ძაღლის აყვანის 3 მიზეზი: სამეცნიერო მონაცემები

ძაღლის აყვანის 3 მიზეზი: სამეცნიერო მონაცემები

ყველამ, ვისაც უკვე ჰყავს ძაღლი, იცის, რომ ცხოვრება ძაღლთან ერთად, ბევრად უკეთესი ხდება. რატომ? ჩვენ მოვიძიეთ სამი სამეცნიერო ახსნა:
  1. ძაღლის ყოლა სასარგებლოა გულისთვის1950-დან 2019 წლამდე გამოქვეყნებული კვლევების მიმოხილვამ აჩვენა, რომ ძაღლების პატრონები ნაკლებად იხოცებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ასევე ცხადჰყო ისიც, რომ ძაღლების პატრონებს აქვთ დაბალი არტერიული წნევა და უკეთესად უმკლავდებიან სტრესს, რაც გულ-სისხლძარღვთა პრობლემების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
  2. • ძაღლები დადებითად მოქმედებენ ჩვენს ნერვულ სისტემაზე• მრავალი კვლევა ამტკიცებს, რომ ძაღლებს შეუძლიათ დაგვეხმარონ სტრესისა და შფოთვის შემცირებაში. მათი უბრალო შეხებაც კი ამცირებს არტერიულ წნევას, გულისცემას, ანელებს სუნთქვას და ხსნის კუნთების დაძაბულობას. • ვაშინგტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ძაღლთან გატარებულმა 10 წუთმაც კი შეიძლება, დიდი გავლენა იქონიოს თქვენზე. კვლევის მონაწილეებს ჰქონდათ მნიშვნელოვნად შემცირებული კორტიზოლის (სტრესის მთავარი ჰორმონი) დონე, ძაღლების, რამდენიმე წუთის განმავლობაში, მოფერების შემდეგ.
  3. ძაღლები დადებითად მოქმედებენ ჩვენს ფიზიკურ ფორმაზე2019 წლის ბრიტანულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძაღლების მფლობელები თავიანთ შინაურ ცხოველებს ყოველ კვირას თითქმის 300 წუთის განმავლობაში ასეირნებენ. 200 წუთით მეტს, ვიდრე, ჩვეულებრივ, ადამიანები სეირნობენ, ძაღლების გარეშე.
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!