ჰიპოალერგიული კატები: 15 საუკეთესო ჯიში ალერგიული ადამიანებისთვის

ჰიპოალერგიული კატები: 15 საუკეთესო ჯიში ალერგიული ადამიანებისთვის

ჰიპოალერგიული კატებით დაინტერესებული არიან ადამიანები, რომლებსაც ოთხფეხა მეგობრის შეძენაში იმუნური სისტემის ზემგრძნობელობა უშლით ხელს. კატებზე ალერგია უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე სხვა ცხოველებზე. ეს თემა ძალიან აქტუალური აღმოჩნდა, ამიტომ გადავწვიტეთ, ამ საკითხზე დაგვეწერა. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ჰიპოალერგიული კატების ჯიშების სიას ალერგიული ადამიანებისთვის.

ალერგიის მიზეზები

მცადრი მოსაზრებაა, რომ ალერგიულ რეაქციას კატის ბეწვი იწვევს. სინამდვილეში ყველაზე ხშირად ალერგიას იწვევს ცილა სახლწოდებით Fel D1, რომელსაც შეიცავს კატის დორბლი და კანი. ამ ცილის ნაწილაკები მარტივად ვრცელდება და მისი დიდი ნაწილი კატის ბეწვზე ილექება – ეს მოსაზრება სწორედ აქედან იღებს სათავეს. ცნობილია კატების ჰიპოალერგიული ჯიშები, რომლებიც სასიშ ცილას ყველაზე მცირე რაოდენობით გამოყოფენ. თუმცა, ბევრ ალერგიულ ადამიანს მათი დაავადება ხელს არ უშლის კატასთან ერთ სახლში ცხოვრებაში და მასთან კონტაქტშიც. თუ დაიცავთ წესებს და მიეჩვევით ალერგენს (როდესაც ავადმყოფს რეგულარულად აძლევენ ალერგენის გარკვეულ დოზას და ნელ-ნელა ზრდიან საჭირო კომპონენტის დოზას), შესაძლებელია არა მხოლოდ მოიშოროთ ალერგიის სიმპტომები, არამედ მიაღწიოთ კლინიკურ გამოჯანმრთელებასაც. ასეთი კურსის შემდეგ ადამიანს შეუძლია მშვიდად იცხოვროს ცხოველთან, მაგრამ სხვა ცხოველებზე ალერგია შეუნარჩუნდება.
гипоаллергенные кошки это миф

კატაზე ალერგიის სიმპტომები

რესპირატორული ალერგიის სიმპტონები შემდეგია:
  • ცხვრის გაჭედვა და ალერგიული სურდო;
  • ცხვირ-ხახის წვა და ქავილი;
  • გართულებული სუნთქვა, ხველა, ცემინება;
  • ცხვირ-ხახის გასიება;
ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებთან ერთად, ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სისუსტე და ტემპერატურის მომატება. კანზე კატასთან კონტაქტის შემდეგ ალერგია ასე ვლინდება:
  • კანის გაღიზიანება და ქავილი;

კატებზე ალერგიის სხვა სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • სისუსტე;
  • თვალების გასიება, ცრემლდება;
  ალერგიის ნიშნები მრავალფეროვანია და სხვადასხვა ინტენსივობით ვლიდება, ბევრი რამ არის დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის თავისებურებებზე და ცხოველის ჯიშზე.
избегать аллергических симптовов поможет выбор кошек гипоаллергенной породы

არსებობს თუ არა ჰიპოალერგიული კატის ჯიშები?

