1 წლამდე ლეკვის ვაქცინაცია

1 წლამდე ლეკვის ვაქცინაცია

ამ სტატიაში ვისაუბრებთ ლეკვების ვაქცინაციისთვის მომზადების მნიშვნელოვან პუნქტებზე, მისი ჩატარების ვადებზე, განვიხილავთ, ჯანმრთელობის მდგომარეობას და შემდეგ გეტყვით, თუ რატომ უნდა გაუკეთოთ ყველას ეს ვაქცინა.

რატომაა საჭირო ვაქცინაცია?

საშიში დაავადებების წინააღმდეგ იმუნიტეტის გასავითარებლად საჭიროა ვაქცინაცია. პატარის სიცოცხლის პირველ კვირებში კოლოსტრალური ანტისხეულები დაიცავს მას ინფექციებისგან. ეს ანტისხეულები მან დედისგან მიიღო, რძით. მაგრამ დროთა განმავლობაში მათი დონე სისხლში იკლებს და შემდეგ ჩნდება საკუთარი იმუნიტეტის შექმნს საჭიროება. სწორედ ამისთვის კეთდება ვაქცინაცია. ვაქცინაცია საჭიროა, მაშინაც კი, თუ თქვენ აპირებთ შინაური ცხოველის გასეირნებას მხოლოდ თქვენს ტერიტორიაზე. არაერთი ინფექცია შეიძლება სახლში ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით მიიტანოთ და ან ცხოველებისგან (კატები, თაგვები, ზღარბი და ა.შ.) გადაედოს.

რომელი ვაქცინა უნდა გაიკეთოს ლეკვმა?

ლეკვებს უნდა ჩაუტარდეს ვაქცინაცია შემდეგი ინფექციების წინააღმდეგ:
  • ⦁ ლეპტოსპიროზი
  • ⦁ პარვოვირუსული ენტერიტი;
  • ⦁ I ტიპის ადენოვირუსი;
  • ⦁ პარაგრიპი;
  • ⦁  ჭირი;
  • ⦁ ცოფი.
გარდა ამისა, თუ შინაური ცხოველი ხშირად იმყოფება ძაღლების თავშეყრის ადგილებში (გამოფენებზე, ვარჯიშებზე და ა.შ.), საჭიროა ბორდეტელოზის საწინააღმდეგო ვაქცინა. თუ ხშირად გადიხართ ბუნებაში, შინაურ ცხოველთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ლეპტოსპიროზისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. ამრიგად, ვაქცინაციის გრაფიკი დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე და უნდა იყოს მორგებული კონკრეტულ ძაღლზე.

როდის უნდა გავუკეთოთ აცრა?

ლეკვის პირველი ვაქცინაცია

ლეკვებს სჭირდებათ ადრეული ვაქცინაცია – 6-8 კვირაში. ფაქტია, რომ პატარამ მიიღო გარკვეული რაოდენობის ანტისხეულები დაბადებისთანავე, მაგრამ დედის რძით მიღებული იმუნიტეტი დაქვეითებულია. ზოგიერთი ლეკვი უფრო დაუცველი ხდება 6 კვირის ასაკში, ზოგი – 3 თვის ასაკში. იმუნური სისტემის ფუნქციონირება ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ინფექციის პრევენცია. ყველაზე ხშირად გამოყენებული ვაქცინაციის სქემა ლეკვებისთვის, რომელიც ითვალისწინებს 3 აცრას სიცოცხლის პირველ წელს. ძაღლების ვაქცინაციის გრაფიკი ერთი წლის განმავლობაში გამარტივებული ფორმით ასე გამოიყურება:
  1. ⦁ პირველი ვაქცინაცია ლეკვებს უტარდებათ მე-8 კვირას (2 თვე) ან შემდეგ;
  2. ⦁ ლეკვს მეორე ვაქცინაცია უტარდება პირველიდან 3-4 კვირის შემდეგ;
  3. ⦁ მესამე – 16 კვირის შემდეგ, ყველაზე ხშირად ექიმები გვირჩევენ მეორე ვიზიტს კბილების მოცვლის პერიოდში, 6-8 თვის ასაკში;
  4. ⦁ შემდეგ ძაღლებს ვაქცინაცია უტარდებათ წელიწადში ერთხელ.
თუმცა, ეს ვარიანტი ყველასთვის შესაფერისი არ არის. თუ არ არის სანდო პატარის დედის იმუნიტეტი ან ის მანამდე ჰყავდათ თავშესაფარში, მაშინ ვაქცინაციას გაცილებით მეტი ყურადღება უნდა მიექცეს. ვეტერინარული მედიცინის მსოფლიო ორგანიზაციის (WSAVA) ამჟამინდელი რეკომენდაციების მიხედვით, ლეკვის პირველი ვაქცინაცია ტარდება 6 კვირის ასაკში (1,5 თვე) და შემდეგ ყოველ 3-4 კვირაში, 16 კვირამდე (4თვე). ამრიგად, ლეკვი სიცოცხლის პირველ 4 თვეში 4 აცრას იკეთებს. ეს სიმრავლე ასოცირდება კოლოსტრალურ იმუნიტეტთან, რომელიც ზემოთ განვიხილეთ. მნიშვნელოვანია, რომ ლეკვის იმუნურმა სისტემამ და არა ანტისხეულებმა, რომლებიც მან მიიღო დედისგან, რეაგირება მოახდინოს ვაქცინაზე, რადგან ვაქცინაციის მიზანი არის საკუთარი იმუნიტეტის განვითარება. როგორც წესი, პირველი ვაქცინაციისთვის კლინიკაში ვიზიტისას, ლეკვების ვაქცინაციის განრიგი შეირჩევა ერთ წლამდე (თქვენი შინაური ცხოველის ასაკის მიხედვით).                              

