4Pets დაარსდა 2018 წელს მხოლოდ ერთი მიზნით: უკეთესია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისთვის, მარტივია თქვენთვის!
თქვენი და თქვენი საუკეთესო მეგობრების კარგად ყოფნა არის სწორედ ის მიზეზი, რის გამოც ვარსებობთ.
არანაირი შუამავლები და საცალო ფასნამატი; ჩვენ ვახორციელებთ ახალი და ნატურალური პროდუქციის მიტანის სერვისს მწარმოებლებისგან პირდაპირ თქვენისახლის კარამდე ხელმისაწვდომ ფასად!
ჩვენი ღირებულებები:
სიახლე: ჩვენ გვჯერა პროდუქციის სიახლის და კვებითი ღირებულების მნიშვნელობის ყოველი ცოცხალი არსებისთვის, მათ შორის ჩვენი ოთხფეხამეგობრებისთვის. ჩვენი საკვები წარმოებულია თურქეთში და ყოველ შეფუთვაზე დატანებულია წარმოების თარიღი. არანაირი შენახვის ხანგრძლივი ვადები!
სუფთა გარემო: ნაკლები მანძილი ნიშნავს ნაკლებ ტრანსპორტს, გარემოს ნაკლებ დაბინძურებას, ნაკლებ ფასს.
სრულყოფილი მომსახურება: ჩვენ, ასევე ოთხფეხა მეგობრების პატრონებს, კარგად გვესმის თქვენი მოთხოვნების, ამიტომ გვინდა გაგიმარტივოთ ცხოვრება მაქსიმალურად კარგი მომსახურებით! შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ ონლაინ და ისიამოვნოთ სწრაფი და უფასო მიტანის სერვისით მთელი საქართველოს მასშტაბით, ან თავად წაიღოთ შეკვეთა ჩვენი მაღაზიიდან – “ზოოგალერეა”, რომელიც მდებარეობს თბილისში, ფალიაშვილის 52 ნომერში.
გაავრცელეთ სიკეთე: ჩვენ გვჯერა, რომ სიკეთე გადამდებია.4Pets დახმარების თათს უწვდის უსახლკარო ცხოველებს, ცხოველთა გადარჩენის ღირსეულ ორგანიზაციებსა და თავშესაფრებს. თუ გაინტერესებთ ჩვენი საქმიანობა, ან როგორ გახდეთ მისი ნაწილი,გადადით ლინკზე.
ჩვენი მოწოდება: გვინდა ჩვენს მომხმარებელს მივაწოდოთ საუკეთესო პროდუქცია და შეთავაზებები მათი ოთხფეხა მეგობრებისთვის. ჩვენი მცდელობაა, უზრუნველვყოთ თქვენთვის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ყველაზე ფართო არჩევანი საუკეთესო ფასად, საქართველოს ნებისმიერ წერტილში სწრაფი მიტანის სერვისით.
ჩვენი სერვისი: ოთხფეხებისთვის უკეთესი, მარტივი თქვენთვის!
მომხმარებელი შეკვეთას იღებს 1-3 სამუშაო დღის განმავლობაში. ჩვენ გავამარტივეთ თქვენი და თქვენი ოთხფეხა მეგობრისთვის პროდუქციის მიწოდება, თუკი მისი შეძენა დაგჭირდებათ სწრაფად და ონლაინ რეჟიმში. განათავსეთ შეკვეთა, გადაიხადეთ ბარათით ან საბანკო გადარიცხვით და მარტივად მიადევნეთ თვალი თქვენი შეკვეთის სტატუსს.
შეკვეთის განთავსებასთან დაკავშირებული დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე (32) 242 0 555 ან მოგვწერეთ info@4pets.ge