ჯიშები, რომლებზეც გარანტირებულად არ გექნებათ ალერგია (ეგრეთ წოდებული ანტიალერგიული კატები), არ არსებობს. სამაგიეროდ, არსებობენ ისეთები, რომლებიც ნაკლებად ალერგიულები არიან. კატის ასეთ ჯიშებს ანტიალერგიულებს პირობითად უწოდებენ. საქმე საშიში ცილის ნაკლებად გამომუშავებაშია. ამ ტიპის ცხოველებს მიეკუთვნებიან:
  • მელოტი, უბეწვო კატები. ბეწვის არასებობა აქ მთავრი არაა. კანზე დაგროვებული ალერგენების მოშორება იოლია, მაგალითად, ცხოველის დაბანით.
  • კატები, რომლებსაც ბეწვის შიდა დამცავი საფარი არ აქვთ. ეს საფარი მნიშვნელოვან როლს ასრულებს, რადგან ბეწვის გამოცვლის პერიოდში ალერგენები მეტი ინტენსივობით ვრეცელდება, კატები კი, რომლებსაც ბეწვისშიდა საფარი არ აქვთ, პრაქტიკულად, ბეწვს არ იცვლიან. მართალია, ეს თავისებურება მათში სიცივის აუტანლობის მიზეზია.
  • საშიში ცილის ნაკლებად გამომმუშავებელი კატები. ბევრმა არ იცის, რომ აბსოლუტურად ჰიპოალრგიული კატები მითია. ეს მცდარი მოსაზრება იმიტომ გავრცელდა, რომ ყველას არ ესმის ალეგიის გამოვლენის მიზეზები. მაგალითად, ხშირად ანტიალერგიულ ჯიშებს მიაკუთვნებენ სფინქსებს, რადგან ბეწვი არ აქვთ, მაგრამ ეს ცხოველები ისევე გამოიმუშავებენ Fel D1 ცილას როგორც სხვა დანარჩენები. ამრიგად, კატები რომლებზეც შეიძლება ალერგია არ გქონდეთ, არ არსებობენ.

ჰიპოალერგიული კატების ჯიშები

ჰიპოალერგიულ კატებად ითვლებიან ჯიშები, რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ ერთ კრიტერიუმს მაინც აკმაყოფილებენ. ჩვენ შევადგინეთ ალერგიული ადამიანებისთვის შესაფერისი კატების ჯიშების სია, რომლებიც Fel D1 ცილას მინიმალური რაოდენობით გამოყოფენ. ალერგიის მქონე ადამიანებისთვის ერთ ტერიტორიაზე ასეთ ცხოველებთან ერთად ცხოვრება გაცილებით მარტივია. ექიმები გვირჩევენ, ყურადღება მივაქციოთ ცხოველების ბეწვის საფარს, უპირატესობა მიანიჭეთ ქვედა საფარის არ მქონე, შიშველ, ან ხუჭუჭა ჯიშებს. ამ უკანასკნელებს, ბეწვი ნაკლებად სცვივათ და მას სახლში არ აბნევენ.

ციმბირული კატა

ზომა: საშუალო, უფრო ახლოა მსხვილთან; ბეწვი: საშუალო სიგრძის; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი. ციმბირელების“ საიდუმლო Fel D1-ის მცირე რაოდენობით გამომუშავებაშია. ჯიში რამდენიმე ასეული წლის წინ რუსეთშია გამოყვანილი. ეს ზოლიანი, ფუმფულა ბეწვის მქონე კატები, დიდი და საშუალო ტანისანი არიან, კარგი ფიზიკური აღნაგობით გამოირჩევიან და ძლიერი დიდი თათებით. „ციმბირელებს“ სხვებისგან განასხვავებს მსხვილი თავი, ოქროსფერი, ან მომწვანო თვალები. ამ ჯიშის წარმომადგენლები ცნობილნი არიან თამაშის სიყვარულით, გონებამახვილობით, ერთგულებითა და კეთილშობილებით.
Сибирские кошки могут подойти для аллергиков и астматиков

ბენგალური კატა

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-16 წელი; ეს ჯიში ჰიპოალერგიულობას აბრეშუმივით ბეწვს უნდა უმადლოდეს, რომელსაც თითქმის არ იცვლის. ბეგნალური კატა გაჩნდა შინაური კატისა და აზიური ლეოპარდის შეჯვარებით. ისინი გამოირჩევიან დაკუნთული აღნაგობით, სამკუთხედი თავი აქვთ და ლეოპარდის შეფერილობა. ენერგიულები, მეგობრულები და ჭკვიანები არიან, ადვილად პოულობენ საერთო ენას ადამიანებთან და სხვა ცხოველებთან. ბენგალური კატები წყლის პროცედურებზე გიჟდებიან, მაგრამ მათი ბანაობა რეკომენდირებულია მაქსიმუმ, თვეში სამჯერ.
Бенгальская кошка относится к безаллергенным породам

