რატომ ჭამს კნუტი ცუდად და რა ვქნათ?

რატომ ჭამს კნუტი ცუდად და რა ვქნათ?

რატომ ჭამს კნუტი ცუდად და რა ვქნათ? შესაძლოა კბილების მოცვლის პროცესშია და ამ ფონზე ღრძილების დროებით ანთება აქვს. ამ შემთხვევაში, შესათავაზეთ თხევადი საკვები. ასევე, მნიშვნელოვანია პატარა დროულად დაამუშავოთ ჰელმენტებზე, რადგან ისინიც უმადობას იწვევენ. უმადობის მიზეზი შესაძლოა იყოს ინფექციები, ამ დროს ჩნდება დამატებითი სიმპტომებიც: ღებინება, დიარეა ცემინება, ცხელება, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან. ჩვენი კატა ცუდად და ცოტას ჭამს, მაგრამ აქტიურია, რა სჭირს? შეგიძლიათ კატას სხვა საკვები შესთავაზოთ. შეაფასეთ კვების რეჟიმი. შესაძლოა საკვები ჯამში ხანგრძლივად დევს და ამის გამო გემოს კარგავს. დაუთვალიერეთ კატას პირის ღრუ, ნახეთ, კბილებზე ქვები ხომ არ აქვს, ან ღრძილები ხომ არ გაუღიზიანდა, ასევე, რაციონში ჩართეთ ბეწვის ამოსაღებინებელი პასტაც. კატა ცოტას ჭამს და დიდხანს სძინავს – ეს ნორმალურია? კატებს ურჩევნიათ ხშირად და ცოტ-ცოტა ჭამონ. ხანგრძლივი ძილიც მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ამიტომ მნიშვნელოვანია მისი მადა და აქტიურობა დინამიკაში შეაფასოთ. თუ კატა ცოტას ჭამს და მისი აქტივობა შემცირდა, ეს ნორმა არ არის და ექიმს უნდა მიმართოთ. რა ვქნათ, თუ კატა ცოტას ჭამს? შეაფასოთ შესაძლო მიზეზები: არ მოსწონს საკვები, სტკივა კბილები ან ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. 8 წელზე უფროს კატებში ქრონიკული დაავადებების განვითარების რისკი მეტია, ვიდრე – ახალგაზრდებში. შეგიძლიათ შესთავაზოთ კატას სხვა საკვები ან სასუსნავები,თუ მათაც ცუდად ჭამს, აუცილებელია დიაგნოსტიკის ჩატარება.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!