ძაღლების საუკეთესო ჯიშები ბავშვებისთვისჩვენ შევისწავლეთ ჯიშის სტანდარტები, მომშენებლებისა და პატრონების გამოხმაურებები, რათა შეგვედგინა 40 საუკეთესო ძაღლის ჯიშის სია ბავშვებისთვის. აღმოჩნდა, რომ მცირე ზომის ძაღლი ყოველთვის არ არის საუკეთესო ვარიანტი ბავშვიანი ოჯახისთვის და ხშირად, ძაღლების დიდი ჯიშები შეიძლება გახდეწს კარგი ძიძა ბავშვებისთვის და ბინაშიც უპრობლემოდ შეინახავთ მას. მოხერხებულობისთვის, ბავშვებისთვის საუკეთესო ძაღლები დავყავით სამ კატეგორიად: პატარებად, საშუალოებად და დიდებად.საუკეთესო პატარა ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვის:
იორკშირული ტერიერისიმაღლე: 15-18 სმწონა: 2-3,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: ჰიპოალერგიული, გრძელი, გლუვი, საჭიროებს პერიოდულ გაკრეჭას;მინიატურული ძაღლი მამაცი ხასიათით. მას უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა, მხარს დაუჭერს ნებისმიერ საქმიანობას, კარგად ექვემდებარება. იორკებს არ უყვართ როდესაც კუდსა და ბეწვზე ქაჩავენ და ამაზე შესაძლოა, აგრესიული რეაქცია ჰქონდეთ. ამიტომ, ისინი უფრო შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, რომლებსაც უკვე ესმით, როგორ მოიქცნენ შინაურ ცხოველთან. უფრო პატარებმა, დაუდევრობით, შესაძლოა, მას ზიანი მიაყენონ.
მოპსისიმაღლე: 25-33 სმწონა: 5,5-8,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელიბეწვი: მკვრივი, მოკლე, დიდი რაოდენობით სცვივამოპსი შესანიშნავი კომპანიონი იქნება თქვენი შვილისთვის. გამოდგება ნებისმიერი ასაკის ბავშვებისთვის. მოპსები მომთმენები არიან, პრაქტიკულად არ ბრაზდებიან ბავშვებზე. ის თქვენს შვილს მხარს ნებისმიერ თამაშშიაუბამს ან უბრალოდ, გვერდით მიუწვება, თუ ბავშვი არ არის მიდრეკილი აქტიური თამაშებისკენ. ეს ძაღლი უფროსებს ყეფით ამცნობს, თუ, მაგალითად, ბავშვი მაღლა ავიდა ან სხვა ყოფითი საფრთხე ემუქრება.ფრანგული ბულდოგი სიმაღლე: 25-35 სმწონა: 8-10 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-14 წელიბეწვი: მკვრივი, მოკლეფრანგული ბულდოგები ძალიან კარგად გრძნობენ პატრონის განწყობას. ეს თვისება ეხმარება მათ ბავშვებთან დაახლოებაში. ფრანგული ბულდოგი გახდება თქვენი შვილის ერთგული მეგობარი, როცა მოიწყენს, გაამხნევებს. ის არ არის ძალიან აქტიური, მაგრამ არც ძალიან ზარმაცი ძაღლია. მშვიდად რეაგირებს გარეგამაღიზიანებლებზე, თითქმის არ ყეფს.ჯეკ რასელ ტერიერისიმაღლე: 25-30 სმწონა: 4-6 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-16 წელისამი სახის ბეწვი გვხვდება: გლუვი, უხეში, საშუალოაქტიური ჯიში, რომელიც დიდ ყურადღებას მოითხოვს. გამოდგება 6 წლიდან ბავშვებისთვის. ჯეკ რასელი არ მოითმენს ზედმეტ შეხებას. ამიტომ აუცილებლად დაესწარით ბავშვისა და ძაღლის პირველ თამაშებს. ის ცელქი ბავშვის საუკეთესო მეწყვილედ იქცევა ნებისმიერ თამაშში. თუ თქვენს შვილს მშვიდი ხასიათი აქვს, უმჯობესია სხვა ჯიში განიხილოთ.