ორიენტალური

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე, გრძელი; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15–20 წელი; ეს კატები აღსანიშნავნი არიან Fel D1-ის დაბალი შემცველობით და ნაკლები ბეწვის ცვენით. ორიენტალები – ექსპერიმენტული ჯიშია, რომელიც სიამის კატებისგან წარმოიშვა. არსებობენ მოკლებეწვიანი და გრძელბეწვიანი ორინეტალები. ისინი არიან გრაციოზულები, ეგზოტიკური გარეგნობა აქვთ, რასაც დიდი, დაშორებით ამოსულ ყურებს უნდა უმადლოდენ. ტანი – წაგრძელებული, თავი სამკუთხედის ფორმის, ყველაზე ხშირად თვალები მომწვანო აქვთ, კიდურები გრძელი, შეფერილობა მრავალფეროვანი. ორიენტალური ჯიშის კატები მეგობრულობით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩევიან.
Ориентальная кошка является одной из противоаллергенных пород

ბალინეზიური

ზომა: საშუალო; ბეწვი: ნახევრად გრძელი; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-16 წელი; ბალინეზების ჰიპოალერგენურობა მიიღწევა ცილის დაბალი კონცეტრაციის მეშვეობით. სხვა მნიშვნელოვანი ფაქტორი ბეწვის ქვედა საფარის არარსებობაა. ბალინეზიური კატები ამაყები, გრაციოზული ცხოველები არიან და არისტოკრატულად გამოიყურებიან. აქვთ ათლეტური აგებულება და განვითარებული კუნთები. შეფერილობა სხვადასხვგვარი შეიძლება ჰქონდეთ – ბლუ-პოინტის, ფროსტ-პოინტის, სილ-პოინტის სტილში. ბალინეზიური კატა საკმაოდ კონტაქტურია, დიდ ყურადღებას მოითხოვს. მათ მარტოობა და შინ სიჩუმე ძალიან ცუდად გადააქვთ.გონიერები, ცნობისმოყავრენი არიან, სურთ მუდამ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. ბალინეზები მსოფლიოში ყველაზე ჭკვიანი კატების ათეულში მოხვდნენ. Балинезийская это ещё одна неаллергенная порода кошек

სიამის კატა

ზომა: პატარა; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15-20 წელი; ამ ჯიშის კატებს მათი მოკლე ბეწვის წყალობით, ბეწვის ცვენა ნაკლებად ახასიათებთ. სიამის კატები იდეალური პროპორციების მქონე კატები არიან, აქვთ მოქნილი სხეული და მაღალი, წვრილი კიდურები. ძირითად კოლორ-პოინტის შეფერილობა ახასიათებთ (ღია ფერის ბეწვი მუქი მონაკვეთებით თათებზე, სახესა, ყურებზე და კუდზე) სიამის კატები ჭკვიანები არიან, ერთი პატრონის ერთგულებით გამოირჩევიან. ამასთან, არიან ძალიან ეჭვიანები და ადამიანის ყურადღების სხვა ცხოველებთან გაყოფას არასდროს დათანხმდებიან, ამიტომ რთულია მათ არაკონფლიქტურები ვუწოდოთ.
Сиамская порода кошек антиаллергенная

ნევური მასაკარადული

ზომა: დიდთან მიახლოებული; ბეწვი: გრძელი; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15—18 წელი; ეს ჯიში სიამისა და ციმბირული კატების შეჯვარებით წარმოიშვა, ორივე ჯიშისგან ჰიპოალერგიული თვისებები ერგო. ნევურ მასკარადულებს გამოარჩევს სქელი, ფუმფულა ბეწვი, ცისფერი თვალები, მუქი სახე ღია ტანის ფონზე. ვიზუალურად ეს არიან ძლიერი კატები, საკმაოდ პროპორციულები, კარგი აღნაგობით დაჯილდოებულნი. ამ ჯიშის წარმომადგენლებს აქვთ მშვიდი ხასიათი, არ უყვართ თავის მობეზრება, დამოუკიდებელნი არიან და განსაკუთრებული ყურადღება არ სჭირდებათ.
Невская маскарадная это порода кошки на которую нет аллергии

ოციკეტი

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 16—20 წელი; ოციკეტებს არ აქვთ ბეწვის ქვედა დამცავი საფარი, ამის გამო ჰიპოალერგიუელებად ითვლებიან. ოციკეტი მძლავრი, დიდი სხეულის მფლობელია, აქვს მაგარი ძვლები და გამოირჩევა ეგზოტიკური კოპლებიანი შეფერილობით. ეს კატები არიან კონტაქტურები, ალერსიანები, ჭკვიანები, მათი თავისებურება გამოხატულია იმაში, რომ სახლს არ ეჯაჭვებიან და სხვა სახლში გადაბარაგება ადვილად გადააქვთ.
Оцикет та порода кошек, которая не вызывает аллергию у людей

