რამდენი დღით შეიძლება დავტოვოთ კატა მარტო?

რამდენი დღით შეიძლება დავტოვოთ კატა მარტო?

კატები სოციალური არსებები არიან. ისინი სწრაფად ეჯაჭვებიან პატრონს, ენატრებათ მათი ყურადღება და სიყვარული. ხანგრძლივ შვებულებაში ან მივლინებაში გამგზავრებისას პატრონები ხშირად ტოვებენ შინაურ ცხოველს სასტუმროში ან მათ მოვლას ნათესავებსა და მეგობრებს ანდობენ. მაგრამ რა უნდა ქნათ, თუ ფორსმაჟორულ სიტუაციაში აღმოჩნდით და მომვლელის მოსაძებნად დრო არ გაქვთ? რამდენი დღით შეიძლება კატის მარტო დატოვება?

დამტკიცებულია, რომ მარტოობა ხშირად იწვევს სტრესს ცხოველებში. პატრონს მონატრებული კატა ხშირად საკვებსა და წყალე უარს ამბობს, მაშინაც კი, თუ მას ნათესავები ან ოჯახის მეგობრები უვლიან. სიტუაცია უფრო რთულდება, თუ შინაური ცხოველი უმეთვალყუროდ დარჩება.

რამდენი ხნით?

შინაური ცხოველის ყველა პატრონს აინტერესებს, რამდენი ხნით შეიძლება კატის სახლში მარტო დატოვება? სწორი პასუხი არის არაუმეტეს სამი დღისა. მაგალითად, პარასკევს მიდიხართ და კვირას ბრუნდებით. სამი დღის განმავლობაში კატა მარტო ცხოვრებას შეძლებს. თუ მოგზაურობას უფრო ხანგრძლივი დროით გეგმავთ, არასოდეს დატოვოთ თქვენი საყვარელი ცხოველი მარტო. მეზობლების მეთვალყურეობის ქვეშაც კი, ცხოველი მარტოობისგან მძიმე სტრესს განიცდის. ამ შემთხვევაში, მოძებნეთ სასტუმრო ან მეგობრები, რომლებიც მზად იქნებიან, ამ დროით შინაური ცხოველი დაიტოვონ.

მარტო სახლში

იმისათვის, რომ თქვენმა კატამ მარტომ თავი კომფორტულად იგრძნოს, იზრუნეთ ყველაფერზე, რაც საჭიროა.
  • საკვები
  • რა თქმა უნდა, მთავარია საკვების საკმარისი რაოდენობით დატოვება. თუ ჯამი პატარაა, დაუდგით დამატებითი. მაგრამ მხოლოდ მშრალი საკვების დატოვება შეგიძლიათ – თხევადი საკვები გაფუჭდება. ნუ შეგეშინდებათ გადააჭარბოთ საკვების რაოდენობას. როგორც წესი, კატები ზომიერად იკვებებიან და იშვიათი შინაური ცხოველი შეეცდება ერთდროულად ყველაფრის შეჭმას. თუ მაინც გეშინიათ, იყიდეთ დოზატორიანი ავტომატური საკვების მიმწოდებელი.
  • წყალი
  • პატრონის არყოფნისა და მხოლოდ მშრალი საკვებით კვების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კატის სუფთა წყლით უზრუნველყოფა. დაუდგით რამდენიმე ჯამი ან უყიდეთ წყლის ავტოამტური მიმწოდებელი.

სათამაშოები

მუყაოს ყუთები, ბურთები, სათამაშოები თოკზე და თუნდაც უბრალო კანფეტის შესაფუთი – ეს ყველაფერი გაალამაზებს თქვენი შინაური ცხოველის მარტო ყოფნას. რაც უფრო მეტ გართობას შესთავაზებთ, მით უფრო სავარაუდოა, რომ სახლს არ აგირევთ. დაიმახსოვრეთ: მოწყენილ კატას გასართობის პოვნა თავადაც შეუძლია, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს გასართობი პატრონს მოეწონოს.

ტუალეტი

არ დაგავიწყდეთ ტუალეტი შემავსებლით აუვსოთ, შესაძლოა, მეორე ტუალეტიც დაგჭირდეთ, ხოლო, ცოხველს ფეხსაცმელში ან ხალიჩაზე მოსაქმების ცდუნება რომ არ გაუჩნდეს, აჯობებს ეს ნივთები დაუმალოთ.

უსაფრთხოება

როდესაც ცხოველს მარტოს ტოვებთ, იზრუნეთ მის უსაფრთხოებაზე:
    • დახურეთ ფანჯრები, გააღეთ კარები
    • ყველა სავენტილაციო და ფანჯარა უნდა იყოს დახურული, ხოლო კარები, პირიქით, ღია. უპირველეს ყოვლისა, ეს ეხება ტუალეტს. გააკეთეთ საყრდენები ან შეაბით სახელურებს პირსახოცები, რათა კარები არ დაიკეტოს.
    • აალაგეთ ფაქიზი ნივთები
    • ლარნაკები, თეფშები, წვრილმანი საგნები – ყველაფერი, რაც შეიძლება შემთხვევით გატყდეს, უნდა აალაგოთ. მაშინაც კი, თუ კატა არასოდეს დაინტერესებულა მაგიდებით და თაროებით. უცნობია, როგორ მოიქცევა დიდი ხნის განმავლობაში მარტო დარჩენილი შინაური ცხოველი.
    სთხოვეთ მეზობლებს, კატა მოინახულონ ხოლმე. შინაური ცხოველის მცირე ხნით დატოვებისას, სთხოვეთ მეზობლებს ან ნათესავებს, რამდენჯერმე მოინახულონ თქვენი ბინა. ადამიანთან მოკლევადიანი ურთიერთობა კატას სიამოვნებას მიანიჭებს. კატის მარტო დატოვების დღეების რაოდენობა დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე. ზოგიერთი ცხოველი ორი დღის განმავლობაშიც ძნელად გადარჩება, ზოგს კი – პირიქით, ადვილად შეუძლია სამი ან თუნდაც ოთხი დღე გაატაროს ბინაში, თუ სუფთა წყალი და საკვები აქვს. როდესაც ფიქრობთ, რამდენი დღით დატოვოთ კატა სახლში მარტო, უნდა დაეყრდენით კონკრეტული ცხოველის ხასიათსა და ქცევას, რადგან ამ საკითხში ბევრი რამ ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. მოგზაურობიდან სახლში დაბრუნების შემდეგ, შეეცადეთ თქვენი შინაური ცხოველის მიმართ მაქსიმალური ყურადღება, სითბო და სიყვარული გამოიჩინოთ. სავარაუდოდ, ამის შემდეგ კატა სიამოვნებით გიჩვენებთ თავის სიყვარულს და სინაზეს.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!