პომერანული შპიცისიმაღლე: 18-24 სმწონა: 2-3,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-16 წელიბეწვი: რბილი, მკვრივი, სქელი ქვედა საფარითეს ჯიში შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, რადგან ნაზი აგებულება აქვს. ბავშვს უნდა ესმოდეს, რომ შეიძლება ძაღლი დაზიანოს. შპიცი არ არის ეჭვიანი, კეთილი, ალერსიანი ხასიათი აქვს. მათ მუდმივი კომუნიკაცია სჭირდებათ. იდეალურად იწვრთნება.მალტური ბალონკასიმაღლე: 20-25 სმწონა: 3-4 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელიბეწვი: გრძელი, სტრუქტურით ადამიანის თმას გავსმალტური ბალონკა ძალიან ჭკვიანი ძაღლია, მაგრამ მისი გაწვრთნა შეიძლება პრობლემური იყოს. ირჩევს ერთ პატრონს და მხოლოდ მას ემორჩლება, თუნდაც ოჯახში ბევრი ადამიანი იყოს. მუდმივი კომუნიკაცია სჭირდება. მალტური ბალონკა ადვილად პოულობს საერთო ენას ბავშვებთან, სიამოვნებით ითამაშებს ბევრს და არ გამოიჩენს აგრესიას, თუნდაც ბავშვი ბეწვზე ქაჩავდეს. პატარებს, ეს ჯიში მისი თოჯინის მსგავსი გარეგნობის გამო, ჩვეულებრივ, უყვართ.ბიშონ ფრიზესიმაღლე: 25-30 სმწონა: 3-5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: ხვეული, სქელი, გრძელი, აბრეშუმისებრიბიშონ ფრიზე მორჩილი და ადვილად გასაწვრთნელი ძაღლია. ხვადები, ძუებზე მარტივად იწრთნებიან. ამ ძაღლს ადამიანის მუდმივი ყურადღება სჭირდება, უყვარს, როდესაც დიდხანს ეფერებიან. სიამოვნებით წამოგყვებათ ლაშქრობაში. გამოდგება როგორც აქტიური, ასევე მშვიდი ბავშვებისთვის. ბიშონ ფრიზე არის ერთ-ერთი საუკეთესო პატარა ძაღლის ჯიში, რომელიც შესაფერისია ბინებაში საცხოვრებლად და ბავშვებისთვის.აფენპინჩერისიმაღლე: 24-28 სმწონა: 3-5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელიბეწვი: მყარი, აბურდულიტემპერამენტიანი ძაღლია, აფენპინჩერებს სჭირდებათ ადრეული სოციალიზაცია და წვრთნისას მათ მიმართ მკაცრები უნდა იყოთ. ეს ჯიში შესაფერისია თინეიჯერი ბავშვების ოჯახებისთვის. აფენპინჩერები პატარა ბავშვებს, კონკურენტებად აღიქვამენ. ამ ძაღლის გაწვრთნა მოზარდებს დააინტერესებთ. მიუხედავად ენერგიულობისა, აფენპინჩერებს შეუძლიათ ბევრი დრო გაატარონ სახლში, ხანგრძლივი სეირნობის გარეშე.ლევრეტკასიმაღლე: 32-38 სმწონა: 3-5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-14 წელიბეწვი: მოკლე, გლუვილევრეტკებს ნერვული აგზნებისგან ან სიცივისგან აკანკალებთ ხოლმე. ეს ამ ჯიშის დამახასიათებელი თვისებაა. ბუნებით ისინი კატებს ჰგვანან, არ უყვართ ნესტი და სახლში უფრო თბილ ადგილებს ეძებენ. ეს ჯიში შესაფერისია 10 წლიდან მშვიდი ხასიათის მქონე ბავშვისთვის, რადგან მათ არ მოსწონთ ბევრი ხმაური. ლევრეტკები პატრონის მიმართ სიყვარულს ტაქტილურად გამოხატავენ, მოსწონთ მასზე ხახუნი და ლოკვა.