ლეკვების ძირითადი დაავადებები
ინფექციური დაავადებები
ამ ჯგუფში შედის ძაღლის ჭირი, ინფექციური ჰეპატიტი, პარვოვირუსული ენტერიტი და ინფექციური ტრაქეობრონქიტი. ლეკვები და ახალგაზრდა ძაღლები ყველაზე მგრძნობიარეები არიან ამ დაავადებების მიმართ, არავაქცინირებული ან არასრულად აცრილი ცხოველები უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. დაბადებისთანავე, დედის რძით, ლეკვები იღებენ დამცავ ანტისხეულებს, რომლებიც ჩვილების სისხლში რჩება 8-10 კვირამდე, რის გამოც პირველი ვირუსული ინფექციების საწინააღმდეგო აცრა ამ ასაკში უნდა გაკეთდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ლეკვი დაუცველი იქნება ამ დაავადებების წინააღმდეგ. ვირუსული ინფექციების ძირითადი სიმპტომებია უენერგიობა, ცხელება, კვებაზე უარის თქმა, ღებინება, დიარეა, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან, ხველა. საუკეთესო დახმარება ამ სიტუაციაში არის სწრაფი ვიზიტი ვეტერინარულ კლინიკაში, რადგან ღებინების და დიარეის შედეგად ლეკვებში, ისევე როგორც კნუტებში და მცირეწლოვან ბავშვებში, დეჰიდრატაცია ძალიან სწრაფად ხდება, რაც აუარესებს პროგნოზს და ართულებს მკურნალობას.ინფექციური დაავადებები, როგორც წესი, მძიმეა და თავისთავად არ ქრება, ამიტომ საუკეთესო რამ, რაც შეიძლება გააკეთოს ლეკვის პატრონმა, როცა მისი შინაური ცხოველის ჯანმრთელობა გაუარესდება, არის, რაც შეიძლება მალე მიმართოს პროფესიონალ ვეტერინარს.
პარაზიტული დაავადებები
ლეკვებს საკმაოდ ხშირად აწუხებთ გარეგანი პარაზიტები, მაგალითად რწყილები, ყურის (ოტოდექტოზი) ან მღერიანი (სარკოპტოზი) ტკიპები და, აგრეთვე, გარეგანი პარაზიტით: ჰეილეტიელათი დაინფიცირება არც ისე იშვიათია. ყველა ეს დაავადება გამოიხატება: კანის ქავილით, გამონაყარით, კანის მეორადი ინფექციებითა და ბეწვის ცვენით. ოტოდექტოზი ვლინდება ყურების ქავილით და სასმენი არხის სანათურში გამონადენის არსებობით. გენერალიზებული დემოდიკოზი, ჩვეულებრივ, გვხვდება 1,5 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ძაღლებში. ყველა ლეკვი ინფიცირებულია შიდა პარაზიტებით, ამიტომ ანტიჰელმინთური საშუალებების რეგულარული და მუდმივი გამოყენება აუცილებელი ღონისძიებაა. თუ ლეკვის განავალში ჭიები აღმოჩნდება, საჭიროა პარაზიტების შეგროვება ანალიზისთვის, ეს დაგეხმარებათ აირჩიოთ ეფექტური წამლისა და მკურნალობის რეჟიმი, კონკრეტულად გამოვლენილი პარაზიტების წინააღმდეგ.არ არსებობს უნივერსალური ანტიპარაზიტული საშუალება, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ გაათავისუფლებს ლეკვს შინაგანი პარაზიტებისგან, მნიშვნელოვანია სპეციალური საშუალებების რეგულარული გამოყენება, ვეტერინარის რეკომენდაციების შესაბამისად.
ლეკვის განავალში ხილული პარაზიტების არარსებობა არ გამორიცხავს ჰელმინთებით ინფექციას, უმეტეს შემთხვევაში ინვაზია უსიმპტომოა.
Leave your comment