4 საინტერესო ფაქტი კნუტებზე

4 საინტერესო ფაქტი კნუტებზე

კნუტები ძალიან საყვარლები და დაუცველები არიან. სიცოცხლის პირველ თვეებში მათ ესაჭიროებათ განსაკუთრებული მოვლა და ყურადღება ადამიანის მხრიდან. ჩვენ შევაგროვეთ რამდენიმე ძირითადი ფაქტი კნუტების შესახებ, რომლებიც მათთან ურთიერთქმედებისას უნდა გახსოვდეთ:
    • კნუტები ძალიან ნაზები არიან
    ახალშობილი კნუტები სრულიად უმწეოები არიან და სრულიად არიან დამოკიდებულნი დედაზე. თუ უცებ დაობლდნენ, მათზე ზრუნვა მთლიანად ადამიანს მოუწევს. მათ სჭირდებათ გათბობა და 2 საათში ერთხელ კვება დღე-ღამის განმავლობაში. ტუალეტით სარგებლობაშიც კი სჭირდებათ დახმარება. დაბადებიდან დაახლოებით 5 კვირის ასაკიდან, კნუტები იმედებს დედაზე ამყარებენ რომელიც მათ ლოკავს და მათ საჭმლის მომნელებლ სისტემას მუშაობაში ამით ეხმარება. ამ კუთხით დახმარების გაწევა ადამიანსაც შეუძლია: უნდა აიღოთ თბილი ბამბის დისკი და ნაზად გაუკეთოთ მასაჟი მუცელსა და ანუსთან.
    • კნუტებისთვის სხვა კატებთან დროის გატარება მნიშვნელოვანია
    • პირველი 12 კვირის განმავლობაში კნუტები სოციალიზაციის პროცესს გადიან. დედისა და და-ძმების დამსახურებით ისინი სწავლობენ სხვა კატებთან ურთიერთქმედებას. გარდა ამისა, დედისგან თავის მოვლსაც ითვისებენ. ეს მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეტაპია, ამიტომ კნუტის ოჯახისგან მოწყვეტა ძალიან ადრეულ ასაკში არ ღირს.
    • ყველა კნუტს ცისფერი თვალები აქვს
    შესაძლოა, ეს თქვენთვის მოულოდნელია, მაგრამ თავიდან ყველა კნუტს ცისფერი თვალები აქვს. კნუტის სიცოცხლიდან დაახლოებით 1 წლის განმავლობაში მათი თვალების სხვადასხვა შეფერილობას შეამჩნევთ. ამიტომ არ გაგიკვირდეთ თუ შინ ცისფერთავლება კნუტი მოიყვანეთ, შემდეგ კი თვალის ფერი შეეცვალა – 1 წლის ასაკამდე ეს სავსებით ნორმალურია.
    • კნუტები ყველაფერს სხვაგვარად ხედავენ
    • კნუტები დაბადებისას ბრმები არიან. სიცოცხლის პირველი კვირის განმავლობაში მათი მხედველობა განვითარებული არაა. გადასაადგილებლად ისინი იყენებენ ულვაშებს და ყნოსვას. 5 კვირის ასაკისთვის, მათი მხედველობა სრულიად განვითარებულია, მაგრამ ის ჩვენისგან ძალიან განსხვავდება. კატები ამჩნევენ მოძრაობას და სიღრმეს ჩვენზე უკეთ აღიქვამენ, მაგრამ ჩვენთან შედარებით, სინათლეში 6-ჯერ უფრო ნაკლებ ფერებს ხედავენ. ადამიანისგან განსხვავებით, მათ ფერების ყველა სპექტრის დანახვა არ შეუძლიათ.
котенок
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!