ჩინური ფაფრიანისიმაღლე: 23-33 სმწონა: 2-6 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-14 წელიბეწვი: გრძელი – თავზე, თათებსა და კუდზე, სხეული – მელოტიჩინური ფაფრიანი ძალიან მგრძნობიარეა ტემპერატურის ცვლილებების მიმართ. ამიტომ, უმჯობესია, ასეთი ძაღლი ბავშვს იმ შემთხვევაში უყიდოთ, თუ ბინაში ცხოვრობთ. ცივ ამინდში მას სახლშიც კი სჭირდება ტანსაცმელი. გამოდგება სკოლის მოსწავლეებისთვის. კარგად სწავლობს სხვადასხვა ილეთს. პატრონის ერთგულია, მაგრამ მუდმივ ყურადღებას საჭიროებს. დიდი ხნით მარტო ვერ დარჩება.პეკინესისიმაღლე: 15-25 სმწონა: 3-5,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელიბეწვი: გრძელი, უხეში რბილი ქვედა საფარითგამოდგება ოჯახებისთვის, სადაც მოზარდები ცხოვრობენ. პეკინესებს არ უყვართ, როდესაც ზედმეტად ეფერებიან. მცირეწლოვანი ბავშვების მიმართ შესაძლოა აგრესია გამოავლინონ. პეკინესი შეიძლება გახდეს კარგი მეგობარი, თუ ბავშვს ესმის, რომ ძაღლი ძალიან ხშირად ხელში არ უნდა აიყვანოს. მიეკუთვნება კომპანიონ ძაღლებს. თუ უყურადღებოდ დიდი ხნით დატოვებთ, შეიძლება ავადაც კი გახდეს.ჩიხუახუასიმაღლე: 15-23 სმწონა: 1-3 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-16 წელიბეწვი: მკვრივი, მოკლე ან გრძელი, გლუვი, აბრეშუმისებრიეს ჯიში ძალიან ეჯაჭვება პატრონს, მას ფაქტობრივად ფეხდაფეხ დაყვება. თუ ჩიხუახუას დიდხანს დატოვებთ მარტო, ის შურისძიებას დაიწყებს. გამოდგება 6 წლიდან ბავშვებისთვის. ძალიან პატარებზე შეიძლება იეჭვიანოს. თავდაპირველად, პირველ ხანებში, ბავშვისა და ძაღლის ურთიერთობის კონტროლი მოგიწევთ, რათა კომუნიკაციის წესებს ორივე ჩასწვდეს. სამაგიეროდ, მომავალში ჩიხუახუა მოსიყვარულე და მხიარული იქნება გახდება.ში-ტცუსიმაღლე: 23-28 სმწონა: 4,5-8 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-16 წელიბეწვი: ძალიან გრძელი, სქელი და უხეშიში-ტცუ კომპანიონი ძაღლია. აქვს სტაბილური ფსიქიკა და მშვიდი ხასიათი. თუმცა, მუდმივი ყურადღების გარეშე, ის შეიძლება გაღიზიანებული გახდეს. ში-ტცუს ყველა ასაკის ბავშვი უყვარს. მათ ბეწვს მუდმივი დაბანა და გაკრეჭა სჭირდება. გაითვალისწინეთ, რომ ეს შეიძლებამხრებზე თქვენ დაგაწვეთ.კერნ ტერიერისიმაღლე: 28-31 სმწონა: 6-8 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 13-15 წელიბეწვი: უხეში, ამოშვერილი, ფუმფულა და სქელი ქვედა საფარითაქტიური ძაღლია, რომელსაც ბევრი სიარული სჭირდება. კერნ ტერიერი ნებისმიერ სტიმულზე ყეფით რეაგირებას დიწყებს, თუ მარტო დიდხანს დარჩება. მათ უყვართ ბავშვები, ისინი სიამოვნებით აუბამენ მხარს მათ ნებისმიერ თამაშს. კერნ ტერიერებს უყვართ ჭამა და მათხოვრობა. ამიტომ, დარწმუნდით, რომ ბავშვი მას ზედმეტს არ აჭმევს.