შესაძლოა გამოგადგეთ ბალახი კატებისთვის, თუ თქვენს ცხოველს ერთხელ მაინც უკბენია ყვავილებისთვის. ფაქტია, რომ კატებს უბრალოდ სჭირდებათ მწვანე ყლორტების ჭამა, ისევე როგორც ადამიანებს – სალათები.თუ თქვენი კატა გარეთ გადის, დანამდვილებით შეამჩნევდით, როგორ ღეჭავს დროდადრო სხვადასხვა ბალახს. ეს ქმედება უსაფრთხოა – ამით ის განსაზღვრავს რისი ჭამა შეიძლება, და რისი – არა. ის ხვდება, რა არის ჯანმრთელობისთვის მავნე ან თუნდაც საშიში. მაგრამ ცხოველებს, რომლებიც გარეთ არ გადიან, არ აქვთ მათთვის შესაფერისი მცენარეების აღმოჩენის უნარი. ისინი იწყებენ სახლის მცენარეების ჭამას და შესაძლოა ამან ზიანი მიაყენოთ. პეტუნიები, ჰორტენზია, შროშანები, ორქიდეები, ფიკუსები და სხვა სახლის მცენარეები იწვევენ ცხოველის მოწამვლას, შეშუპებას და ალერგიას. არ დასაჯოთ კატა თქვენი ყვავილების გაფუჭებისთვის, არამედ შესთავაზეთ ჯანსაღი ბალახი კატებისთვის, რომელიც შეგიძლიათ თავად გაზარდოთ, გააფორმოთ მისით სახლი და გაახარეთ თქვენი საყვარელი ბინადარი.
რაში სჭირდებათ კატებს ბალახი?
ბეწვისა და სხვა ნარჩენებისგან კუჭის გასაწმენდად. მწვანე მცენარეები კატების კუჭზე მცირე ამშლელივით მოქმედებენ;
ბალახი შეიცავს კატებისთვის აუცილებელ ვიტამინებს, ამინომჟავებს, მიკროელემენტებს, ბოჭკოებს. მწვანე მცენარეულობის წყალობით, ცხოველები საკვები ნივთიერებების ნაკლებობას ივსებენ.
ველურ ბუნებაში, ყველა კატისებრი მსხვერპლის მთლიანი ლეშით იკვებება.ნადავლის ყველა არასასიამოვნო და უხეში ნაწილი (ბეწვი, ბუმბული, ძვლები, ბრჭყალები და ა.შ.) ჯანსაღი ორგანიზმიდან თავისთავად ამოდის, ბალახის ჭამით კი ცხოველი ამას ხელს უწყობს. სახლის კატები ძირითადად მიირთმევენ ისეთ საკვებს, რომელიც მძიმე და მოუნელებელ ნაწილებსარ შეიცავს. თუმცა მათ კუჭში ბევრი ბეწვი და მტვერი უგროვდებათ. თუ ძალიან ბევრი ბეწვი გადაყლაპა, ის იგორგლება და კატას სერიოზულ დისკომფორტს უქმნის. ბალახის რეგულარულად ჭამით, ცხოველს ამ სიტუაციებთან გამკლავება შეუძლია.
რომელი ბალახი უყვართ კატებს?
არ არსებობს ერთი პასუხი კითხვაზე, თუ რა სახის ბალახი მოსწონთ კატებს. ცხოველები თავად ირჩევენ, რომელი ბალახია მათთვის გემრიელი, თითოეულ კატას საკუთარი გემოვნება აქვს. თუმცა, ჩვენ გეტყვით სასარგებლო ბალახების სახელებს, რომლებიც შეიძლება სახლის კატებს მოეწონოთ. ასევე, გირჩევთ, რამდენიმე სახეობა ერთდროულადდარგო, რათა სწრაფად მიხვდეთ, რომელ მათგანს ანიჭებს მეტ უპირატესობას თქვენი კატა.
რისი დარგვა არ შეიძლება?
კატის პიტნასა და ვალერიანს ნარკოტიკული მოქმედება აქვთ. არ დაურგოთ ისინი შინაურ ცხოველებს. მცირე დოზებით, ეს მცენარეები უვნებელია, მაგრამ რეგულარულად მათი გამოყენება არ შეიძლება.
Leave your comment