ჯეკ რასელ ტერიერი

ჯეკ რასელ ტერიერი

მახასიათებლები

წარმოშობის ქვეყანა ინგლისი

ზომა პატარა   სიმაღლე 25-დან 30 სმ-მდე   წონა 5-8 კგ   ასაკი 14 წლამდე   მოკლე ინფორმაციააქტიური;დამოუკიდებელი;ენერგიული;უშიშარი.

ჯეკ რასელ ტერიერის ჯიშის აღწერა ჯეკ რასელ ტერიერი არის პატარა ძაღლი, რომლის წონა შეიძლება 8 კგ-ს აღწევდეს. ძუების სიმაღლე დაახლოებით 25 სანტიმეტრია. ხვადი ოდნავ უფრო დიდია და 30 სანტიმეტრს აღწევს. ექსპერტები თვლიან, რომ კარგად გამოიყურება ჯიშის ის წარმომადგენელი, რომლის 5 სმ სიმაღლეზე 1 კგ მოდის.

ჯეკ რასელ ტერიერის ხასიათი ჯეკ რასელ ტერიერი ინგლისური მონადირე ძაღლია. მას აფასებდნენ მკვეთრი ყნოსვის, გამძლეობისა და დისციპლინის მაღალი დონის გამო. ითვლება, რომ ამ ჯიშის ძაღლების გაწვრთნა პატრონისგან დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ წვრთნას შეგიძლიათ თავი აარიდოთ: გაუწვრთნელი ჯეკ რასელი უკონტროლო ჯიუტ გამანადგურებლად იქცევა. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს ძაღლი არ არის მხოლოდ მეგობარი ან შინაური ცხოველი. ეს არის სრულფასოვანი კომპანიონი, რომელიც პატრონს ყველგან დაყვება, იზიარებს მის ყველა ჰობისა და საქმიანობას. უფრო მეტიც, ფიზიკური აქტივობა უბრალოდ აუცილებელია ამ ცხოველებისთვის. მოწყენილობისა და აქტივობის ნაკლებობისგან, ეს საყვარელი ძაღლი იქცევა ქარიშხალად, რომელიც თავის გზაზე, ფეხსაცმლიდან დაწყებული ინტერიერის ნივთებით დამთავრებული, ყველაფერს ანადგურებს. ამიტომ, პატრონის ინტერესებში შედის არა მხოლოდ ძაღლთან ერთად ხანგრძლივისეირნობა, არამედ მისთვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რომელიც უშრეტ ენერგიას დაახარჯინებს. ამ ჯიშის ძაღლებს უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და ამისთვის ყველაფერს აკეთებენ. გარდა ამისა, მათ ძალიან უყვართ კომუნიკაცია და სტუმრების მოსვლას არ გამოტოვებენ: თავიდან მათ ფრთხილად დააკხირდებიან, შემდეგ კი საკმაოდ მარტივად და სწრაფად დაამყარებენ კონტაქტს უცხო ადამიანებთანაც კი. სხვა ცხოველებთან ჯეკ რასელი ურთიერთობას ყოველთვის მარტივად როდი ამყარებს. ეს მისი მონადირული ინსტინქტის ბრალია: პატარა ცხოველებს ნადავლად აღიქვამენ. გარდა ამისა, ისინი თავიანთი ნებით პატრონის ყურადღებას არავის გაუზიარებენ. ეს ძაღლები მეგობრულად იქცევიან პატარა ბავშვებთან და სიამოვნებით თამაშობენ მათთან, ისინი ყოველ ჯერზე შეეცდებიან პატრონის ყურადღება ბავშვისგან საკუთარ თავზე გადაიტანონ. მიუხედავად მათი მოკრძალებული ზომისა, ამ ჯიშის ძაღლები ძალიან ხმაურიანები არიან და ბევრს ყეფენ, რითაც მოუმზადებელი ადამიანები შესაძლოა უცებ შეაშინონ კიდეც.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!