რუსული ტოი ტერიერისიმაღლე: 20-28 სმწონა: 1,5-3 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელიბეწვი: მოკლე, მკვრივირუსულ ტოი ტერიერებს შეუძლიათ კარგად შეისწავლონ პატრონის სისუსტეები და ისინი საკუთარი თავის სასარგებლოდ გამოიყენონ. მათ არ უყვართ, როდესაც ეჩხუბებიან, შეიძლება დიდი ხნით გაიბუტონ. მეგობრული, კომუნიკაბელური, მაგრამ საკმაოდ შფოთიანი ძაღლები არიან. ამიტომ უმჯობესია ისინი სკოლის ასაკის ბავშვებს აუყვანოთ.საუკეთესო საშუალო ზომის ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვისკორგისიმაღლე: 25-30 სმწონა: 9-14 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: უხეში განვითარებული ქვედა საფარით, უხვად სცვივა.კორგის ჩონჩხის აგებულების თავისებურებების გამო, კიბეებზე სამ თვემდე ასვლა არ შეუძლია, დაბლა – ექვს თვემდე ვერ ჩამოდის. ეს ჯიში შესაფერისია მრავალშვილიანი ოჯახისთვის, კარგად გრძნობს პატრონის განწყობას და არ შეაწუხებს, როდესაც ცუდ ხასიათზეა. კორგი იქნება ძიძაც და მეგობარიც თქვენი შვილისთვის, არ გამოავლენს უკმაყოფილებას და აგრესიას.ინგლისური ბულდოგისიმაღლე: 50-55 სმწონა: 23-25 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 7-10 წელიბეწვი: მოკლე, მკვრივი, ქვედა საფარის გარეშეამ ჯიშის ძაღლები ზანტები არიან, არ მოსწონთ ხანგრძლივი სეირნობა. ისინი ბავშვებს ისე ექცევიან, როგორც მათი პატრონები, ანუ მათ ქცევას აკოპირებენ ისინი იზრუნებენ ოჯახის უმცროს წევრებზე და ითამაშებენ მათთან ერთად, გაუძლებენ ყველა უხერხულობას. მაგრამ გახსოვდეთ, რომ ინგლისური ბულდოგები მიდრეკილნი არიან მეტეორიზმისკენ და ნერწყვის მომატებული დენისკენ.ველშტერიერისიმაღლე: 35-39 სმწონა: 9-9,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: მყარი, ხვეულიაქტიური ძაღლი, რომელსაც მუდმივი წვრთნა და მტკიცე აღზრდა სჭირდება. სეირნობისას ძალიან უყვარს მიწის თხრა. შესაფერისია 6 წლიდან ბავშვებისთვის, უმცროსი ბავშვები შეიძლება დაღალოს. მხარს აუბამს თქვენს შვილს ყველა თამაშში. სიბერემდე ინარჩუნებს მაღალ აქტივობას.ბორდერ კოლისიმაღლე: 47-53 სმწონა: 15-20 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: გრძელი ან მოკლე, რბილი მკვრივი ქვედა საფარითბორდერ კოლი ყველაზე ჭკვიანი ჯიშად არის აღიარებული. თავდაპირველად ამ ძაღლებს ცხვრის სამწყემსად იყენებდნენ. წვრთნის შემდეგ ის გახდება კარგი კომპანიონი და ძიძა ბავშვებისთვის. სჭირდება ხანგრძლივი გასეირნება, ყველაზე კარგად თავს საკუთარ სახლში დიდეზოიან სახლში იგრძნობს.