ძაღლების ჯიშები

ძაღლების ჯიშები

არსებობს ძაღლების სრულიად მრავალფეროვანი ჯიშები: პატარა, დიდი, ფუმფულა, მოკლებეწვიანი. თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი მახასიათებლები, განსხვავებული ხასიათი და ჩვევები.  შინაური ცხოველის და ნამდვილი მეგობრის ასარჩევად, თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, რა როლის შესრულება მოუწევს მას. უდარაჯოს სახლს, დაგიცვათ, დაგყვებოდეთ ნადირობისას თუ იყოს უბრალოდ ფუმფულა, ვინც ყოველ დღეს გაგიხალისებთ? ძაღლი სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ უნდა შეარჩიოთ. ზოგიერთი ჯიში არ არის შექმნილი ადამიანების ან ქონების დასაცავად. ისინი კეთილგანწყობილნი არიან, არ აქვთ აგრესია ან ძალიან პატარები არიან. მაგალითად, მონადირე ძაღლები ვერ იქნებიან დარაჯები: ისინი დაიწყებენ ფრინველებზე ან კატებზე ნადირობას, დატოვებენ დანიშნულ ადგილს და მთლიანად დაივიწყებენ თავიანთ დავალებას. მაგრამ ზოგიერთი დიდი ჯიშის ძაღლი შეიძლება იყოს შესანიშნავი მცველი: გაბედული, მამაცი და ძლიერი. ასევე, ძაღლის არჩევისას მნიშვნელოვანი კრიტერიუმია სხვა შინაური ცხოველებისა და ბავშვების არსებობა თქვენს ოჯახში. სხვადასხვა ჯიშის ძაღლები თავისებურად ეპყრობა იმ ფაქტს, რომ სახლში ერთადერთი შინაური ცხოველები ისინი არ არიან და პატრონის ყურადღების სხვებისთვის განაწილება მოუწევთ. ზოგიერთი მათგანი კარგად ეწყობა ბავშვებს, შეიძლება იყოს ძიძა, სიამოვნებით ითამაშებს ბავშვთან და არ დააზიანებს მას. სხვები კი, ჯობს პატარებთან მარტო არ დატოვოთ. ჩვენს საიტზე ნახავთ მსოფლიოს თითქმის ყველა პოპულარული  ძაღლის ჯიშის ფოტოებს და მახასიათებლებს , შეძლებთ ცხოველის ამ და სხვა კრიტერიუმების მიხედვით არჩევას. ზოგიერთი ძაღლი ცხოველებს ლოიალურად ეპყრობა: მათ შეუძლიათ  დაუმეგობრდნენ ადრეული სოციალიზაციის შემთხვევაში ან უბრალოდ იგნორში ჰყავდეთ. ძაღლების ზოგიერთი ჯიშები ძალიან აგრესიულია: არიან ეჭვიანები, ავები და კონფლიქტში შედიან. თანაცხოვრებამ შეიძლება გამოიწვიოს ცუდი შედეგები. ასევე, ყურადღება უნდა მიაქციოთ იმას, როგორი ცხოვრების წესია საჭირო ძაღლის კონკრეტული ჯიშისთვის. ბევრ აქტიურ ჯიშს სჭირდება ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ხანგრძლივი სეირნობა სუფთა ჰაერზე და დიდი ყურადღება. მომავალმა პატრონებმა უნდა იფიქრონ იმაზე, შეუძლიათ თუ არა დაუთმონ საკმარისი დრო სეირნობას, წვრთნასა და ვარჯიშს ყოველდღიურად? თუ შინაური ცხოველის აქტიური ცხოვრების წესი არ შეგეფერებათ, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ სხვა ჯიში, რადგან არაჰუმანურია ძაღლს საკმარისი ფიზიკური აქტივობის საშუალება წაართვათ. ცხოველი გახდება აგრესიული ან დეპრესიული, რამაც ზოგიერთი ჯიშის სიკვდილიც კი შეიძლება გამოიწვიოს. მნიშვნელოვანია იცოდეთ ძაღლის შენახვისთვის აუცილებელი პირობები: ზოგიერთი ჯიში საჭიროებს სივრცეს. ისინი თავისუფლებისმოყვარულები არიან და ბინაში ცხოვრებას ვერ შეეგუებიან. ასეთი ძაღლები გამოდგება ეზოიან კერძო სახლში ან აღჭურვილ ვოლიერში შესანახად. როგორც წესი, მსხვილ და აქტიურ ჯიშებს ასეთი პირობები სჭირდებათ. საშუალო და პატარა ძაღლებს ასევე შეუძლიათ იცხოვრონ ბინებში ყოველდღიური სეირნობის პირობით. დეკორატიულ ჯიშებს საერთოდ არ სჭირდებათ დიდი ხნის განმავლობაში გარეთ ყოფნა, რადგან მათთვის ბინა უკვე დიდი სივრცეა, სადაც სათამაშო ადგილი აქვთ. ასევე აღსანიშნავია, რომ ბევრი ძაღლი შეიძლება იყოს შესანიშნავი კომპანიონი. რა ჯიშების კომპანიონი ძაღლები არსებობენ, Petstory-ს შედგენილი სიიდან შეიტყობთ. ისინი არ არიან შექმნილი გარკვეული ამოცანების შესასრულებლად, მაგრამ ნამდვილ მეგობრებად გექცევიან, გაგიწევენ კომპანიას მოგზაურობებში და ყოველთვის თქვენს გვერდით იქნებიან
Leave your comment
Comment
Name
Email
error: Content is protected !!