GPS თრექერი ძაღლებისთვის

GPS თრექერი ძაღლებისთვის

სტატისტიკა არადამაკმაყოფილებელია: თუ შინაური ცხოველი დაიკარგება, მისი პოვნის შანსები დღითიდღე მცირდება. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, სიარულის დროს, შინაური ცხოველის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. დღეს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე მოწყობილობაა ძაღლებისთვის სპეციალური GPS თრექერი. როგორ მუშაობს და ვის სჭირდება?
ძაღლების თრექერი არის პატარა მოწყობილობა, რომელიც საშუალებას გაძლევთ არა მხოლოდ აკონტროლოთ ცხოველის მდებარეობა, არამედ განსაზღვროთ მისი გადაადგილების ტრაექტორია, განვლილი მანძილი და ა.შ.

ვის გამოადგება?

ძაღლებისთვის GPS თრექერი ყოველდღიურად იძენს პოპულარობას. მასზე მოთხოვნაა როგორც ქალაქის, ისე ქალაქგარეთ მცხოვრებთაგან. მაგრამ აღიშნული მოწყობილობა განსაკუთრებით მოსწონთ მონადირეებს: მოწყობილობა მათ საშუალებას აძლევს თვალყური ადევნონ ძაღლების მოძრაობას ყველაზე შორეულ ადგილებშიც კი.  

GPS თრექერი სასარგებლოა არა მხოლოდ ძაღლების პატრონებისათვის: მას ასევე ხშირად ყიდულობენ ფერმერები – მაგალითად, პირუტყვის გასაკონტროლებლად.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!