პატარა პუდელისიმაღლე: 35-45 სმწონა: 8-14 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: ხვეული, უხეშიერთ-ერთი საუკეთესო ძაღლი ბავშვებისთვის. მათ აქვთ მაღალი ინტელექტი, სიამოვნებით სწავლობენ ბრძანებებს. ბუნებით კეთილი და მორჩილია. ეს ჯიში შესაფერისია მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, რადგან ძალიან ამტანია. არ ამჟღავნებს აგრესიას, მაშინაც კი, თუ ბავშვები ზედმეტად აწვალებენ ძაღლს.ინგლისური კოკერ სპანიელისიმაღლე: 38-41 სმწონა: 13-14,5 სმსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელიბეწვი: რბილი, სქელი, აბრეშუმისებრიინგლისური კოკერ სპანიელი საოჯახო ძაღლების ჯიშებს მიეკუთვნება. სპანიელებს სჭირდებათ ხანგრძლივი ვარჯიში და თამაში. დაიწყეთ თქვენი საყვარელი ცხოველის აღზრდა ადრეული ასაკიდან და სამომავლოდ, ის იქნება მოწესრიგებული ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს ძაღლები მეგობრულები არიან და სიამოვნებით თამაშობენ ბურთის ან ფრისბის. კოკერ სპანიელები მიდრეკილნი არიან ჭარბი ჭამისაკენ, ამიტომ დარწმუნდით, რომ ბავშვები ზედმეტს არ აჭმევენ.შელტისიმაღლე: 32-40 სმწონა: 7-12 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელიბეწვი: გრძელი, გლუვი, სქელიშელტი ხშირად მონაწილეობს დოგ შოუში, რადგან მათ უყვართ ყურადღება, არიან მხიარულები და კარგად იწვერთნებიან. სახლში მარტო დარჩენა უჭირთ. ეს ჯიში შესაფერისია აქტიური ექსტრავერტული ბავშვისთვის. შელტი ძალიან ცნობისმოყვარეა და ცდილობს გასინჯოს ყველაფერი, რაც მის ინტერესს იწვევს. ამიტომ, კონფლიქტების თავიდან ასარიდებლად, ბავშვის სათამაშოები გადაუმალეთ.ბიგლისიმაღლე: 33-40 სმწონა: 8-18 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-15 წელიბეწვი: მოკლე, გლუვი, უხეშიბიგლები ვერ იტანენ მარტოობას, მათ დიდი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. თუ საკმარისად არ სეირნობენ, ყეფენ. ბიგლები განკუთვნილია 6 წლიდან ბავშვებისთვის. ეს ძაღლები კარგად უგებენ პატარა პატრონებს და აქტიურ თამაშებშიც აუბამენ მხარს. თუმცა, არ დატოვოთ თქვენი შვილი და ძაღლი უყურადღებოდ დიდ ღია სივრცეებში. ბიგლი შეიძლება თამაშმა გაიტაცოს და შორს გაიქცეს.კოლისიმაღლე: 51-61 სმწონა: 19-34 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელიბეწვი: სქელი, გრძელი, სწორი, უხეშიკოლი ერთ-ერთ ყველაზე მშვიდობისმოყვარე ძაღლად ითვლება, კარგად ეგუება სხვა ცხოველებს. გახდება შესანიშნავი ძიძა და მეგობარი ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის. ეს ძაღლი საკმაოდ აქტიურია, მაგრამ ამავე დროს ზომიერებას იჩენს თამაშებში. კოლის ბეწვი მუდმივ ფრთხილ მოვლას საჭიროებს.ბასეტ ჰაუნდისიმაღლე: 28-38 სმწონა: 20-34 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელიბეწვი: მოკლე, გლუვი, მკვრივიბასეტ ჰაუნდი მარტო დიდი ხნით არ უნდა დატოვოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ის დაიწყებს მეზობლების ხმამაღალი ყეფით დაიწყებს. მას ბევრი სიარული სჭირდება. ამ ჯიშის წარმომადგენლებს უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან თამაში და გადაჭარბებულ ყურადღებას იტანენ. ბასეტ ჰაუნდებს კარგად სჭირდებათ გაწვრთნა, რადგან ამ ჯიშს სიჯიუტე ახასიათებს.