ძაღლის ნარჩენების დასუფთავება

ძაღლის ნარჩენების დასუფთავება

ძაღლის პასუხისმგებლიანი პატრონისთვის შინაური ცხოველის აღზრდა, ასევე საკუთარი თავის აღზრდაა. საჭიროა, რომ შინაურ ცხოველთან თამაშით გამოწვეულ სასიამოვნო მომენტებს, დასუფთავებაც შეუთავსოთ. ქალაქში ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან გასეირნების შემდეგ დარჩენილი ექსკრემენტი ადამიანებისთვის არის გრუნტის წყლებში შეღწევადი პარაზიტებითა და ბაქტერიებით ინფექციის რისკი.
ევროპაში ძაღლების სასეირნო ადგილებში არის ნაგვის ურნები და სპეციალური ობიექტები, სადაც იყიდება ერთჯერადი ჩანთები. საქართველოში კანონი, რომელიც ავალდებულებს პატრონს, შინაური ცხოველების ნარჩენების დასუფთავებას, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ჯერ-ჯერობით არ მუშაობს და ძაღლის არა კეთილსინდისიერ პატრონს პრაქტიკულად არ აინტერესებს,  თავს არ იწუხებს ცხოველების ნარჩენების დასუფთავებაზე.

ყველა პატრონი არ ასუფთავებს ქუჩას შინაური ცხოველის ნარჩენებისგან, მაგრამ არსებობს კარგი მაგალითები, რომლებიც უკვე თითქმის ყველა პარკშია, თანდათან უბიძგებს ძაღლების პატრონებს, რომ ახალი ინვენტარი შეიძინონ ამისთვის. შინაური ცხოველების მაღაზიებში არის ყველაფერი, რაც დაგეხმარებათ მათი ექსკრემენტებისგან ქუჩის დასუფთავებაში. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი ერთჯერადი ან ნაგვის პარკები, მაგრამ უმჯობესია შეიძინოთ სპეციალური ბიოდეგრადირებადი და არომატიზებული მცირე ზომის პარკები. სასურველია რამდენიმე ცალი წაიღოთ სეირნობისას. ეს ყველაფერი საკმაოდ მარტივია, არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას და დიდ დროს. საჭიროა მხოლოდ ამ სასარგებლო ჩვევის დანერგვა საზოგადოებაში, რაც ხელს შეუწყობს საშიში დაავადებების პრევენციას, ასევე მნიშვნელოვნად დაასუფთავებს გარემოს. გახსოვდეთ, რომ კარგი მაგალითი გადამდებია.

Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!