კატას სულ რატომ სძინავს?
კატების პატრონებს ზოგჯერ აქვთ განცდა, რომ მათ შინაურ ცხოველს სულ სძინავს. ასეც არის - ზოგიერთ კატას შეუძლია დღეში 22 საათამდე ეძინოს. საშუალოდ, ჯანმრთელ კატას სძინავს მინიმუმ 14 საათი. ქუჩის კატებს ამის შესაძლებლობა არ აქვთ: ამიტომ ძილს გაცილებით ნაკლებ დროს უთმობენ, დროის დახარჯვა საკვების და უსაფრთხო ადგილების ძებნაზე უწევთ. ნებისმიერ შემთხვევაში, კატებს