ბურმანული

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15—20 წელი; მოკლებეწვიანი ბურმანული კატები ბეწვს თითქმის არ იცვლიან, ასევე არ აქვთ ქვედა საფარი. გამოირჩევიან დაკუნთული, ძლიერი ტანით და მოკლე მბზინავი ბეწვით, აქვთ დიდი ყვითელი თვალები. ბეწვი შეიძლება ნებისმიერი შეფერილობის ჰქონდეთ, შეიძლება იყოს ერთ ფერში, ან თათებსა, კუდზე და სახეზე ჰქონდეს მუქი ლაქები. ბურმანულ კატებს უყვართ თამაში, ალერსიანები არიან, კარგად უგებენ სახლში მცხოვრებ სხვა კატებსა და ძაღლებს.
Бурманская это ещё одна из пород кошек для аллергиков

იავანური

ზომა: საშუალოზე პატარა; ბეწვი: საშუალო სიგრძის; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელი; ავანეზები“ – ორიენტალების ახლო ნათესავები არიან, ჯიში მიღებულია ბალინეზიური და სიამის კატების შეჯვარებით. ბეწვის დამცავი ქვედა საფარი არ აქთ. იავანურ კატებს აქვთ დიდი ყურები, გრძელი ტანი, მოხდენილი კიდურები და სხეული. შეფერილობა შესაძლებელია ნებისმიერი ჰქონდეთ. თავნება, ჯიუტი და მტკიცე ხასიათი აქვთ, აქტიური, ცნობისმოყვარე და თამაშის მოყვარული ცხოველები არიან.
Яванская кошка входит в список гипоаллергенных пород для людей с аллергией

ნაპოლეონი (მენუეტი)

ზომა: პატარა; ბეწვი: სხვადასხვა სიგრძის შეიძლება ჰქონდეს; სიცოცხლის ხანგრძლივობა; 12-15 წელი; მიუხედავად იმ ფაქტისა რომ ნაპოლეონების წინაპრები ფუმფულა სპარსული კატები იყვნენ, ამ კატებს ბეწვი თითქმის არ სცვივათ, აქვთ მოკლე ტანი, ფართო ზურგი და ძლიერი კისერი. უკანა კიდურები, ტრადიციულად, წინა კიდურებზე გრძელი აქვთ. ულამაზესი კუდი სიარულისას ზევით აქვთ აწეული. შეფერილობა სხვადასხვა შეიძლება შეგვხვდეს. მენუეტის ჯიშის კატები გონიერები, ალერსიანები, კონტაქტურები არიან და მარტოობა ცუდად გადააქვთ. гипоаллергенный кот породы Наполеон

ლიკოი

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 15 წლამდე; ეს ჯიში შედარებით ცოტა ხნის წინ გამოიყვანეს, აქვს მეტყველი თვალები და აგორგლილი ბეწვი. ბეწვი მართლაც გორგლებად ამოსდით და მისი შეცვლის პერიოდში, შეიძლება მთლიანად მოსძვრეთ. ამის გამო, ალერგენები მასზე დაგროვებას ვერ ასწრებენ. ლიკოები ჰარმონიული აღნაგობის, წვრილტერფა ცხოველები არიან -არაჩვეულებრივი გარეგნობით გამოირჩევიან. მიუხედავად მკაცრი ვიზუალისა, ალერსიანი, კეთილი, დამჯერი ცხოველები არიან. პატრონს პირველსავე დღეებში ეჯაჭვებიან, თუმცა, თავს მარტოობაშიც კომფორტულად გრძნობენ.
гипоаллергенный кот породы ликой

დევონ-რექსი

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12—17 წელი; ამ ჯიშის ჰიპოალერგიულობას განაპირობებს მოკლე ხვეული ბეწვი. დევონებს ეგზოტიკური გარეგნობა აქვთ – დიდი ყურები, გამჭოლი მზერა, რბილი, ხვეული ბეწვი, რომელიც სხვადასხვა შეფერილობის შეიძლება იყოს. ის არის ჭკვიანი, ალერსიანი, ზომიერად აქტიური ცხოველი, უყვარს თავისი პატრონები და ცდილობს, სულ მათ გვერდით იყოს.
гипоаллергенный котенок породы Девон-рекс

