
როგორ დავაჭრათ ძაღლს კლანჭები?
რისთვის ვაჭრით ფრჩხილებს?
ზედმეტად გრძელმა კლანჭებმა შეიძლება გამოიწვიოს სერიოზული დაზიანება: მაგალითად, ძაღლს შეიძლია შემთხვევით მოსძვრეს კლანჭი დივანზე წამოდებისას. ძალიან გრძელი კლანჭები ძაღლს ხელს უშლის მოძრაობაში, ის იღუნება და მკვრივდება. შედეგად, ძაღლს უვითარდება არასწორი დგომა, ხოლო თათი შეიძლება დეფორმირდეს.რით დავიწყოთ?
ძაღლის კლანჭს აქვს არა მხოლოდ მყარი გარე გარსი, არამედ შიდა რბილი ფენა, რომელიც შეიცავს უამრავ სისხლძარღვს. შიდა ფენა იზრდება გარსთან ერთად, ამიტომ მოჭრისას შეიძლება დაზიანდეს სისხლძარღვი.

რა სიხშირით დავაჭრათ?
რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი შინაური ცხოველის თათები. პატარა, დეკორატიული, ჯიშის ძაღლებში კლანჭები ძალიან სწრაფად იზრდება: მათი წონა მცირეა და პრაქტიკულად არ სჭირდებათ აქტიური გასეირნება, ამიტომ ბუნებრივად არ იქლიბება. მცირე ზომის ჯიშის ძაღლებს ფრჩხილების მოჭრა სჭირდებათ ყოველ ორ კვირაში ერთხელ. დანარჩენ ძაღლებს – საშუალოდ თვეში ერთხელ ან ნაკლები, აქტივობიდან გამომდინარე. ნებისმიერ შემთხვევაში, ყურადღებით დააკვირდით თქვენს შინაურ ცხოველს: თუ სიარული შეეცვალა, დაიწყო ხმაურით სიარული იატაკზე და კლანჭების ღრღნა – დროა დაიწყოთ აღნიშნული პროცედურა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს გრძელბეწვიან ძაღლებს. ბეწვის გამო შეიძლება, ვერ შეამჩნიოთ როდისაა კლანჭების დაჭრის დრო. არ დაგავიწყდეთ ბეწვის დამოკლება ცხოველის თითებს შორის და კლანჭებთან ახლოს.რით დავაჭრათ?
კლანჭების მოვლა შეიძლება სპეციალური მაკრატლით, რომელსაც კლანჭების საჭრელსაც უწოდებენ. ისინი სხვადასხვა ზომისაა და ძაღლის ჯიშის მიხედვით, ყოველთვის შეგიძლიათ იპოვოთ მოსახერხებელი ხელსაწყო. უმჯობესია, გამოიყენოთ ფოლადის მაკრატელი: ის არ იღუნება, არ ტყდება და არ ბლაგვდება – რაც ნიშნავს, რომ პროცედურა არ იქნება უსიამოვნო.
Leave your comment