სამოის ძაღლისიმაღლე: 50-55 სმწონა: 15-30 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: გრძელი, უხეში, სწორი, მკვრივი ქვედა საფარითგამძლე ძაღლი, რომელსაც თითქმის არ აქვს ჯიშის დაავადებები. თავს კარგად გრძნობს მრავალშვილიან ოჯახში ან სხვა ცხოველების გარემოცვაში, რადგან თავდაპირველად ხროვაში ცხოვრობდა. ბუნებით ჭკვიანი და უანგაროა. პატარა ბავშვებსაც კარგად უგებს, უყვარს მათთან თამაში და კარგი ძიძაა. ეს ჯიში, შესანიშნავად იგრძნობს თავს საკუთარ დიდეზოიან სახლში, სადაც ბავშვებთან ერთად ღია ცის ქვეშ თამაშს შეძლებს.უიპეტისიმაღლე: 44-51 სმწონა: 10-12 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-14 წელიბეწვი: მოკლე, გლუვი, მკვრივიუიპეტს ცივ სეზონზე ტანსაცმელი სჭირდება, რადგან მათ პრაქტიკულად არ აქვთ ცხიმი. ეს ჯიში შესაფერისია დიდი სპორტული ოჯახისთვის. უიპეტს მუდმივად უნდა ეთამაშოთ და ავარჯიშოთ. თუმცა ენერგიულები მხოლოდ ქუჩაში არიან, სახლში დასვენებას ამჯობინებენ. ეს ცხოველები მოსიყვარულეები, ალერსიანები არიან, ნებისმიერი ასაკის ბავშვებს შეეფერებიან.შარპეისიმაღლე: 40-51 სმწონა: 18-35 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-12 წელიბეწვი: მოკლე, ჯაგრისისებრი, ქვედა საფარის გარეშეშარპეები ჭკვიანი, მორჩილი ძაღლები არიან. ერთ პატრონს ირჩევენ, რომელსაც დაემორჩილებიან. იმისთვის რომ შარპეიმ პატარა ბავშვთან იურთიერთოს, უმჯობესია სპციალისტთან ავარჯიშოთ. ძაღლი მიხვდება, რომ ბავშვს სიფრთხილით უნდა მოეპყროს. სიამოვნებით გაჰყვება ოჯახის ყველა წევრს სასეირნოდ, მაგრამ თამაშებისადმი დიდ ენთუზიაზმს არ გამოიჩენს.საუკეთესო დიდი ზომის ძაღლების ჯიშები ბავშვებისთვისსენბერნარისიმაღლე: 65-90 სმწონა: 54-82 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-11 წელიბეწვი: გრძელი, გლუვი, უხეში, მკვრივი ქვედა საფარითიდეალური დიდი ძაღლები ყველა ასაკის ბავშვებისთვის. არ დააზარალებს ბავშვს, მაშინაც კი, თუ ბავშვი ზურგზე შეაჯდება. ისინი მშვენივრად თანაცხოვრობენ სხვა ცხოველებთან. მიეკუთვნებიან მაშველ ძაღლებს. ბუნებით მშვიდები და მეგობრულები არიან, კარგად იტანენ დროებით მარტოობას. ძალიან მოსწონთ ხანგრძლივი სეირნობა, მაგრამ კარდიო დატვირთვა მათთვის საზიანოა.დალმატინელისიმაღლე: 54-62 სმწონა: 24-32 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელიბეწვი: მოკლე, სქელი, უხეში, უხვად სცვივაეს ჯიში პოპულარული გახდა დისნეის მულტფილმების წყალობით. მაგრამ იმისთვის, რომ ძაღლს კარგი ხასიათი ჩამოუყალიბდეს, გაწვრთნა სჭირდება. პატრონს დასჭირდება თავდაჯერებულობა და დიდი მოთმინება. სწორი აღზრდის შემთხვევაში დალმატინელი თქვენი და თქვენი შვილების ერთგული მეგობარი გახდება. ამ ჯიშის ძაღლები ჰიპერაქტიურები არიან, ამიტომ ხანგრძლივი გასეირნება სჭირდებათ.