კორნიშ-რექსი

ზომა: საშუალო; ბეწვი: მოკლე; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელი; რექსი, ისევე, როგორც დევონი და კორნიში უნიკალური ბეწვის მფლობელია – ის მოკლე, ხვეულია და თითქმის არ სცვივა. ამიტომ მას არაალერგიულ კატის ჯიშად აღიარებენ. კორნიშ-რექსის ძირითადი მახასიათებლებია: მსუბუქი, მოხდენილი, გძელფეხება. ეს ჯიში ითვლება ერთ-ერთ ყველაზე მხიარულად, თამაშის მოყვარულად და აქტიურად.
гипоаллергенная кошка породы Корниш-рекс

პეტერბოლდი

ზომა: საშუალო; ბეწვი: თითქმის არ აქვს; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელი; ეს ჯიში რუსეთშია გამოყვანილი, პეტერბოლდი უბეწვო ჰიპოალერგიული ჯიშია, აქვთ მოგრძო ვიწრო სახე, ნუშისებრი თვალები, სწორი პროფილი და დიდი ყურები. მათი ხასიათის ძირითადი თვისებებია კომუნიკაბელურობა, მეგობრულობა და ალერსიანობა.
Петерболд одна из гипоаллергенных пород котов

დონის სფინქსი

ზომა: მოზრდილი; ბეწვი: თითქმის არ აქვს; სიცოცხლის ხანგრძლივობა: 12—15 წელი; ეს შიშველი კატები, პეტერბროდების მსგავსად, რუსეთში არიან გამოყვანილნი. ზოგჯერ, ახალგაზრდა ცხოველებს სახესა და თათებზე ბეწვის მცირე რაოდენობა აქვთ. დონის სფინქსები არიან ალერსიანები და მეგობრულები, ნებისმიერ ადამიანთან შეუძლიათ საერთო ენის გამონახვა, ემოციების გამოხატვა ხმისა და მიმიკების დახმარებით გამოსდით.
Донской сфинкс подходит людям с аллергией на кошек

ჯიშების სია, რომლებსაც ალერგიულმა ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ

ასეთი დაყოფა პირობითია. ყველაფერი ალერგიის ტიპზეა დამოკიდებული კატების ალერგიული ჯიშის გაგება ინდივიდუალურია, შესაძლოა ჩამოვთავლოთ ზოგიერთი მათგანი:
  • სპარსელები და ეგზოტები. ისინი საშიშ ცილას დიდი რაოდენობით გამოიმუშავებენ, გრძელი ბეწვი კი, მის გავრცელებას უწყობს ხელს;
  • მეინ-კუნი, ნორვეგიული ტყის, ამერიკული ბობტეილი, კიმრიკი. მათ აქვთ ძალიან სქელი ბეწვი, რომელიც ძალიან სცვივათ, მათ ბეწვთან ერთად ალერგენები მარტივად ედება სახლს.
  • სფინქსები. ისინი ამ ცილას გამოყოფენ რეგულარული წყლის პროცედურების გამო, ისე, ისინი შეიძლება ჰიპოალერგიულებად ჩავთვალოთ, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ხშირად არ დავბანთ.
к менее аллергенным породам кошек относят сиамскую

ცხოველის მოვლის თავისებურებები, თუ სახლში ალერგიული ადამიანია

ცხოველების მოვლის წესების დაცვის შემთხვევაში, რომლებიც ალერგიული ადამიანებისთვის არის რეკომენდირებული, არასასურველი რეაქციების წარმოქმნის ალბათობა მნიშვნელოვნად იკლებს.
  • აბანავეთ კატა კვირაში 1-3-ჯერ;
  • გაწმინდეთ კატის საწოლი რაც შეიძლება ხშირად, მნიშვნელოვანია მისი სათამაშოების გარეცხვაც;
  • გაწმინდეთ უბეწვო ცხოველები სველი უსპირტო ხელსახოცით, ბეწვიან კატებს რაც შეეხება, მნიშვნელოვანია ისინი კვირაში ერთხელ მაინც დავარცხნოთ;
  • დაიცავით ცხოველის ტუალეტის სისუფთავე;
  • კატასთან ყოველი კონტაქტის შემდეგ დაიბანეთ ხელები.

თუ შესაძლებლობა გაქვთ ცხოველის მოვლა არაალერგიულ ადამიანს ანდოთ, კარგია, თუ ამას გააკეთებთ. ასევე, უნდა აღინიშნოს სტერილიზაციის სარგებლიანობაც, რომელიც Fel D1 ცილის გამომუშავებას ამცირებს.  
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!