როდესაც კატას ვიყვანთ, ინსტრუქცია არ მოყვება, ამიტომ ხანდახან ძალიან რთულია იმის გაგება, თუ როგორ მოვუაროთ მას სწორად და როგორ დავანახოთ ჩვენი სიყვარული. იქნებ ჩვენი ჩახუტება და კოცნა არ ესიამოვნოს ჩვენ შევკრიბეთ ხუთი შემოწმებული გზა, რომლის დახმარებით კატისთვის თქვენი სიყვარულის ჩვენებას შეძლებთ.
• გაუკეთეთ კატას „მასაჟი“
• როდესაც კატას თავიდან კუდამდე ეფერებით, ამით სარელაქსაციო მასაჟს უკეთებთ, რომელიც მას ძალიან მოსწონს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ კუდის ძირს და ნიკაპს – ამ ადგილებში მოფერება კატების უმეტესობას მოსწონს.
ეთამაშეთ კატას
მიუხედავად იმისა, რომ კატები ძილში საკმაოდ დიდ დროს ატარებენ, მათ უყვართ თამაში. განსაკუთრებით პატარა კნუტებს. ამიტომ, აუცილებლად დაუთმეთ საკმარისი დრო მათთან თამაშებს – ეს გააძლიერებს თქვენს კავშირს და ასევე ძალიან გაახარებს თქვენს შინაურ ცხოველს.
ისწავლეთ კატის ენა
•ისწავლეთ იმის გაგება, თუ რას გეუბნებათ კატა კნავილით, კუდით, ყურებით და ა.შ. მაშინ შინაური ცხოველი დანამდვილებით მიხვდება, რომ გიყვართ. თქვენც ხომ გსიამოვნებთ, როდესაც ახლო ადამიანებს თქვენი უსიტყვოდ ესმით, მაგალითად, რომ აჯობებს, ახლა თავი დაგანებონ, ან პირიქით – ყურადღება გაკლიათ. თქვენი კატა ასევე დააფასებს იმას რომმისი მის განწყობას ხვდებით, და შესაბამისად ექცევით.
დავარცხნეთ კატა
• კატებს თავად მოსწონთ ბეწვის მოწესრიგება. მაგრამ როცა მათ ბეწვის ვარცხნით ეხმარებით, ეს მათ განსაკუთრებულ სიამოვნებას ანიჭებს – ისინი სასიამოვნო მასაჟს იღებენ ჯაგრისით და ასევე თქვენს ყურადღებასგრძნობენ.
• გაანებივრეთ კატა სათამაშოებითა და სასუსნავებით
• სასუსნავები და ახალი სათამაშოები მარტივი გზაა თქვენი საყვარელი ცხოველისთვის სიყვარულის საჩვენებლად. ის სიამოვნებით გასინჯავს რაიმე ახალ სასუსნავს და ითამაშებს ახალი საინტერესო სათამაშოთი.
Leave your comment