როგორ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის ?

იმისათვის რომ ლეკვის აცრამ მაქსიმალურად მშვიდად ჩაიაროს ამისათვის საჭიროა სათანადოდ მოვემზადოთ ვაქცინაციისთვის თქვენ დაგჭირდებათ:
  • ჯამრთელი ლეკვი აცრებამდე 2 კვირით ადრე მას არ უნდა აღენიშნებოდეს ავანტყოფობის ნიშნები როგორიცაა გულის რევა, ხველება, მაღალი სიცხე, მადის დაქვეითება, სისუსტე.
  • თავისუფალი დრო ვეტ კლინიკიდან წამოსვლის შემდეგ ეცადეთ თქვენს ოთხფეხა მეგობართან 3-4 საათი მაინც გაატაროთ რათა დააკვირდეთ თუ როგორ გრძნობს თავს .
  • პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატი  თუ თქვენ ჯერ არ დაგიმუშავებიათ ლეკვი პარაზიტების საწინააღმდეგო პრეპარატით აუცილებლად დაამუშავეთ ლეკვი 10-14 დღით ადრე ვაქცინაციამდე. პარაზიტებმა შესაძლოა მოახდინონ ბევრი დაავადებების პროვოცირება ამიტომ ჭიაზე დამუშავება უნდა მოხდეს 3 თვეში ერთხელ დიდებში და ლეკვებში 1,5 თვეში ერთხელ.

ძაღლის მდგომარეობა ვაქცინაციის შემდეგ

უმეტეს შემთხვევაში, პატრონები ვერ ამჩნევენ რამე ცვლილებას მათი შინაური ცხოველების მდგომაროებაში. მაგრამ ვაქცინაციამ მაინც შეიძლება, გამოიწვიოს შინაური ცხოველის ქცევაში, გარკვეული ცვლილებები. და ეს არ ეხება მხოლოდ იმუნურ პასუხს ვაქცინაზე. ნუ დაივიწყებთ სტრესს, კლინიკაში ვიზიტის დროს. დერეფანში ლოდინი, სხვა ცხოველების იქ ყოფნა, ექიმის გამოკვლევა, ტემპერატურის გაზომვა, თავად ინექცია. დიდი ალბათობით, ლეკვი პირველად განიცდის ყველა ამ შთაბეჭდილებას. არ არის საჭირო ნერვიულობა თუ შინაურ ცხოველს, ექიმთან ვიზიტის შემდეგ, ძილიანობა აღენიშნება, მოწყენილია ან მადა არ აქვს. ეცადეთ, შეუქმნათ მას სიმშვიდე, აჩუქოთ საყვარელი სათამაშო, გაუმასპინძლდეთ მას (მავნე საკვების გარეშე, როგორიცაა შოკოლადი, ყურძენი, შემწვარი, ცხიმიანი და ა.შ.).როგორც წესი, ეს არის უმნიშვნელო სისუსტე და ის გადის პირველივე დღის შემდეგ. თუ ლეკვმა მოულოდნელად მოიწყინა და დიდხანს სძინავს, უნდა მიმართოთ ექიმს. აღწერილი სიმპტომებიდან გამომდინარე, ექიმი გეტყვით, რამდენად სერიოზულია ეს და გირჩევთ, გჭირდებათ თუ არა პატარას კლინიკაში წაყვანა. ძალიან მნიშვნელოვანია ვისაუბროთ ვაქცინის შემადგენელი კომპონენტების ინდივიდუალურ რეაქციაზე. ალერგია შეიძლება გამოიწვიოს ნებისმიერმა წამალმა. იმისთვის, რომ დროულად ამოიცნოთ მისი ნიშნები, უნდა იცოდეთ როგორ გამოიხატება.
ალერგიის სიმპტომები
  • ⦁ შეშუპება. ყველაზე ხშირად სახის შეშუპება. თათები ან კისერიც შეიძლება, შეშუპებული იყოს;
  • ⦁ ქავილი. შინაური ცხოველი იქავებს სახეს, თათებს, საზარდულს, მუცელს;
  • ⦁ კანისა და ლორწოვანი გარსის სიწითლე. ზოგ შემთხვევაში შინაურ ცხოველებს აღენიშნებათ გამონაყარი, ტუჩებისა და თვალების კონიუქტივის სიწითლე
  • ⦁ ტაქიპნოე – სწრაფი სუნთქვა;
  • ⦁ ქოშინი, ჰაერის უკმარისობა. სუნთქვა შეიძლება იყოს მძიმე, ხმამაღალი, მუცლით. მძიმე შემთხვევებში, შინაურ ცხოველმა შეიძლება კისერი წამოწიოს, თათები ფართოდ გაშალოს;
  • ⦁ შედარებით იშვიათად. ინდივიდუალური შეუთავსებლობის გამო, შეიძლება განვითარდეს ღებინება, დიარეა, მძიმე დეპრესია, გამონადენი ცხვირიდან და თვალებიდან.
ინდივიდუალური შეუთავსებლობა ვლინდება პრეპარატის მიღებიდან პირველ საათებში და საჭიროებს სასწრაფო კონტაქტს კლინიკასთან. ვიმედოვნებთ, რომ ახლა თქვენთვის გასაგები გახდა, როდის და რომელი აცრები უნდა ჩაუტარდეს ლეკვს და არ გამოტოვებთ მათ!
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!