ჰასკი ტოგო: ძაღლი, რომელმაც ქალაქი დიფტერიისგან გადაარჩინა

ჰასკი ტოგო: ძაღლი, რომელმაც ქალაქი დიფტერიისგან გადაარჩინა

ციმბირული ჰასკი, მეტსახელად ტოგო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გვერდს უვლიდა ალასკის პორტის „ნომის“ 10 ათასზე მეტი მცხოვრების გადამრჩენელის სახელს. საზოგადოებაში არსებობდა მოსაზრება, რომ სამაშველო ოპერაციაში მთავარი დამსახურება ჰასკის, სახელად ბალტოს, ეკუთვნის. თუმცა, ჟურნალისტები ამტკიცებენ, რომ ტოგომ გაცილებით მეტი გააკეთა, ათასობით ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად. საუბარია 1925 წლის ზამთარზე, როდესაც ალასკას შორეულ პორტ „ნომში“ დიფტერიის ეპიდემიის გაჩენამ 10000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნა. უახლოესი რკინიგზის სადგური, სადაც ანტიტოქსინის მიწოდება შეიძლებოდა, პორტიდან 674 მილის დაშორებით მდებარეობდა. საჰაერო კომუნიკაცია „ნომთან“, იმ მომენტში, ძლიერი თოვლის გამო შეუძლებელი იყო. წამლის მიწოდების ერთადერთი ხერხი, ძაღლებშებმულ მარხილების გამოყენება აღმოჩნდა.
შედეგად აღჭურვილი იყო 20 მარხილი. მათგან ერთ-ერთს მართავდა ცნობილი კინოლოგი, ლეონარდ სეპალა. სტატიის ავტორი იხსენებს, რომ ჰასკი, მეტსახელად ბალტო, იყო გუნდის ლიდერი, რომელმაც 53 მილის რბოლის ფინალური ეტაპი გადალახა. მაშინ როცა მარშრუტის ძირითადი ნაწილი, 264 მილი, ძაღლის, სახელად ტოგო, გასავლელი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ორივე ძაღლი სეპალას თავშესაფარში გაიზარდა. მრავალი წლის განმავლობაში, მთელ მსოფლიოში კინოლოგები აღნიშნავდნენ ბალტოს დამსახურებას ხალხის გადარჩენაში: მას ძეგლიც კი დაუდგეს ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში. ამავდროულად, სწავლულები ყოველთვის თვლიდნენ ტოგოს “დაუფასებელ გმირად”. ისტორიკოსები დაჟინებით მოითხოვდნენ, რომ ძაღლს მიეღო აღიარების თავისი წილი: 2001 წელს ნიუ იორკში, სევარდ პარკში, დაიდგა ძეგლი, ხოლო 2019 წელს დისნეიმ გამოუშვა ფილმი „ტოგო“, რომელშიც როლი შეასრულა ჩვენი გმირის შთამომავალმა – „დიზელმა“.
ცნობილია, რომ ტოგო დაიბადა 1913 წელს. პატარაობაში ძაღლი ხშირად ავადმყოფობდა. სეპალა აღნიშნავდა, რომ თავიდან ვერ ხედავდა პოტენციალს ტანდაბალ და, ერთი შეხედვით, მარხილებისთვის შეუფერებელ ძაღლში. მან ტოგო ერთხელ მეზობელს აჩუქა, მაგრამ ძაღლი ახალ პატრონს ფანჯრიდან გაექცა. მაშინ სეპალა მიხვდა, რომ „გამოუსწორებელ“ ძაღლთან ჰქონდა საქმე. 8 თვის ასაკში ტოგო პირველად მარხილში მოხვდა. იმის შემდეგ რაც ტოგომ 75 მილი დაფარა, მან სეპალას დაუმტკიცა, რომ იდეალური ლიდერია. რამდენიმე წელიწადში ტოგო ცნობილი გახდა თავისი სიძლიერით, გამძლეობითა და ინტელექტით. ის სხვადასხვა შეჯიბრების გამარჯვებული გახდა. იმ მომენტისთვის, როცა ალასკაზე დიფტერიის ეპიდემია დაიწყო, ტოგო 12 წლის იყო, ხოლო მისი პატრონი 47 წლის. ადგილობრივებმა იცოდნენ, რომ დაბერებული, მაგრამ გამოცდილი „დუეტი“ მათი უკანასკნელი იმედი იყო. ვინაიდან დაავადებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყოველდღიურად იზრდებოდა, დაუყოვნებლივი მოქმედება გადაწყვიტეს. ძაღლებშებმული მარხილით საჭირო იყო შრატის 300 ათასი დოზის მიწოდება რკინიგზის სადგურიდან ნომამდე, რომლებიც ერთმანეთისგან 674 მილის დაშორებითაა. 29 იანვარს სეპალა და მისი საუკეთესო 20 ციმბირული ჰასკი, ტოგოს მეთაურობით, გაემგზავრნენ პორტიდან, წამლებით სავსე ქარავანთან შესახვედრად.
ძაღლებს მოუწიათ სირბილი -30 გრადუს ყინვაში, მაგრამ სულ რაღაც სამ დღეში 170 მილი დაძლიეს. პრეპარატით დატვირთვის შემდეგ სეპალა უკან გაემგზავრა. გზად მარხილი ყინულში ჩავარდა. ტოგომ ყველა გადაარჩინა. მან ფაქტობრივად მარტომ ამოიყვანა თავისი მეგობრები წყლიდან. ძვირფასი ტვირთი გადაეცა მეორე მარხილს, ბალტოს ხელმძღვანელობით, ქალაქ გოლოვინში, ნომიდან 78 მილის დაშორებით. ტოგომ სიცოცხლე 16 წლის ასაკში დაასრულა პოლონეთში, სეპალას თავშესაფარში. თავად სეპალა გარდაიცვალა 1967 წელს, 89 წლის ასაკში.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!