გოლდენ რეტრივერისიმაღლე: 51-61 სმწონა: 25-41,5 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელიბეწვი: გრძელი, რბილი, მკვრივი ქვედა საფარითგოლდენ რეტრივერები მხიარული და ადამიანზე ორიენტირებული ძაღლები არიან. ისინი სიამოვნებით მიიღებენ მონაწილეობას ყველა საოჯახო საქმეში. ამ ჯიშის ძაღლები არიან ძალიან ინტელექტუალურები, ადვილად იწვრთნებიან და არ არიან აგრესიულები. შეეფერებიან ნებისმიერი ასაკის ბავშვებს და მათთვის კარგი ძიძები გახდებიან.ლაბრადორისიმაღლე: 53-61 სმწონა: 25-34 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-13 წელიბეწვი: მოკლე, უხეში, მკვრივი ქვედა საფარითლაბრადორებს ბევრი სიარული და დიეტა სჭირდებათ, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან სიმსუქნისკენ. ამ ჯიშის ძაღლები კარგად უგებენ ნებისმიერი ასაკის ბავშვს, ისინი პატარებთან ძალიან ფრთხილობენ. ბუნებით მეგობრულებიდა არააგრესიულები არიან. მომშენებლები ლაბრადორებს, როგორც ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მორჩილ ძაღლს აფასებენ.კომონდორისიმაღლე: 65-80 სმწონა: 40-60 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-12 წელიბეწვი: გრძელი, რბილი, უხეშიკომონდორები საკმაოდ თავნება ძაღლები არიან, ისინი სანამ პატრონის ბრძანებას შეასრულებენ, დაფიქრდებიან. მათ ძლიერი ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ. ავლენენ სერიოზულ დამცველობით თვისებებს. თუ საშიშროება არსებობს, ოჯახის წევრებს დაიცავენ. ბავშვებთან მეგობრულები არიან.ვაიმარანერისიმაღლე: 57-70 სმწონა: 23-32 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელიბეწვი: მოკლე, რბილი, ტალღოვანივეიმარანერი ძალიან ერთგულია პატრონის მიმართ და მარტოობას ცუდად ეგუება. ამიტომ, ეს ძაღლები საუკეთესოდ ინახება წყვილებში. ვაიმარანერები კარგად უგებენ ბავშვებს, მაგრამ შეიძლება უპასუხონ ზედმეტ ყურადღებას, ხვირის მირტყმით. ეს ჯიში საუკეთესოა ოჯახში, სადაც 8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები ცხოვრობენ. ვაიმარანერებს აქტიური ფიზიკური დატვირთვა სჭირდებათ.გერმანული ნაგაზისიმაღლე: 55-65 სმწონა: 22-40 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-13 წელიბეწვი: გრძელი, უხეში, მკვრივი, სქელი ქვედა საფარითგერმანული ნაგაზები სანიმუშოდ იწვრთნებიან, აქვთ ძლიერი ინტელექტი. ესმით, რა სურთ მათგან და როგორ მოიქცნენ კონკრეტულ სიტუაციაში. ეს თვისებები საშუალებას აძლევთ კარგი ძიძები გახდნენ. პატარა ბავშვებს ზრუნვით ეპყრობიან, მოზარდებისთვის კი ნამდვილ მეგობრებად იქცევიან.