ძაღლის მოვლაში დაშვებული ძირითადი შეცდომები

ძაღლის მოვლაში დაშვებული ძირითადი შეცდომები

თქვენს სახლში გამოჩნდა ლეკვი. ეს არის დიდი სიხარული და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობაც. რა თქმა უნდა, შინაური ცხოველი ისე უნდა აღზარდოთ, როგორც თქვენ გსურთ – კეთილი, მორჩილი, მოვლილი.
აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ თქვენი ძაღლის ყველა ჩვევა ყალიბდება ბავშვობაში და, მიუხედავად სანდომიანი თვალებისა, ვარდისფერი მუცლისა და რბილი თათებისა, ლეკვს არ უნდა მისცეთ იმის საშუალება, რასაც არ დაუშვებთ ზრდასრული ძაღლის შემთხვევაში. მაშასადამე, რომელია ყველაზე გავრცელებული შეცდომები, რომლებსაც ძაღლების პატრონები აწყდებიან მათზე ზრუნვისას?
  1. ⦁ არათანმიმდევრულობა⦁ ძაღლის აღზრდაში უნდა იყოს ცხოველისთვის გასაგები ლოგიკა და თანმიმდევრობა. თუ დღეს ნება დართეთ ლეკვს დაიძინოს თქვენთან ერთად საწოლზე, რადგან ის არის პატარა, მგრძნობიარე და თბილი, და ხვალ გადაიფიქრეთ, რადგან ძაღლი გაიზარდა და დიდ ადგილს იკავებს, მაშინ ძაღლი ნამდვილად ვერ გაიგებს აკრძალვას და, დიდი ალბათობით, გააგრძელებს იმავეს. გარდა ამისა, თუ არ გინდათ, რომ ზრდასრულმა ძაღლმა წაგაქციოთ, არ მისცეთ უფლება ბავშვობაში, რომ გადაგახტეთ.
  2. ⦁ წვრთნის არარსებობა⦁ ლეკვის შეძენინას პატრონს უნდა ესმოდეს, რომ ძაღლმა უნდა იცოდეს და დაიცვას ძირითადი ბრძანებები, თუნდაც ძაღლის უსაფრთხოებისთვის და ნუ გადადებთ „შემდეგზე“ მის სწავლებას. რაც უფრო ადრე ასწავლით ლეკვს მორჩილებას, მით უფრო ადვილი იქნება მასთან ერთად თანაცხოვრება მომავალში. უკვე ძალიან პატარა ასაკში აუცილებელია ასწავლოთ ლეკვს შემდეგი ბრძანებები: “ჩემთან”, “ახლოს”, “ადგილი”. გახსოვდეთ: ერთხელ სწორად შესრულებულმა ბრძანებამ შეიძლება გადაარჩინოს შინაური ცხოველის სიცოცხლე!
  3. ⦁ ლეკვის დამალვა სამყაროსგან⦁ ლეკვი პატარაა და მის მაგივრად გეშინიათ? უმარტივესი გზაა შემოიფარგლოთ წყნარ და მშვიდ ადგილებში სეირნობით, აუკრძალოთ ლეკვს კომუნიკაცია როგორც ძაღლებთან, ასევე ადამიანებთან. მაგრამ როგორი გაიზრდება ასეთი აღზრდის შედეგად? ლეკვმა რაც შეიძლება ადრე უნდა გაიცნოს დიდი ქალაქის „გამაღიზიანებლები“, ისწავლოს ნათესავებთან ურთიერთობა, არ ეშინოდეს მანქანების და შეძლოს საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობა.
  4. ⦁ ჭარბი კვება⦁ კიდევ ერთი გავრცელებული შეცდომა, ძაღლების მოვლისას, არის დაუბალანსებელი რაციონი და მაგიდიდან საჭმლის მიცემა. დიახ, ლეკვმა უნდა მიიღოს „გემრიელობები“, მაგრამ გარკვეული მიზეზით: მაგალითად, სწორად შესრულებული ბრძანებისთვის. შინაური ცხოველის უმიზეზოდ სასუსნავებით კვებით, პატრონები უკარგავენ მათ ღირებულებას, უქრობენ ძაღლს მადას. ასევე, ძაღლს სჭირდება დაბალანსებული რაციონი, ორგანიზებული სპეციალურად მისთვის. უნდა გვახსოვდეს, რომ მარილი ძაღლისთვის შხამია, ქათმის ძვლები კი კუჭს სერიოზულად აზიანებს. ჭარბწონიან ძაღლს ჯანმრთელობის პრობლემები ექნება.
  5. ⦁ რეგულარულად, ბეწვის მოვლის არარსებობა⦁ თუ გრძელბეწვიანი ძაღლი აგყავთ, უნდა გესმოდეთ: იმისთვის, რომ გამოიყურებოდეს ისე როგორც „სურათზე“, ბეწვს მოვლა სჭირდება. და რაც უფრო ადრე შეაჩვევთ თქვენს პატარას რეგულარულ ვარცხნას, შეჭრას ან ტრიმინგს, მით უფრო ადვილი იქნება ზრდასრული ძაღლის ბეწვის მოვლა. თუ ცხოველს არა რეგულარულად ვარცხნით, მაშინ მიიღებთ მკრთალ, მოუვლელ ბეწვს, ჭარბი ქერტლით, შინაური ცხოველის გაღიზიანებას და ნერვიულობას, როდესაც გამონახავთ დროს, რომ რაღაც მაინც იღონოთ სიტუაციის გასაუმჯობესებლად.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!