აქტიური ძაღლები კლანჭებს თავად იქლიბავენ მიწის თხრითა და უხეშ ადგილებში ან ასფალტზე სირბილით. ყველას სჭირდება ფრჩხილის რეგულარული დაჭრა – წინააღმდეგ შემთხვევაში ცხოველს შეიძლება დაუზიანდეს თათი ან დეფორმაცია განიცადოს. რამდენად ხშირად უნდა ჩატარდეს აღნიშნული პროცედურა და როგორ გავხადოთ ის ძაღლისთვის უსაფრთხო?
რისთვის ვაჭრით ფრჩხილებს?
ზედმეტად გრძელმა კლანჭებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება: მაგალითად, ძაღლს შეიძლია შემთხვევით მოსძვრეს კლანჭი დივანზე წამოდებისას. ძალიან გრძელი კლანჭები ძაღლს ხელს უშლის მოძრაობაში, ის იღუნება და მკვრივდება. შედეგად, ძაღლს უვითარდება არასწორი დგომა, ხოლო თათი შეიძლება დეფორმირდეს.
რით დავიწყოთ?
ძაღლის კლანჭს აქვს არა მხოლოდ მყარი გარე გარსი, არამედ შიდა რბილი ფენა, რომელიც შეიცავს უამრავ სისხლძარღვს. შიდა ფენა იზრდება გარსთან ერთად, ამიტომ მოჭრისას შეიძლება დაზიანდეს სისხლძარღვი.
თუ კლანჭებს რეგულარულად აჭრით, შიდა მგრძნობიარე ფენა მოკლდება და მისი დაზიანების რისკი მცირდება. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნული პროცედურის სწორად განსახორციელებლად საჭიროა რამდენჯერმე ვეტერინართან ან გრუმერთან შეხვედრა და დაკვირვება. ხოლო იმისთვის, რომ ცხოველმა მშვიდად გადაიტანოს ეს პროცედურა, უმჯობესია ლეკვი რაც შეიძლება ადრე მიაჩვიოთ ამას.
რა სიხშირით დავაჭრათ?
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი შინაური ცხოველის თათები. პატარა, დეკორატიული, ჯიშის ძაღლებში კლანჭები ძალიან სწრაფად იზრდება: მათი წონა მცირეა და პრაქტიკულად არ სჭირდებათ აქტიური გასეირნება, ამიტომ ბუნებრივად არ იქლიბება. მცირე ზომის ჯიშის ძაღლებს ფრჩხილების მოჭრა სჭირდებათ ყოველ ორ კვირაში ერთხელ. დანარჩენ ძაღლებს – საშუალოდ თვეში ერთხელ ან ნაკლები, აქტივობიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით დააკვირდით თქვენს შინაურ ცხოველს: თუ სიარული შეეცვალა, დაიწყო ხმაურით სიარული იატაკზე და კლანჭების ღრღნა – დროა დაიწყოთ აღნიშნული პროცედურა.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გრძელბეწვიან ძაღლებს. ბეწვის გამო შეიძლება, ვერ შეამჩნიოთ როდისაა კლანჭების დაჭრის დრო. არ დაგავიწყდეთ ბეწვის დამოკლება ცხოველის თითებს შორის და კლანჭებთან ახლოს.
რით დავაჭრათ?
კლანჭების მოვლა შეიძლება სპეციალური მაკრატლით, რომელსაც კლანჭების საჭრელსაც უწოდებენ. ისინი სხვადასხვა ზომისაა და ძაღლის ჯიშის მიხედვით, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ მოსახერხებელი ხელსაწყო. უმჯობესია, გამოიყენოთ ფოლადის მაკრატელი: ის არ იღუნება, არ ტყდება და არ ბლაგვდება – რაც ნიშნავს, რომ პროცედურა არ იქნება უსიამოვნო.
ასევე შეიძლება სალესი ქვის გამოყენება, რომელიც წააგავს ფრჩხილის ქლიბს. ამით შეიძლება არა მხოლოდ კლანჭების დამოკლება, არამედ დაჭრის შემდეგ კლანჭების ბასრი კიდეების დამუშავება.
ყოველთვის გქონდეთ ხელთ წყალბადის ზეჟანგი და სისხლდენის შესაჩერებელი საშუალება (როგორიცაა კალიუმის პერმანგანატის ფხვნილი), სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. ამის თავიდან ასაცილებლად, ყურადღებით დააკვირდით თქვენს შინაურ ცხოველს. დროული ჰიგიენა არ შეუქმნის ზედმეტ პრობლემებს, არც პატრონს და არც ძაღლს.
Leave your comment