმედს შესაძლოა სიხარულით, კუდის ქნევით შეეგებონ, და სათამაშოდ მოიპატიჟონ.
დიდი ეზო ასეთი დიდი ძაღლისთვის, მისწრებაა. აქტიური თამაშები, სირბილი და დაუოკებელი ენერგია აქვს. თუმცა, ეს გასაკვირი არ არის, რადგან უხსოვარი დროიდან მალამუტებს ჩრდილოეთში ციგის ძაღლებად იყენებდნენ, ფიზიკური შრომის სიყვარული სისხლში აქვთ გამჯდარი. ალასკური მალამუტი ზოგჯერ შეიძლება ძალიან გაჯიუტდეს და იჩენდეს დამოუკიდებლობას, განსაკუთრებით წვრთნის დროს. ამ მიზეზით, ექსპერტები არ გვირჩევენ მალამუტის პირველ ძაღლად აყვანად. ამ ჯიშის წარმომადგენლების აღზრდას მხოლოდ გამოცდილ მომშენებელს და პროფესიონალს შეუძლია გაუმკლავდეს. სასურველია წვრთნა ადრეული ასაკიდან დაიწყოს.
ალასკური მალამუტი ერთ პატრონს არ ეკუთვნის: ის არის ძალიან მეგობრული და კომუნიკაბელური, ამიტომ უყვარს მთელი ოჯახი. ეს ძაღლები კარგად უგებენ ბავშვებს, მაგრამ მაინც ღირს მათი ურთიერთობა აკონტროლოთ. თუ პატრონს რამდენიმე ძაღლი ჰყავს, შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ: მალამუტი ლიდერი გახდება, რადგან ბუნებით ლიდერია.
ალასკური მალამუტის აღწერა ალასკური მალამუტი ხშირად ჰასკებში ერევათ, თუმცა, საერთო წინაპრის მქონე ამ ორ ჯიშს შორის მრავალი მნიშვნელოვანი განსხვავებაა, რომელთაგან მთავარი თვალის ფერია. მალამუტებს, ჰასკისგან განსხვავებით, არასდროს აქვთ ლურჯი თვალები, მათთვის ლურჯი თვალები დისკვალიფიკაციის მიზეზია. გარდა ამისა, ალასკური მალამუტი ბევრად უფრო დიდია, მისი ბეწვი უფრო სქელი და გრძელია. შეფერილობა მგლისებრი, ლაქების წყვეტა დაუშვებელია. სხეულის ქვედა ნაწილი თეთრია, ხოლო ზედა ნაწილი ნაცრისფერი, შავი, თეთრი ან წითური. ფერის შერევა დეფექტად ითვლება. სახის ფერი შეიძლება იყოს თეთრი ან შავი ნიღბით. ალასკური მალამუტების სხეული დაკუნთულია, კიდურები კარგად აქვთ განვითარებული, მხრები ძლიერი, მკერდი ღრმა – ეს მათ საშუალებას აძლევთ ადვილად ატარონ ჩასაბმელები დიდ დისტანციებზე. თავი საკმაოდ დიდი აქვთ, სახე – ფართო, ოდნავ წვრილდება ცხვირის წვერისკენ. ძაღლის კუდი ფუმფულაა, ზურგს უკან აპრეხილი. ნუშის ფორმის, ყავისფერი თვალები აქვთ, გარშემო შავი რგოლებით. სამკუთხა ყურები განლაგებულია თავის ქალას კიდეებზე, არც ისე მაღლა. დაცქვეტილ მდგომარეობაში, ისინი გვერდებზე “იყურებიან”. ცხვირი ყოველთვის შავი აქვთ, მხოლოდ წითური მალამუტების შემთხვევაში, დასაშვებია ყავისფერი ჰქონდეთ.
Leave your comment