სეირნობისას, ძაღლის პატრონს გაუაზრებლად შეუძლია შეცდომის დაშვება, ანუ არასწორად მოქცევა, როგორც თავის ძაღლთან ,ასევე მის გარშემო მყოფებთან ან უცხო ცხოველებთან მიმართებაში.
პატრონის შეცდომები თავის ძაღლთან მიმართებით:
⦁ პატრონს ძაღლი საყელოს საბელის გარეშე დაჰყავს. ასეთმა გასეირნებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი შემთხვევა, როგორიცაა: ძაღლის დაიკარგვა ან მანქანის დაჯახება. ძაღლები საკმაოდ ხშირად იკარგებიან.
⦁ პატრონი უყურადღებოა თავისი ძაღლის მიმართ, თუნდაც საყელო ეკეთოს. პატრონის დაუდევრობის გამო ცხოველმა შეიძლება მიწიდან რაღაც შეჭამოს, რამაც შინაური ცხოველის მოწამვლა ან, საერთოდ, სიკვდილი გამოიწვიოს.
⦁ პატრონი ძაღლს ცოტას ასეირნებს. ძაღლთან ერთად გასეირნება მინიმუმ 30 წუთი უნდა გრძელდებოდეს. ძაღლთან ერთად საშუალოდ უნდა იაროთ მინიმუმ 2 საათი. ძაღლი სახლში დაღლილი უნდა ბრუნდებოდეს.
⦁ პატრონი იშვიათად ასეირნებს ძაღლს. ზრდასრულ ძაღლს დღეში 2-3-ჯერ სჭირდება გაყვანა. ლეკვებს ბევრად უფრო ხშირად.
⦁ პატრონს ნაკლებად ან საერთოდ არ აქვს კონტაქტი ძაღლთან გარეთ სიარულისას.
⦁ პატრონი ცოტას ან არასაკმარისს აკეთებს ძაღლის გასაწვრთნელად სეირნობისას.
⦁ პატრონი ძაღლს ერთსა და იმავე მარშრუტზე დაატარებს და არ აცნობს მას გარესამყაროს მრავალფეროვნებას.
⦁ პატრონი თავის ძაღლს უშვებს უპატრონო/უსახლკარო ძაღლებთან საურთიერთოდ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ძაღლის ინფექციური და პარაზიტული დაავადებებით დაინფიცირება.
ძაღლის მეპატრონის მცდარი მოქმედება და დამოკიდებულება უცხო ადამიანებთან მიმართებაში:
⦁ ფრაზა “ნუ გეშინია, არ იკბინება!” არ ხდის პატრონს იმაზე მეტად ტაკტიანს, ვიდრე ის სინამდვილეშია. უცხო პირი შეიძლება იყოს ალერგიული ძაღლის ბეწვზე. მას შეიძლება, საშინლად ეშინოდეს ძაღლების; ძაღლს შეუძლია ადამიანის დასვრა და უბრალოდ – ახლა ამ ადამიანს არ სურს თქვენს ძაღლთან ურთიერთობა.
⦁ პატრონი ნებას რთავს ძაღლს მიუახლოვდეს ბავშვებს. ძაღლმა შეიძლება არ უკბინოს ბავშვს, მაგრამ შეიძლება შეაშინოს ან წააქციოს. ქუჩაში გამოყვანილი ძაღლი არ უნდა მოიქცეს აგრესიულად ან სიყვარულით უცხო ადამიანების მიმართ, არამედ გულგრილად.
⦁ საშუალო და დიდი ზომის ძაღლების გასეირნება ალიკაპის გარეშე. დიდმა ძაღლმა, ალიკაპის გარეშე, შეიძლება გამოიწვიოს შიში ბავშვებსა და მათ მშობლებში. პატრონს შეუძლია ასწავლოს ძაღლს, სიარულის დროს, სათამაშოს პირით ტარება, ეს უცნობებს ზედმეტ დაძაბულობას მოუხსნის.
⦁ პატრონი ნებას რთავს ძაღლს დიდხანს და შემაწუხებლად ყეფოს, გაზონებში ორმოები ამოთხაროს და ხის ტოტები ღრღნას.
⦁ პატრონი ძაღლს ტროტუარზე მოსაქმვის საშუალებას აძლევს და მეტიც, ფეკალიებს არ იღებს იმ ადგილიდან.
ძაღლის მეპატრონის მცდარი ქცევა სხვა ცხოველებთან მიმართებაში:
⦁ ყურადღებითა და მოფერებით ეპყრობა სხვა ძაღლებს.
⦁ უნებართვოდ აიძულებს მასთან და მის ძაღლთან ერთიერთობას სხვა ძაღლებსა და მათ პატრონებს.
⦁ საშუალებას აძლებს თავის ძაღლს ეჩხუბოს სხვა ძაღლებს, დააფრთხოს კატები და მტრედები.
Leave your comment