ძუ ავიყვანოთ, თუ ხვადი? რომელი ჯობს?

ძუ ავიყვანოთ, თუ ხვადი? რომელი ჯობს?

როდესაც ოჯახში კნუტის შეძენის გადაწყვეტილებას იღებენ, მუდმივად ჩნდება კითხვა: ძუ ჯობს, თუ – ხვადი? ორივე სქესის წარმოამდგენელს აქვს გარკვეული თვისებები, მაგრამ არავინ იცის, ზრდის პერიოდში რომელი თვისება გაუჯდება. ქვემოთ შევაგროვეთ რამდენიმე დაკვირვება ძუ და ხვადი კატების ხასიათის შესახებ.

ძუ

  • მიიჩნევა, რომ ისინი უფრო ალერსიანები არიან და უფრო ხშირად ავლენენ სინაზეს, ვიდრე ხვადები;
  • სისუფთავე უფრო უყვართ, უფრო ხშირად ილოკავენ და იწესრიგებენ თავს;
  • გამოირჩევიან ტაქტით, არ ახასიათებთ ოჯახის წევრებთან ღიად დაპირისპირება;
ძუ კატის მთავარი მინუსი – დენაა. ამ პერიოდში ცხოველები ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, გიჟდებიან, საზიზღრად კნავიან, კუდს სულ ზემოთ სწევენ და ჩვეულებრივზე მეტად ალერსიანები ხდებიან. ამისთვის თავის ასარიდებლად, მათ სტერილიზაციას უკეთებენ.

ხვადები

  • ძუებზე მეტად უყვართ თამაში, გიჟდებიან ნადირობაზე, თავს ესხმიან ნადავლს, რაც ცუდი არაა, თუ სახლში მღრღნელები გაგიჩნდათ;
  • მებრძოლები არიან, ცდილობენ ოჯახურ იერარქიაში მაღალი ადგილი დაიკავონ;
  • ძუებზე აქტიურები არიან, უყვართ ოჯახის წევრების ქცევის და მთლიანად ოჯახური გარემოს კონტროლი;
  • სისუფთავე დიდად არ უყვართ და ტერიტორიას ნიშნავენ ხოლმე.
ხვადების მთავარი მინუსი აგრესიულობაა. შესაძლოა ის გამოიხატოს იმ ოჯახის წევრებზე თავდასხმაში, რომლებსაც კატა მასზე სუსტებად მიიჩნევს. ხვადის დომინანტური ქცევის მოდელი აიძულებს ავტორიტეტები უგულებელყოს – ავტორიტეტი შეიძლება იყოს მხოლოდ მისი პატრონი. ხვადის მოყვანის შემთხვევაში, მზად უნდა იყოთ მისი აღზრდისთვის და იმის ჩვენებისთვის, ოჯახის უფროსი ვინ არის.

სხვა ორიენტირები

ცხოველის არჩევისას არ ღირს მხოლოდ მისი სქესის გათვალისწინება, არანაკლებ მნიშვნელოვანია სხვა კრიტერიუმებიც: ხასიათი, ჯიში, აღზრდა, მათ შორის ისიც, რომელსაც კნუტი ახალ ოჯახში მიიღებს.

თუ მოგიწიათ მოზრდილი კატის აყვანა, მისი ქცევა და ხასიათი ბევრად იქნება დამოკიდებული იმაზე, რისი გადატანა მოუწია. ცხოველი, რომელიც სასტიკი მოპყრობის მხვერპლი იყო, შესაძლოა სამუდამოდ დაშინებულად ან აგრესიულად დარჩეს და ეს მის სქესზე არაა დამოკიდებული. თუმცა, მოფერებითა და ზრუნვით ნებისმიერი ცხოველის ნდობის მოპოვებას შეძლებთ.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!