ნიუფაუნდლენდისიმაღლე: 65-70 სმწონა: 54-68 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 9-11 წელიბეწვი: სქელი, გრძელი, სწორი, მკვრივი, თხელი ქვედა საფარითნიუფაუნდლენდი ხშირად გამოიყენება თანმხლებ ძაღლებად. ისინი არიან ჭკვიანები, მგრძნობიარეები, პატრონებზე ძალიან ორიენტირებულები. ვარჯიშისას ფრთხილად უნდა იყოთ, ხმას არ აუწიოთ, ამან შეიძლება ძაღლი ძალიან შეურაცხყოს. ისინი არ არიან მიდრეკილნი თამაშისკენ, ამიტომ ნიუფაუნდლენდი უნდა წაახალისოს აქტიურობისკენ – მაგალითად, გამოიყენოთ მისი ბუნებრივი სიყვარული წყლის მიმართ. უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვები, ზრუნავენ მათზე და მათ გადაჭარბებულ ყურადღებასაც იტანენ.ერდელტერიერისიმაღლე: 56-61 სმწონა: 20-28 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 11-13 წელიბეწვი: მოკლე, უხეში, მკვრივი ქვედა საფარითერდელტერიერებს მუდმივი ვარჯიში სჭირდებათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მოთენთილები და უემოციოები გახდებიან. ეს ძაღლები ბუნებით ეშმაკები არიან, ისინი მხარს დაუჭერენ ნებისმიერ თავგადასავალს. თუმცა, ჯიში არ არის შესაფერისი პატარებისთვის. ბავშვმა უნდა გააცნობიეროს, რომ ერდელტრიერთან უხეშობა არ შეიძლება.რუსული შავი ტერიერისიმაღლე: 66-72 სმწონა: 45-50 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 10-11 წელიბეწვი: რბილი, გრძელი, სქელი, მკვრივი ქვედა ფენითშავი რუსული ტერიერი დარაჯია. მას მთელი ოჯახის აღზრდა დასჭირდება, მეგობრულ ძაღლად რომ იქცეს. ამ შემთხვევაში რუსულ ტერიერს უანგაროდ შეუყვარდება ოჯახის ყველა წევრი და მათთან დროის გატარებას სიამოვნებას მიანიჭებს. მას აქვს მაღალი ინტელექტი და სტაბილური ფსიქიკა. სწორი აღზრდით, კონტაქტს ნებისმიერი ასაკის ბავშვებთან დაამყარებს.ბერული ზენენჰუნდისიმაღლე: 58-70 სმწონა: 36-50 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 8-10 წელიბეწვი: გრძელი, სქელი, რბილი, უხვად ცვივამიუხედავად მისი ზომისა, ამ ძაღლისთვის ბინაში ცხოვრება შესაფერისია, მაგრამ ხანგრძლივ გასეირნებას საჭიროებს. ეს ჯიში, ყველა გაგებით უკეთილშობილესია. ისინი ყველა შინაურ ცხოველთან ერთად იცხოვრებენ, უყვართ ნებისმიერი ასაკის ბავშვები და იტანენ მათგან ყველანაირ ხუმრობას.რიზენშნაუცერისიმაღლე: 60-70 სმწონა: 35-47 კგსიცოცხლის ხანგრძლივობა: 12-15 წელიბეწვი: უხეში, საშუალო სიგრძის და სიმკვრივისრიზენშნაუცერებს კარგი წვრთნა და ხანგრძლივი სეირნობა სჭირდებათ. თუ მარტოს დიდი ხნით დატოვებთ, ისინი პატრონის ავტორიტეტის შელახვას, დაიწყებენ. რიზენშნაუცერები ძიძების ჯიშებს არ მიეკუთვნებიან, ამიტომ სჯობს სკოლის ასაკის ბავშვებს მოუყვანოთ. ისინი მათ თამაშებში სიამოვნებით აყვებიან.
Leave your comment